x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბიოლოგებმა COVID-19-ის პანდემიის დასრულების 2 ძირითადი პირობა დაასახელეს

ბიოლოგიის კანონის თანახმად — ადრე, თუ გვიან, ნებისმიერი ეპიდემია სრულდება. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რა ზიანის მოგვაყენებს ის. მეცნიერების აზრით, დროთა განმავლობაში, COVID-19 სეზონური დაავადებების კატეგორიაში გადაინაცვლებს და მისი მართავ ისევე იქნება შესაძლებელი, როგორც ჩვეულებრივი, გაციების და გრიპის.


image


ამერიკელმა ბიოლოგებმა, ვირუსის შესწავლის შემდეგ, პლანეტაზე მისი გავრცელების შეჩერების 2 ძირითადი ფაქტორი დაასახელეს:

უპირველეს ყოვლისა — ეს ვირუსის გენების მუტაცია არის. COVID-19– ის ევოლუცია, მის ახალ მასპინძელში — ადამიანის ორგანიზმში, გარდაუვალია. იგივე ემართება, უცხო გარემოში მოხვედრის შემთხვევაში, სხვა კორონავირუსებს — ხდება გენომის გარდაქმნა და ახალ გარემოსთან შეგუება. როგორც წესი, ეს პროცესი ინფექციურ აგენს ასუსტებს. მაგრამ, ამჟამად, იმის თქმა, თუ რა დრო იქნება საჭირო ვირუსის დასასუსტებლად, რთულია.

მეორე მომენტი — მოსახლეობის მიერ, ავადმყოფობისადმი, ბუნებრივი იმუნიტეტის გამომუშავებას ეხება. მაგრამ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა, მოსახლეობის 70 % მაინც იქნება (ამჟამად, ინფექციის მასობრივი გავრცელების მიზეზი, ჩვენს სისხლში სპეციალური ანტისხეულების არ არსებობა არის).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერები დადებითად აფასებენ, მსოფლიოს რიგი ქვეყნების მიერ, მიღებუ გადაწყვეტილებას კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. მათი აზრით, COVID-19-ის გავრცელების საშიშროება — უმეტეს შემთხვევაში, ავადმყოფობის იოლ ფორმებში მიმდინარეობა არის. მაგ., ებოლით, SARS (ატიპიური პნევმონია) ან MERS (ახლოაღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი) დაავადების შემთხვევაში, ადამიანი მაშინვე ექიმს მიმართავს და მკურნალობას იწყებს, რაც არ ხდება COVID-19-ის შემთხვევაში.

და ბოლოს, რას უნდა ველოდოთ?

როგორც მეცნიერები ამბობენ, ცხელი კლიმატური პირობების მქონე ქვეყნების მოსახლეობას, ძალიან გაუმართლა, რადგან იქ, განსაკუთრებული გარემო პირობების გამო, პანდემიამ მასობრივი ხასიათი ვერ მიიღო. როგორც გაირკვა, +30 °C - ზე მაღალ ტემპერატურაზე ვირუსი კვდება და სწორედ ამიტომ, მედიკოსები პანდემიის მასშტაბის შემცირებას, სწორედ ზაფხულში ელიან. თუმცა, ტემპერატურის კლების შემდეგ, ვირუსი ისევ დაბრუნდება. თუმცა, იმ დროისთვის, სავარაუდოდ, ვაქცინა და წამალი უკვე იქნება.

imageimageარხის სხვა სიახლეები:
imageimageimage

1. მტერს «სახეზე» უნდა ვცნობდეთ – ჯანმრთელობისთვის სახიფათო სახლის მცენარეები და თავდაცვის წესები

2. აღმოჩენილია დინოზავრის დნმ-ი – უნდა ველოდოთ «იურული პერიოდის პარკის» შექმნას?

3. უკვე ცნობილია, რატომ არის მამაკაცის სიცოცხლე ქალის სიცოცხლეზე ხანმოკლე

4. ტესტი: აირჩიეთ გვირგვინი და გაიგეთ თქვენი ხასიათის ძირითადი თვისების შესახებ (+ რჩევები)
5. რატომ მიატოვეს ადამიანებმა მთვარე და რატომ ღირს მასზე დაბრუნება
6. თუ მარსზე სიცოცხლე არის, ის მიწისქვეშეთში იქნება – აცხადებენ ასტრობიოლოგები


0
880
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
880
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0