x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
10 ცნობილი მამაკაცი, რომლებიც სექსზე უარს ამბობდნენ და ინტიმური ცხოვრებიდან მოშორებით იდგნენ

image წარმოგიდგენთ 10 მსოფლიოში სახელგანთქმულ მამაკაცს, რომელთაგან რამდენიმეს სექსი პრაქტიკულად არ ჰქონია, რამდენიმემ კი მასზე უარი განაცხადა და ამას მოუცლელობის მომიზეზებით არ ამართლებდნენ, მათ უბრალოდ არ იზიდავდათ სექსი და თვლიდნენ, რომ ეს დროის ფუჭად ხარჯვა იყო.
თუმცა მკითხველს მინდა ასევე შევახსენო, რომ ეს ადამიანები არც განსხვავებული ორიენტაციის მამაკაცები იყვნენ იყვნენ და არც ქალთმოძულეები, უბრალოდ მათ არ უყვარდათ სექსი და მის გარეშეც მშვენივრად გრძნობდნენ თავს.
ზედა სურათზე გენიალური ნიკოლა ტესლაა, რომელიც ელექტორიბს მამად ითვლება, ტესლა ამაყობდა თავისი უბიწოებით და თვლიდა, რომ სექსი უსაქმურების გასართობად იყო მოგონილი.

ეს კი ინგლისის მეფე ედუარდ "აღმსარებელია", რომელიც XI საუკუნეში მეფობდა, არც საკუთარ ცოლთან ასრულებდა ცოლქმრულ მოვალეობას, სხვებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია და სწორედ ეს გახდა მიზეზი შეწყვეტილიყო მისი დინასტია.
image
ეს კი ისააკ ნიუტონია, ფიზიკოსი რომელსაც ქალები სულაც არ აინტერესებდა და ცხოვრება ისე განვლო, ქალებთან სექსით არ დაკავებულა.
image
ეს კი ცნობილი მეზღაპრე ჰანს ქრისტიან ანდერსენია. წარმოიდგინეთ მისი უნარების წყალობით რამდენ ქალს შეაცდენდა, მაგრამ მას სექსი საერთოდ არ აინტერესებდა თავისი ზღაპრების გარდა.
image
ეს კი ჯეიმს მეთიუ ბარი გახლავთ. მუდმივი ბავშვის "პიტერ პენის" შემქნელი, რომელიც ბუნებით თავადაც ბავშვად დარჩა, ერთადერთხელ დაოჯახდა, თუმცა თავადვე აღიარებდა, რომ ცოლთან სექსი არასდროს ჰქონია.
image
ეს კი ცნობილი იმპრესიონისტი მხატვარი ედგარ დეგაა, რომელსაც ქალები საერთოდ არ იზიდავდა. კითხვაზე, თუ რატომ იყვნენ მის ნახატებში ქალები ასეთი უსახურნი? მან უპასუხა: ქალები არ არიან მომხიბლავი არსებები და მე მათ ვხატავ ისეთს, როგორიც არიან.
image
ეს კი მოაზროვნე სიორენ კიერკეგორია, შეუყვარდა გოგონა, მას თხზულებაც კი მიუძღვნა, მისგან ცოლობაზე თანხმობა მიიღო, მაგრამ უკანოუხედავად გაიქცა.
ისე, რომ ქალთან სექსი არ ჰქონია.
image
ეს კი ცნობილი ილუსტრატორი და პოეტი ედვარდ ლირია.
"ყველაზე მამაც ქალსაც, რომ შეყვარებოდა ნახევრად ბრმა, ასთმიანი მამაკაცი, რომლიც გრძელი ცხვირი სპილოსაც კი შეშურდებოდა, მე მზად არ ვიყავი ასეთ ქალთან სექსისათვის"-ეს სიტყვები ლირს ეკუთვნის.
image
ჰენრი მორტონ სტენლი, ჟურნალისტი და მოგზაური. ერთხელ დაოჯახდა და პირველივე ღამეც ცოლს უთხრა: "სექსი ცხოველების საქმეა და ჩვენს შორის სექსი არ იქნება".
image
მაჰათმა განდს თქვენს წინაშე წარმოდგენა არ სჭირდება.
მას შემდეგ რაც რამდენიმე შვილი შეეძინა მეუღლესთან, კატეგორიული უარი განაცხადა სექსზე ერთადერთი მოტივით-"ბევრად უფრო სერიოზული საქმეები მაქვს ვიდრე სექსიაო".
image











0
436
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
436