x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ნახეთ, რას გვირჩევენ ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გასაძლიერებლად

image


როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები აღნიშნავენ, კორონავირუსი პირველ რიგში, ასაკოვან და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს ემუქრება. იმისათვის, რომ ორგანიზმმა შეძლოს და ინფექციას წინააღმდეგობა გაუწიოს, აუცილებელია მისი სხვადასხვა საშუალებით გაძლიერება, და თუ როგორ ამას სტატიაში გავარკვევთ.





ჯანსაღი კვება


თქვენი რაციონი ძირითადად ჯანსაღი პროდუქტებისგან - ცილებისგან, თევზისგან, ხორცისგან, ლობიოსგან, ბოსტნეულისგან, ხილისგან, პომიდორისგან და კიტრისგან უნდა შედგებოდეს.


image


საუზმეზე - ეცადეთ მიირთვათ ბრინჯის ფაფა, მოხარშული კვერცხი ან ფაფა თხილეულითა და ქიშმიშით, დალიეთ ჩაი ლიმონითა და თაფლით, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ჯანჯაფილის ფესვიც. თუ ჩქარობთ და საუზმის დრო არ გაქვთ, მაშინ ერთი ჭიქა კეფირი დალიეთ.


image



სადილზე - მიირთვით ხორცისა და თევზის წვნიანი, მოშუშული ბოსტნეული მწვანილით, ეს შეიძლება იყოს - ბროკოლი, კომბოსტო, ოხრახუში, ასევე ნუ დაივიწყებთ თქვენს ყოველდღიურ მენიუში ნიორისა და ხახვის ჩართვას. ეს პროდუქტები ამარილისისებრთა ოჯახიდაა, რომლებიც მიკრობებს კლავენ და იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობენ ხელს.


image


ვახშამზე - სასურველია მსუბუქი კერძები მოამზადოთ, სპეციალისტები განსაკუთრებით, ჯანსაღი პროდუქტებისგან მომზადებულ წვნიანებს გვირჩევენ. შეგიძლიათ მძიმე კერძები ასევე სალათებით ჩაანაცვლოთ.


image




ცხოვრების ჯანსაღი წესი



image


დილის და საღამოს ვარჯიში კუნთებს გაგიძლიერებთ. კორონავირუსი ორგნიზმში მოხვედრისთანავე ჯერ ფილტვებს აზიანებს, შემდეგ კი - სხეულის ყველა კუნთს. ფილტვების გასაძლიერებლად კარდიო ვარჯიშები და სირბილი დაგეხმარებათ. ცუდი ჩვევებისგან თავი გარკვეული დროით შეიკავეთ.





მიიღეთ ვიტამინები



image


ექიმები C და D ვიტამინების მიღებას გვირჩევენ. მოგეხსენებათ, ვიტამინი D წარმოადგენს ეფექტურ პროფილაქტიკურ საშუალებას სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის ონკოლოგიური პროცესების მართვაში. ვიტამინი C კი, კუნთების განვითარებასა და მის აღდგენაზე, სისხლძარღვებზე, ღრძილებსა და კბილებზეა პასუხისმგებელი, ასკორბინის მჟავა ასევე გავლენას ახდენს პანკრეასისა და ფარისებრი ჯირკვლის ეგზოკრინულ ფუნქციაზეც, და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, მკაცრად დაიცვათ პირადი ჰიგიენის წესები.



0
436
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
436