x
image
დავითი ჩუთლაშვილი
როგორ ხდება კორონავირუსით დაინფიცირება?
კორონავირუსი


დღეს მთელ მსოფლიოში ერთნაირი სურათის დანახვა შეიძლება, რაც აპოკალიფსის შესახებ გადაღებული საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტს ძალიან ჰგავს: ადამიანები ისტერიულად წმენდენ კარის სახელურებს, იბანენ ხელებს, იცვამენ ხელთათმანებს, წმენდენ და დეზინფექციას უტარებენ მაგიდების ზედაპირებს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ბრიტანეთში გამოჩნდნენ მოხალისეები, რომლებიც ღამღამობით ელექტროფარნებით აღჭურვილები დადიან ქუჩებში და თითოეული ბანკომატის კლავიატურას წმენდენ, რომელიც კი სიბნელეში შემოხვდებათ.


კორონავირუსი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. რამდენიმე წლის წინ ნანახ დოკუმენტურ ფილმში (მგონი “დისქავერიზე” რომ გავიდა), მახსოვს, ბიოლოგები საუბრობდნენ, არის ალბათობა, გაჩნდეს საშიში ვირუსი, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელდება და რომელსაც ლეტალობა მაღალი ექნებაო. მაშინ ამაზე თეორიულად მიდიოდა საუბრები, როგორც კოშმარულ სცენარზე, რომელიც მრავალი ათწლეულის ან საუკუნის შემდეგ შეიძლება ახდენილიყო, მაგრამ ის, რაც იყო თეორია და ჰიპოთეზა გუშინ, საუბედუროდ ყოველდღიური პრაქტიკაა დღეს.


კორონავირუსი



ეს იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი შეიძლება გადაგედოთ დახველების ან დაცემინების მეშვეობით. ყოველი დახველებისას და დაცემინებისას კორონავირუსის მატარებელი ადამიანი მილიარდობით ასეთ ერთიციცქნა მონსტრს-ვირუსს აფრქვევს ჰაერში, რომლებიც გამალებულები იწყებენ ახალი მასპინძლის ძებნას გასამრავლებლად.


პატარა მონსტრების ნაწილი ხვდება სხვა ადამიანის სასუნთქ გზებში ვირუსის მატარებელი ადამიანის დახველების ან დაცემინების შემდეგ, ნაწილი ჰაერში ლივლივებს და ეძებს ახალ მსხვერპლს, ნაწილი კი ილექება სხვადასხვა ზედაპირებზე, იქნება ეს საწერი მაგიდა, ბუხრის ზედაპირი თუ კაფელი სააბაზანოში. შეხების შედეგად ვირუსი “გადაცოცდება" ჯანმრთელი ადამიანის სხეულზე, შეცოცდება ფილტვებში და იწყებს გამრავლებას, ეფექტური წამალი კი მის წინააღმდეგ არ არსებობს. სწორედ ამიტომ, პრევენცია ერთადერთი გამოსავალია. ერთმანეთის მოფრთხილება გვმართებს! დავიბანოთ ხელები. ნუ ვივლით მასობრივი თავშეყრის ადგილებში. ეს ერთნაირად ეხება ეკლესიასაც და დისკოთეკასაც.

1
337
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
337
  
2020, 23 მარტი, 4:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1