x
საქართველოს კულტურა

imageსაქართველო უდიდესი ისტორიისა და კულტურის მატარებელი სახელმწიფოა. სწორედ ეს ის ქვეყანა სადაც ბოლომდე შეგიძლია შეიგრძნო მისი ისტორიის ხანგრძლივობა და მნიშვნელობა. ის უძველესი და უმდიდრესი ქვეყანაა, მრავალათასწლიანი ისტორიით, ტრადიციებითა და კულტურით, ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს მას, რათა ეზიაროს მის კულტურას და გაიგოს ახალი იმ ქვეყნის შესახებ, რომელიც მიუხედავად უდიდესი ისტორიული განსაცდელისა ათასწლეულების განმავლობაში, ის მაინც ინარჩუნებდა მის სისადავეს და მნიშვნელობას.
ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა. ქართული ენა სასაუბრო ენაცაა და სამწერლობოც, სალიტერატუროც. ქართული ენა ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი ენათაგანია. ქართულ სალიტერატურო ენას დიდი ისტორია აქვს .
ცნობილია, რომ დედამიწაზე რამდენიმე ათასი ენაა, მაგრამ აქედან ანბანი მხოლოდ თოთხმეტია. ქართული ანბანი მსოფლიოს თოთხმეტ ანბანთაგან ერთ-ერთი უძველესია.
გვაქვს უძველესი ქართული წარწერები:
1. პალესტინის უდაბნოს ქართული მონასტრის წარწერა (429-444 წლები).
2. ბოლნისის სიონის წარწერა, საქართველოში (492-493 წლები).
3. მცხეთის ჯვრის მონასტრის წარწერები (VI-VII საუკუნეები).
4. ატენის სიონის წარწერა (IX-XI საუკუნეები).
ასევე ცივილიზებულ სამყაროში ცნობილია ქართული ქორეოგრაფია, ქართული ხალხური სიმღერების მრავალხმიანობა, ქართული საგალობლები, ქართული თეატრი, ქართული კინო, ქართული საოპერო და საბალეტო ხელოვნება მსოფლიო კულტურის საგანძურია.

საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მისი დედაქალაქი თბილისია.
თბილისი ხალხთა ძმობის ქალაქია. აქ გვერდი-გვერდ მეგობრულად ცხოვრობს მრავალი ერის ადამიანი. აქ ყვავის ქართული კულტურა, ქართული სული. თბილისი მთელი საქართველოს კულტურული ცენტრია. აქ არის ბევრი უმაღლესი სასწავლებელი, სკოლები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრები, რელიგიური ნაგებობები, ხუროთმოძღვრული ძეგლები, ისტორიული ძეგლები, ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები. ის სულ ცოტა 1500 წლისაა ...


0
681
2-ს მოსწონს
ავტორი:საერთაშორისო მედია სკოლა
საერთაშორისო მედია სკოლა
681
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0