x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
ახალი ანტირეკორდი იტალიაში: 800 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში
ლომბარდია


იტალიაში ბოლო დღეების მანძილზე კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის კიდევ ერთი აფეთქება დაფიქსირდა, რომელმაც 793 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რითაც Covid-19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4825-მდე გაიზარდა.


ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია (WHO) იუწყება, რომ მთელ მსოფლიოში ბოლო 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 31 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა, რითაც ოფიციალურად დაავადებათა საერთო რაოდენობამ 308 564-ს მიაღწია გავრცელების საწყისი ეტაპიდან დღემდე, საიდანაც 53 578 შემთხვევა მხოლოდ იტალიაზე მოდის.


თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს რიცხვები არ შეესაბამება სინამდვილეს და რეალობა გაცილებით უფრო მკაცრია: საკუთარ სტატისტიკურ მონაცემებს აყალბებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ირანი და ჩინეთი, რომლებსაც სურთ ვითარების შელამაზება და სასურველის სიმართლედ გასაღება სტატისტიკურ მონაცემებში მსხვერპლის და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის შემცირების გზით.



ლომბარდია


უკანასკნელი ცნობების თანახმად, Covid-19-ის ეპიდემიას მთელ მსოფლიოში ემსხვერპლა 13 069 ადამიანი. ლომბარდიაში, სადაც ეპიდემია ყველაზე ფართოდ გავრცელდა, ხელისუფლებამ კიდევ უფრო მკაცრი ზომები შემოიღო: ახალი წესების თანახმად, რომელიც შაბათს გვიან საღამოს გამოცხადდა, სპორტი და ფიზიკური აქტივობა ქუჩაში იკრძალება. იკრძალება ასევე სავაჭრო ავტომატების გამოყენება, ხოლო ბიზნესს დაევალა, შეწყვიტოს ყველა სახის ოპერაცია იმ ოპერაციათა გამოკლებით, რაც მხოლოდ მოსახლეობის უკიდურეს საჭიროებებს ემსახურება. იკრძალება მშენებლობები (გარდა საავადმყოფოების მშენებლობისა). აკრძალულია ასევე ყველა სახის ბაზრობა და თავშეყრა ღია სივრცეში. პოლიცია აჩერებს ყველა გამვლელს და ეკითხება, თუ რა მიზნით არიან ქუჩაში.


მთლიანად ლომბარდიაში კორონავირუსის შედეგად 3095 ადამიანი გარდაიცვალა.

0
371
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0