x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

imageქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში მთელს მსოფლიოში მომხდარმა გლობალურმა სიტუციიამ ცხოვრების წესი საგრძნობლად შეცვალა.
მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 21 მარტიდნ-21 აპრილამდე გაგრძელდება.
საგანგებო მდგომარეობა შემდეგ შეზღუდვებს გულისხმობს:
1. იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევის პირი იძულებით იქნას გადაყვალინილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები.
2. საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა და საქართველოს მთავობით დაშვებული გამონაკლისებისა.
3. დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები.
4. საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება საკარანტინო-საიზოლაციო სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.
5. იზღუდება 10 ადამიანზე მეტის თავშეყრა.
6. მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესტრუქტურებს შეუზღუდოს, ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.
7. აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურეობასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას.
8. მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ დადგენილი კანონებისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს.
9. საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება.
10. საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.
11. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 3 წლამდე ვადით.
12. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით მთავრობამ მიმართა პრეზიდენტს, თანხმობის მიღების შემდეგ კი პარლამენტმა მიიღო და დაამტკიცა.
გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებული დადგენილებით ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები არ დგინდება.


0
21
1-ს მოსწონს
ავტორი:საერთაშორისო მედია სკოლა
საერთაშორისო მედია სკოლა
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0