x
image
ლურჯი თოლია
როგორ მოვუაროთ სახის კანს? - საბაზისო რჩევები
  • ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვროთ კანის ტიპი. ასევე, მნიშვნელოვანია საშუალებები იყიდოთ თქვენი ასაკის შესაბამისად, უმეტესობას ასაკობრივი ჯგუფი მითითებული აქვს.
  • სახის მოვლის საბაზისო კომპლექტაციაა: სახის დასაბანი გელი (ან რძე), ტონიკი, თვალის კრემი, დღის და ღამის კრემი. თუ მაკიაჟს იყენებთ მიცერალური წყალი.
  • ყოველდღიურად აუცილებელია სახის კანის დილა-საღამოს გაწმენდა. თუ მაკიაჟს ხმარობთ, თავდაპირველაად, მიცერალურით უნდა მოიშოროთ. შემდეგ კი ცხიმიანი და შერეული ტიპის კანის შემთხვევაში დასაბანი გელით, მშრალი კანის შემთხვევაში შესაძლებელია გამწმენდი რძით დაბანა. ამის შემდეგ გამშრალებულ სახეზე უნდა წაისვათ ტონიკი და დაიტანოთ თვალის კრემი, სანამ კანი ოდნავ ნოტიოა. თვალის კრემის გამოყენება განსაკუთრებით დღისითაა საჭირო გარემო ფაქტორების და მაკიაჟის მავნე ზემოქმედებისგან დასაცავად. ბოლოს დღის/ღამის კრემი.
  • დამატებით კვირაში 1-2-ჯერ საჭიროა პილინგის (ან სკრაბის) და ნიღაბის გამოყენება. უმჯობესია ეს პროცედურა საღამოს ჩაიტაროთ, ანუ მაშინ როცა გარეთ აღარ გადიხართ. სკრაბის გამოყენების დროს ყოველდღიური დასაბანის გამოყენება საჭირო აღარ არის. სკრაბის შემდეგ მშრალ სახეზე წაისვით ნიღაბი, გაიჩერეთ 15-20 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ წაისვით ტონიკი და კრემი. თავისთავად, სკრაბიც და ნიღაბიც კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.
  • უმჯობესია ყველა საშუალება შეიძინეთ ერთი ფირმის, ერთი ხაზი, ვინაიდან მსგავსი შემადგენლობა აქვთ და მიმართულია კომპლექსურ მუშაობაზე. ამასთან, ნუ გგონიათ რომ რაც მეტს გადაიხდით, უფრო კარგია.
  • image
    რაც მთავარია, კანის მოვლა უნდა იყოს სისტემატიური და არ ატარებდეს იშვიათ ხასიათს.
    0
    64
    1-ს მოსწონს
    ავტორი:ლურჯი თოლია
    ლურჯი თოლია
    64
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0