x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩინელი "მარადონა" კორონავირუსით დაინფიცირდა

image

ესპანეთის "ესპანიოლის" ნახევარმცველი ვუ ლეი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ იტყობინება Sport.es.



კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ექვს ფეხბურთელს და კლუბის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი, მაგრამ მათი ვინაობა არ სახელდება.

თუმცა წყარო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული ჩინელი ვუ ლეია. ამასთან, ინფექცია დაუდასტურდაა მცველს- ლეანდრო კანბრერას.


ვუ ლეი, ამრიგად, გახდა პირველი სპორტსმენი ჩინეთიდან, რომლის დაინფიცირების შესახებ პრესისთვის გახდა ცნობილი.


ნახევარმცველი 2019 წელს იანვრის ბოლოს შეუერთდა "ესპანიოლს". პირველ მატჩში იგი შეცვლაზე გამოვიდა - რა დროსაც ჩინეთში ტელეკრანიდან 40 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს, ხოლო ესპანეთში კი 177 ათასი უყურებდა. ესპანურმა მედიამ, ვუ ლეის "ჩინელი დიეგო მარადონა" უწოდეს.

2019-2020 წლების სეზონში, ნახევარმცველმა ესპანეთის ჩემპიონატში 22 მატჩი გამართა, რომელშიც მან სამი გოლი გაიტანა. "ესპანიოლში" გადასვლამდე, ლეი იცავდა "შანხაი SIPG"-ის ღირსებას, სადაც 151 გოლი აქვს გატანილი.

1
85
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
85
  
2020, 2 აპრილი, 1:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1