x
ძალით ვქმნით სასურსათო დეფიციტს

როგორც ჩანს უნდა ავხსნათ რა შემთხვევაში შეიძლება სასურსათო დეფიციტის შექმნა ქვეყანაში ლაშა ბოდაველი CICD lasha bodaveli

ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის (CICD) თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი



როცა გეუბნება სახელმწიფო, რომ ქვეყანაში მარაგები საკმარისია და ამას სასურსათო კომპანიის წარმომადგენლებიც ადასტურებენ, უბრალოდ უნდა დაიჯერო და იყო სოლიდარული.


დიახ, შესაძლებელია დეფიციტის გაჩენა ასე მონდომებით თუ დავაცარიელებთ მაგალითად ტუალეტის ქაღალდის დახლებს. დაახლოებით ორი თვის სასურსათო მარაგი ნიშნავს იმას, რომ თუ მოსახლეობა საშუალოდ იმდენივე პროდუქტს იყიდის, რამდენსაც აქამდე ყიდულობდა, მაშინ მარაგი მინიმუმ ორი თვე საკმარისი იქნება, მაგრამ თუ სახლში მოისურვებთ მაკარონის, ფქვილის, ზეთის და სხვა პროდუქტების საწყობის გახსნას, მაშინ ბუნებრივია გარკვეული პროდუქტი დეფიციტში გამოცხადებულზე მალე აღმოჩნდება, მაგრამ აქაც იმედი უნდა გაგიცრუოთ. ამ ეტაპზე სატვირთო კონტეინერების შემოსვლა აკრძალული არ არის, მარკეტებს ეძლევათ საშუალება მარაგები გადაავსონ და მალე ყველაფერი გადაივლის. მერე იმედია, რომ სახლში დასაწყობებულ პროდუქტს ვადის გასვლამდე სანდომიანი სახით ქველმოქმედებისთვის გამოიყენებთ და ყველას გვაჩვენებთ რა კეთილები ბრძანდებით...


0
103
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0