x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გრენლანდიაში ყინულის დნობამ ორ თვეში მსოფლიო ოკეანეების დონე 2,2 მილიმეტრით გაზარდა
გრენლანდია


დედამიწის ხელოვნური თანამგზავრიდან მიღებული მონაცემები გვიჩვენებს არქტიკაში 600 მილიარდი ტონა ყინულის დანაკარგს 2019 წლის ზაფხულის მხოლოდ ერთი სეზონის მანძილზე.


გრენლანდიის ყინულის დნობა პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული ზღვის დონის მატებასთან, რასაც სანაპირო ზოლის დატბორვის საფრთხესთან მივყავართ, რაც მილიონობით ადამიანის ჰაბიტატს აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს.


600 მილიარდი ტონა გამდნარი ყინული - ეს ის მასაა, რაც მსოფლიო ზღვების და ოკეანეების საერთო დონის 2, 2 მილიმეტრით მოსამატებლად არის საჭირო.



მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ გრენლანდიამ 2002-2019 წლებში საშუალოდ 268 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა და ეს იმის ნახევარიც კი არ არის, რა დანაკარგიც მხოლოდ გასულ ზაფხულს დაფიქსირდა.


იმის გასაცნობიერებლად, თუ რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე, გეტყვით, რომ ლოს-ანჯელესი, რომელიც ამერიკის დასავლეთი სანაპიროზე ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, წელიწადში მხოლოდ ერთ მილიარდ ტონა წყალს მოიხმარს.



გრენლანდია


“ჩვენ ვიცოდით, რომ უკანასკნელი ზაფხული გრენლანდიაში განსაკუთრებით ცხელი იყო და ყინულის საფარის ყველა კუთხე დადნა, მაგრამ მონაცემებმა მაინც მოახერხა ჩვენი განცვიფრება”, - თქვა იზაბელა ველიკონამ, დედამიწის სისტემური მეცნიერებების დარგის პროფესორმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან და ახალი კვლევის მთავარმა ავტორმა, რომელიც “ნასას” ხელოვნური თანამგზავრის, Gravity Recovery-ის მიერ გამოგზავნილ მონაცემებს ეყრდნობა.


დედამიწაზე ყინულის საფარი ყველგან ძალიან სწრაფად დნება და ამის მიზეზი გლობალური დათბობაა, რაც ადამიანის მიერ გამოწვეულმა საყოველთაო კლიმატურმა კრიზისმა განაპირობა.


როგორც მეცნიერები საუბრობენ, გრენლანდიის ყინულის საფარი ამჟამად საშუალოდ 7-ჯერ უფრო სწრაფად ქრება, ვიდრე 90-იან წლებში.

0
421
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0