x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კიმ კარდაშიანი ქმარს შორდება?!
სომხური წარმომავლობის ამერიკელი მსახიობი და მოდელი, კიმ კარდაშიანი 1980 წლის 21 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში დაიბადა. კიმი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი და მისი საყვარლის, რეი ჯეის სექს-ფირები გავრცელდა და ასევე, ის საზოგადოებამ ერთ-ერთ არხზე რეალითი შოუთი გაიცნო, სადაც მისი ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ.



image



მოკლედ, ყველა კარგად იცნობთ კიმ კარდაშიანს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეაპატაჟური ვარსკვლავია არამარტო ამერიკის, არამედ მსოფლიოს ცნობილი სახეებიდან. მისი მხოლოდ მაღაზიაში გასვლაც კი დისკუსიის თემა ხდება. პაპარაცები მუდამ კარში ელოდებიან სატელევიზიო ვარსკვლავს, რომელიც მათ იმედებს არასოდეს აცრუებს და ყველა ჯერზე, ახალი, პროვოკაციული სტილით ათამამებს მათ, ისინი კი კვებავენ მოწყურებულ და მოშიებულ საზოგადოებას.


imageimage




ზოგჯერ კიმის სტილი არამარტო გასაოცრად ლამაზი, არამედ წარმოუდგენლად ვულგარული და არაესთეტიკურია, თუმცა სწორედ ამ გზით ახერხებს ის რეიტინგის აწევას და მეუღლესთან ერთად მილიონერი წყვილების რეიტინგში, ხუთეულიდან მე-3 ადგილს იკავებს და მათი ბიუჯეტი ჯამში 510 მილიონი $-ი იყო გასული წლის მონაცემებით.



image



რამდენიმე დღის წინ დასავლურმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, სადაც წერია, რომ კიმი მეუღლესთან, კანიე უესტთან განქორწინებას გეგმავს. ასევე რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ კიმი საცხოვრებლად დედასთან - კრის ჯენერთან გადავიდა და ბავშვებიც თან წაიყვანა.


image


ჩვეულებრივი ოჯახური კამათის შემდეგ, ყველა თვლიდა, რომ წყვილი ისევ შეერთდებოდა, თუმცა მათი ცალკე ყოფნის დღეები გაგრძელდა და აშკარა გახდა, რომ საქმე გაცილებით სერიოზულადაა.



კანიეს და კიმის ახლობლებიდან გახდა ცნობილი, რომ კიმს ნამდვილად სურს განქორწინება და ასევე, ბავშვებზე მეურვეობის მარტოს აღება. ის გეგმავს სასამართლოში განქორწინებაზე სარჩელის შეტანას.


image






იხილეთ აგრეთვე:



კარდაშიანების ოჯახს პლაგიატობაში სდებენ ბრალსimage


0
418
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0