x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როდესაც პარამეტრები არაფერს ნიშნავს! – ვარსკვლავები მოდელების წინააღმდეგ (25 ფოტო)

სამოსის ცნობილი ბრენდები, მოდის ჩვენებებზე, წარმოუდგენლად ლამაზი სამოსის დემონსტრირებას ახდენენ და რა თქმა უნდა, უამრავ ქალბატონს უჩნდება მსგავსი ტანსაცმლის ტარების სურვილი. თუმცა, ამის საშუალება ბევრს არა აქვს...


image
მათგან განსხვავებით, ასეთ სამოსზე, ჰოლივუდის ვარსკვლავებს ხელი ნამდვილად მიუწვდებათ და ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებზე, ისინი სწორედ ბრენდული კაბაეით ცხადდებიან.

მოდელები, როგოც ცნობილია, მაღლები და ტანადები არიან, აქვთ იდეალური პარამეტრები, გრძელი ფეხები და ასეთი გარეგნობის გოგონებზე, ყველანაირი სამოსი, რა თქმა უნდა, მომგებიანად უნდა გამოიყურებოდეს... თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყოველთვის ასე არ არის და არც იდეალური პარამეტრები ყოფილა აუცილებელი იმისთვის, რომ სამოსი მოირგოთ და ლამაზად გამოიყურებოდეთ. ამაში დასარწმუნებლად, ფოტოებს გთავაზობთ, რომელზეც ერთი და იგივე სამოსი, იდეალური გარეგნობის მოდელებს და არც თუ ისე, იდეალური პარამეტრებით გამორჩეულ ვარსკვლავებს აცვიათ.


Elie Saab / ლილი კოლინზიimage
ეს წარმოუდგენლად დახვაწილი კაბა, მოდელს და მსახიობს ერთნაირად უხდება. თუმცა, ლილი კოლენზის შესაფერისი მაკიაჟი და ბუნებრივი სახე, მას სიმსუბუქეს მატებს და კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.


Alexis Mabille / არაია ჰარგეიტიimage
2017 წელს არაია ჰარგეიტმა ფეხმძიმე ქალებისთვის განკუთვნილი სამოსის სტერეოტიპის დამსხვრევა გადაწყვიტა და მომავალმა დედამ გრძელი, ტანზე მომდგარი კაბა ჩაიცვა. მსახიობის ამ გადაწყვეტილებით კაბას თუ არაფერი შეემატა, არც არაფერი დაუკარგავს.


Zuhair Murad / ჯენიფერ ლოპესიimage
ჯენიფერ ლოპესი – ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე, დიზაინერი, პროდიუსერი და ბიზნესლედი. ბუნებამ ამ უნიჭიერესი ქალბატონისთვის არც გარეგნობა დაიშურა. ხოლო, მის ისედაც უნაკლო სხეულის ფორმემბს და გარეგნობას, ეს ლურჯი კაბა, კიდევ უფრო ლამაზად წარმოაჩენს.


Ralph & Russo / პრიანკა ჩოპრაimage
ინდოელმა მსახიობმა, ფოტომოდელმა და მომღერალმა ნამდვილად იცის, რა უნდა გააკეთოს, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოს. თეთრი კაბა, ხელით შესრულებული ნაქარგებით, ნამდვილად რომ იდეალურად ერგება მსახიობის სხეულის ფორმებს და მას დამაინტრიგებელ იერს აძლევს.


Moschino / კამილა მენდესიimage
ერთი შეხედვით დრამატული კაბა, მოდელის ტანზე გადატვირთულად გამოიყურება. თუმცა, მსახიობი მასში ნამდვილად რომ შეუდარებელია.


Christian Dior / ჯენიფერ ლოურენსიimage


მსახიობი ნამდვილად ერკვევა მოდაში. მხოლოდ პატარა ცვლილებამ და ქამრის დამატებამ, განსხვავებული სახით წარმოადგინა, ისედაც თვალშისაცემი, წითელი კაბა.


Christian Dior / ჯენიფერ ლოურენსიimage
ცნობილი კაბა, რომელიც მსახიობს «ოსკარის» დაჯილდოვებაზე ეცვა, ბევრად უფრო უკეთესად გამოიყურება მასზე, ვიდრე მოდელზე... და კარგია, რომ მან იმ უცნაურ თავსაბურავზე თქვა უარი, რომელიც მოდელს ახურავს.


Ralph & Russo / პენელოპე კრუიimage
პენელოპე კრუსი — ერთ–ერთი ვარსკვლავია, მათ შორის, ვისაც კაბის სტილის შერჩევაში, მარცხი არ განუცდია. შეიძლება, ეს კაბა ბევრისთვის მიმზიდველად არ გამოიყურება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობს ის, მოდელზე ნაკლებად არ უხდება.


Thierry Mugler / კიმ კარდაშიანიimage
კიმი ცნობილია თავისი ფორმებით და უნდა ითქვას, რომ ამ კაბის «კეკლუცი» ჭრილები, მასზე უფრო მომგებიანად ჩანს, ვიდრე გამხდარ მოდელზე.


Jean Paul Gaultier / კიმ კარდაშიანიimage
ეს ოქროს კაბა–ხალათიც კიმს უფრო მეტად უხდება, ვიდრე პოდიუმზე მოდელს.


Marques Almeida / რიანაimage
მომღერალი თამამი კოსტუმების სიყვარულით არის ცნობილი. თუმცა, ერთი შეხედვით, ყველაზე აბსურდული სამოსი რიანაზე, ძალიან ორიგინალურად გამოიყურება.


Christian Dior / რიანა image


ეს მეტად უცნაური მოსაცმელი, თუ ქურთუკი, ადამიანს, შეიძლება, პოდიუმზე მეტად ექსტრავაგანტულადაც მოეჩვენოს, თუმცა რიანას შემთხვევაში, მან უფრო მიმზიდველი სახე მიიღო.


Ralph & Russo / ჯენიფერ ლოპესიimage
უმშვენიერესი ჯეი ლო არასდროს გამოირჩეოდა მოდელის გარეგნიბით... და ამ კაბის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ სამოსი მოდელებზე, ყოველთვის კარგად არ გამოიყურება.


Gucci / სალმა ჰაიეკიimage
მექსიკელი მსახიობი ამაყობს თავისი ქალური ფორმებით და სხვადასხვა სტილის სამოსს ირჩევს. გარდა ამისა, მას არც იმის ერიდება, რომ იგივე კაბა ჩაიცვას, რაც პოდიუმზე გამხდარ გოგონებს აცვიათ.


Zuhair Murad / კრისი ტაიგენიimage
კრისტიმ ჰოლივუდში ბოდიპოზიტიური ტენდენციები გააძლიერა და ეს მის გარეგნობაზეც აისახა: ძალიან ლამაზად გამოიყურება ის თოვლივით ქათქათა კაბში.


Julien Macdonald / კრისტენ რიტერიimage


მართალია, ამ შემთხვევაში, მოდელს და მსახიობს, თითქმის ერთნაირი პარამეტრები აქვთ. მაგრამ, კაბა კრისტენს უფრო უხდება.


Zuhair Murad / ნიკოლ კიდმანი
image
ნიკოლ კიდმანი სიმაღლით და პარამეტრებით მოდელისგან არ განსხვავდება და თუ ვის უფრო უხდება, ეს ნაზი კაბა, თქვენი გადასაწყვეტია...


Marc Jacobs / რიტა ორაimage
მომღერალს ნათელი, არაპროგნოზირებადი სამოსი უყვარს... და ეს ჭრელი ბუმბულიც კი, – მას გარკვეულ შარმს მატებს.


Zuhair Murad / კათრინ ზიტა-ჯონზი
image
მსახიობი ყოველთვის იწონებდა თავს, თავისი ქალური გარეგნობით... და 50 წლის ასაკში, ის არჩევანს ისევ თამამ სამოსზე აკეთებს, რომელიც მას, მოდელზე მეტად თუ არა, არც ნაკლებად უხდება.


Oscar de la Renta / მარგო რობიimage
ულამაზესმა მსახიობმა შეძლო და ეს ნაკლებად შესამჩნევი კაბა – ნამდვილ ჰიტად აქცია.


Chanel / მარგო რობი
image
და როგორც ჩანს, მარგოს გემოვნება არც თამამ და ზედმეტად «მყვირალა» სამოსის არჩევაში ღალატობს.


Alexandre Vauthier / ლუსი ლიუ
image
ამ სურათზე მოდელს საკმაოდ უჩვეულო ფორმის ქვედაბოლო აცვია, რომელიც ლუსი ლიუს ტანზე, არც ისე მოკლეა და უფრო კონსერვატიულიც არის. ეს კი სამოსს ხიბლს მატებს და უფრო მომგებიან იერს ანიჭებს.


Balmain / კეტი პერი
image
მომღერალს ძალიან მოსწონს უჩვეულო და შეიძლება ითქვას, აბსურდული სამოსი... და ვინ იფიქრებდა, რომ ეს სულელური კაბა, წითელ ხალიჩაზე, სავსებით ნორმალური სანახავი იქნებოდა?


Balmain / ბიონსე
image
ბიონსე სავსებით დარწმუნებულია, საკუთარ შეუდარებლობაში და ყველაზე კრეატიულ და გამომწვევ სამოს ირჩევს.


Balmain / ბიონსე
image
და თუმცა, მომღერლის ფიგურა შორს არის იდეალური პარამეტრებისგან, ვერავინ იტყვის, რომ ეს კაბა მოდელს უფრო უხდება, ვიდრე მას.

imageimageარხის სხვა სიახლეები:
imageimageimage

1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები

2. ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სიმპტომები დაასახელეს

3. ბიოლოგებმა COVID-19-ის პანდემიის დასრულების 2 ძირითადი პირობა დაასახელეს

4. ტესტი: აირჩიეთ გვირგვინი და გაიგეთ თქვენი ხასიათის ძირითადი თვისების შესახებ (+ რჩევები)
5. რატომ მიატოვეს ადამიანებმა მთვარე და რატომ ღირს მასზე დაბრუნება
6. თუ მარსზე სიცოცხლე არის, ის მიწისქვეშეთში იქნება – აცხადებენ ასტრობიოლოგები


0
646
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
646
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0