x
სტიგმატიზაცია ბიო-კულტურულ ჭრილში

ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ საზოგადოებამ შეძლო გამხდარიყო ბიოლოგიურად დეტერმინირებული არსება. ჩვენს ევოლუციურ საწყისებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ სტიგმატიზაცია განვითარების თანმდევი პროცესი იყო. იგი ემსახურებოდა ულტრასოციალურ ჯგუფების ეფექტურად ფუნქციონირებას. თავის მხრივ ულტრასოციალურმა ჯგუფებმა ადამიანებს საშუალება მისცა ეცხოვრათ ურთიერთდამოკიდებულ, თანამშრომლურ ჯგუფებად. მეტად მარტივად მოეპოვებინათ საკვები და სხვა სიკეთეები. თუმცა, რადგან ადამიანები იყვნენ და არიან სოციალური ქმნილებები, მათ მოახდინეს სოციალური გარემოს დაყოფა “ჩვენ’’ და “ისინი’’. ამ უკანსკნელმა გამოიწვია ინტრაჯგუფური, თუ გარე ჯგუფების მიმართ დაპირისპირება, გამოიკვეთა ინტერესთა შორის განსვლა. გამოვლინდნენ დეზერტირები, “მავნე ორგანიზმები’’ რომლებიც სიმბიოზის პროცესს არღვევდნენ. საჭირო გახდა ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც ასეთ ინდივიდებს ჯგუფს ჩამოაშორებდა. სტიგმატიზაცია სწორედ ასეთ მადიფერენცირებელ მექანიზმს წარმოადგენდა მისი ფორმირების საწყისებში. ადამიანებს გვჯერა და ვენდობით ერთმანეთს, რადგან სხვანაირად სოციალური ცხოვრება რთული და არაეფექტური იქნებოდა. ნებისმიერი საზოგადოების სიძლიერის საფუძველს “საათივით აწყობილი’’ ფუნქციონირების მექანიზმი წარმოადგენს. “ხელი-ხელს’’ ბანს, “რასაც მომისვამ ხელზეო, იმას მოგისვამ წვერზეო’’, კულტურაში არსებული ეს და სხვა გამონათქვამები მეტყველებს რომ ადამიანებს მიდრეკილება აქვთ რეციპროკული ურთიერთობებისკენ. ჯერ კიდევ სამოთხის ბაღში, ღმერთმა არ დატოვა ადამი მარტო და შეუქმნა ევა, რათა მომხდარიყო ინტეგრაცია და ინდივიდუალური სიკეთეების გაცვლა, ამ შემთხვევაში შეიძლება სულიერი სიკეთეები ვიგულისხმოთ. ზოგადად, კი ადამიანებს შორის ხდება როგორც მატერიალური, ისე ინტელექტუალურ და სხვა მრავალი სახის რესურსის მიმოცვლა, რაც ხელს უწყობს ჯგუფის ფუნქციონირებას. ევოლუციურად განპირობებულია ის რომ ჯგუფში ცხოვრება არსებითია გადარჩენისა და ადაპტაციისთვის. ნებისმიერი ინდივიდი რომელიც, საფრთხეს შეუქმნის ჯგუფის ფუნქციონირებას, აღქმული იქნება როგორც არა სასურველი წევრი და მოხდება მისი სტიგმატიზირება. სტიგმატიზაცია ერთი მხრივ განაპირობებს ასეთი ინდივიდის ჯგუფიდან განცალკევებას, ხოლო მეორე მხრივ, დასმული დამღა მანიშნებელი იქნება სხვა წევრებისთვისაც. თუმცა საფრთხე ყოველთვის ჯგუფის შიგნიდან არ მოდის. მეტად მნიშვნელოვანია ჯგუფის გარედან აღქმული საშიშროება. ეს ძირითადად რესურსების განაწილებას, ძალაუფლებასა და დომინირებას უკავშირდება. საინეტერესოა ისიც რომ სტიგმატიზაციის დონე და შინაარსი შეიძლება შეიცვალოს კულტურებისა და სუბკულტურების მიხედვით. მაგ: დასავლურ კულტურებში მეტად მიღებულია სექსუალური უმცირესობების მიმართ ღიაობა, აღმოსავლური კულტურა ერთგავრად ვეტოს ადებს ამ თემას. ეს სტიგმის ვარიაციების მაკრო სურათია, მიკრო ხედვა კი კონტექსტებზეც შეგვიძლია დავიყვანოთ. კერძოდ, სტიგმატიზაციის შინაარსი, ინტენსივობა, თუ სიხშირე შეიძლება იცვლებოდეს კონტექსტიდან კონტექსტზე. ჟურნალ “ნეიშენალ ჯეოგრაფიკში’’ ვკუთხულობთ სტატიას, ქართველი ემო გოგონას შესახებ. იგი მოგვითხრობს თავისი მეგობრების, რომლებიც გარკვეულ სუბკულტურას ქმნიან, და სკოლის გარემოს შესახებ. ორივე შემთვევაში გამოკვეთილი ფიზიკური მახასიათებლები, განაპირობებს მათ კვალობაზე ამ გოგონას პიროვნებაზე მსჯელობას. მეგობრების შემთხვევაში მისი პიროვნება განხილულია როგორც “ცივი’’ და ანტი-სოციალური, თუმცა ამგვარი მსჯელობა იღებს დადებით მნიშვნელობას. სკოლის შემთხვევაშიც გოგონას პიროვნებას იგივე მახასიათებელები მიეწერება, თუმცა ამ შემთხვევაში ხდება უარყოფითი ინტერპეტირება. საბოლოო ჯამში, ორი შემთხვევაში საქმე გვაქვს სტიგმატიზაციასთან, განსხვავება მხოლოდ ინტერპრეტაციაშია. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ რომ სტიგმას აქვს მძლავრი ბიოლოგიური საფუძვლები, რომლებიც ფორმირდა ევოლუციურ საწყისებში. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სტიგმამ მიიღო, კროსკულტურული, კროსსაზოგადოებრივი და ისტორიული შინაარსი, მოვიდა დღემდე და დღეს წარმოგვიდგება როგორც სოციალური კონტროლისა და საერთო მონიტორინგის მძლავრი იარაღი.

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია მშვილდაძე
ხატია მშვილდაძე
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0