x
მეცნიერება დამოკიდებულებების წინააღმდეგ
ადამიანები ყოველთვის ვცდილობთ მივიღოთ სიამოვნება.რის ფასად, რა გზით არ აქვს მნიშვნელობა.მთავარია აქ და ამჟამად ჩვენი “იდი'' დავაკმაყოფილოთ.


ვართ თუ არა სიამოვნების მიღებაზე “დამოკიდებულნი'', პასუხი არის კი, თუ ჩვენი სტატუსია “ნარკოდამოკიდებული''.


ნარკოდამოკიდებულება ერთ-ერთი დიდი პრობლემა და გამოწვევაა თანამედროვე სამყაროში.


ნარკოდამოკიდებულება ისეთივე დაავადებაა, როგორიც ნებისმიერი სხვა.განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ დაავედების გამომწვევი მთავარი მიზეზი თავად პაციენტია და საკუთარი ნების გარეშე მისი განკურნება შეუძლებელია.




ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანს ჰქონდეს სურვილი განიკურნოს.ნებელობის არსებობის შემთხვევში არაერთი პროგრამა თუ მეთოდი არსებობს ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ საბრძოლველად.


თანამედროვე მსოფლიო პროგრესი არც ამ მხრივაა გამონაკლისი.თანამედროვე მეცნიერება დამოკიდებულებების წინააღმდეგ ბრძოლაშიც ჩაება.


ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია არის მკურნალობის ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებული მიდგომა.ამ მეთოდის გამოყენებისას ხდება ელექტრომაგნიტური იმპულსების მიმართვა ტვინის პრეფრონტალურ ქერქზე.


ნერვოლოგიის განვითარებამ თავდაყირა დააყენა ტრადიციული წარმოდგენები დამოკიდებულებაზე.ძველ სამედიცინო სახელმძღვანელოში ამოიკითხავდით რომ დამოკიდებულება გულისხმობს ამა თუ იმ ნივთიერებაზე დამოკიდებულებას მზარდი ტოლერანტობით, ანუ ეფექტის საგრძნობლად სულ უფრო მეტის მოხმარების საჭიროებას, მოხმარების შეწყვეტა კი საშინელ სიმპტომებს იწვევს.


ახალი კვლევებით კი, ტვინის ჯილდოს სისტემას განსხვავებული მექანიზმები აქვს ლტოლვისა და სიამოვნებისთვის.ლტოლვის მაპროვოცირებელია ნეოროგადამცემი დოპამინი.სიამოვნება-სხვა ნეირო გადამცემები “ჰედონისტურ'' კერებში .როცა ლტოლვის სქემა სიამოვნების კერებს იპყრობს, ჩნდება დამოკიდებულება და ადამიანი შედეგების გაუთვალისწინებლად ეტანება მავნე ნივთიერებებს.


ტმს- უზრუნველყოფს ნარკოტიკისადმი ლტოლვის ჩახშობას ერთგვარი ჩანაცვლების გზით.აპარატი თრგუნავს კოკაინის წყურვილს, დროთა განმავლობაში კი საერთოდ აქრობს.


მეთოდი საკმაოდ წარმატებულია, იგი შეიმუშავა ლუიჯი გალინბერტმა.2016 წელს წარადგინა “ევროპული ნეიროფსიქოფარმაკოლოგიური ასოციაციის''წინაშე და აღიარებაც ჰპოვა.


ამგვარად, მეცნიერება ახალ გზებსა და ახალ მეთოდებს ქმნის “დამოკიდებულებისგან'' დამოუკიდებელი პიროვნების შესაქმენლად. ეს კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მენტალურად, თუ ფსიქიკურად ჯანმრთელი საზოგადოებისთვის.


მეცნიერება ჩვენს მავნე ჩვევებს ებრძვის, -ვუსურვოთ მას წარმატება.

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია მშვილდაძე
ხატია მშვილდაძე
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0