x
image
_K_
როგორ გავაღვიძოთ ბავშვი, რომელსაც საწოლიდან ადგომა არ უნდა - 12 მარტივი ხერხი მშობლებისთვის
image

ეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბავშვები, რომლებსაც საკმარისად სძინავთ, უფრო ჯანმრთელები არიან, უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვთ სკოლაში, გამოირჩევიან კარგი მეხსიერებით და ქცევით. თუმცა, ძილს გაღვიძება მოჰყვება, რაც მშობლებისთვის ადვილ ამოცანას სულაც არ წარმოადგენს.


სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, როგორ გაამარტივოთ გაღვიძების პროცესი როგორც შვილებისთვის, ასევე თქვენთვისაც.





1. ბავშვის გაღვიძებამდე ოთახში მზის სინათლე შეუშვით.

ბუნებრივი სინათლე ტვინისთვის სიმულატორივითაა, რომელიც ეხმარება სეროტონინის გამოყოფაში, რაც, თავის მხრივ, ორგანიზმს აფხიზლებს. ასე რომ, კარგი იქნება, ბავშვის ოთახში მზის სხივები 15 წუთით ადრე მაინც შეუშვათ, სანამ მის გაღვიძებას გადაწყვეტთ.


image




2. დაძინებამდე შეზღუდეთ ლურჯი განათების მქონე ნივთებთან კონტაქტი.

ყველა ციფრული მოწყობილობა, როგორიცაა ტაბლეტი, ტელევიზორი და სმარტფონი, ლურჯ განათებას გამოყოფს, რომელიც ორგანიზმს აფხიზლებს. არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ იმ ადამიანებს, ვინც დაწოლამდე დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენა ელექტრონული მოწყობილობა, დაძინება საკმაოდ გაუჭირდათ.

image




3. ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა.

მუსიკა გაღვიძების ბევრად სასიამოვნო გზაა, ვიდრე მომაბეზრებელი მაღვიძარა. შეგიძლიათ, რადიოში საყვარელი არხი ჩაურთოთ ბავშვს თავის ოთახში ან მისი ფლეილისთიდან აარჩიოთ მუსიკა. ამით ის კარგ ხასიათზე დაიწყებს დღეს და საწოლიდან ადგომა იმდენად აღარ გაუჭირდება.

image




4. ჩართეთ მისი საყვარელი აუდიოწიგნი.

ეს ბავშვის გაღვიძების ერთ-ერთი ყველაზე კარგი ხერხია, რადგან აუდიოწიგნი მასში ინტერესს აღძრავს და საწოლიდან ადგომას მოანდომებს. გარდა ამისა, აუდიოწიგნის მოსმენის გაგრძელება ხომ ჩაცმის და საუზმის დროსაც შეუძლია.

image




5. დახატეთ დილის რუტინა, რათა პროცესი უფრო სახალისო გახადოთ.

დილის რუტინის დახატვა კარგი გზაა იმისთვის, რომ ბავშვი ფოკუსირებული იყოს აქტივობებზე, რაც დილით უნდა გააკეთოს. ეს მას დაეხმარება გაღვიძებაში და დილის რუტინის სუპერგმირივით შესრულებაში. ერთად შეგიძლიათ დახატოთ ბანაობა, ჩაცმა, საუზმე, ზურგჩანთისა და ლანჩის ყუთის აღება და ა.შ.

image




6. საწოლიდან ადგომის პროცესი თამაშად გადააქციეთ.

გაღვიძების პროცესი უფრო სახალისო გახდება, თუ მას თამაშად გადააქცევთ. გარდა ამისა, შვილთან კამათი და სტრესის მიღება აღარ მოგიწევთ. გამოიყენეთ წარმოსახვა სხვადასხვა თამაშის მოსაფიქრებლად და ბავშვი აღარასდროს იწუწუნებს საწოლიდან ადგომაზე.

image




7. გააღვიძეთ ბავშვი მისი საყვარელი საუზმის სურნელით.

წარმოიდგინეთ, რა კარგ ხასიათზე გაატარებს თქვენი შვილი დღეს, თუ მისი დილა საყვარელი საუზმით დაიწყება! მისი სურნელი ბავშვს სწრაფად საწოლიდან ადგომასაც კი მოანდომებს.

image




8. შესთავაზეთ ერთი ჭიქა წვენი, - ამით გასაღვიძებლად ცოტა დროს მისცემთ.

დილით გაღვიძება მარტივი ზრდასრულებისთვისაც არაა, ბავშვებს კი ღრმა და კომფორტული ძილი ბევრ რამედ უღირთ. საწოლიდან ადგომისთანავე შვილისთვის საყვარელი სასმლის შეთავაზება მას დროს მისცემს გამოსაფხიზლებლად.

image




9. გამოიყენეთ შინაური ცხოველი მაღვიძარას დანიშნულებით.

თუ თქვენს შვილს საყვარელი ძაღლი ან კატა ჰყავს, მიუშვით შინაური ცხოველი მის გასაღვიძებლად. დანარჩენ საქმეს თავად ძაღლი/კატა შეასრულებს სახის ალოკვით ან ხტუნვით და ბავშვს საწოლიდან ადგომის გარდა სხვა გზას არ დაუტოვებს.

image




10. საშუალება მიეცით, ბუნებრივად გაიგოს, რა შედეგები მოჰყვება დაგვიანებას.

აუცილებელია, ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობა განუვითარდეს. ამისთვის შეგიძლიათ გარკვეული "სასჯელები" მოიფიქროთ. მაგალითად, თუ ის დროზე არ გაიღვიძებს, მთელი დღის განმავლობაში ვერ დაჯდება კომპიუტერთან. უფროსი ასაკის შვილს შეგიძლიათ დაგვიანების უფლება მისცეთ სკოლაში, რის შემდეგაც მასწავლებლის წინაშე თავს არაკომფორტულად იგრძნობს და თავად შერცხვება.

image




11. ნუ დადგამთ დრამას.

ბავშვის გაღვიძება შეიძლება მართლა რთული საქმე იყოს, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწევთ, თუ ამას ყვირილით შეეცდებით. ეს შედეგად მხოლოდ მისი მხრიდან დაიგნორებას მოგიტანთ, ამასთანავე თქვენი შვილი მოტივაციას და საწოლიდან ადგომის სურვილსაც დაკარგავს.

image




12. დარწმუნდით, რომ ბავშვს საკმარისად ეძინა.

ასაკიდან გამომდინარე, ბავშვს გარკვეული საათები უნდა ეძინოს. თოთო ბავშვისთვის საჭიროა ღამეში 11-14 ძილი, როცა სკოლამდელს 10-13 საათიც ჰყოფნის. 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ღამეში 9-10 საათი ძილია რეკომენდებული. თუ მას საკმარისად არ ეძინა, რა თქმა უნდა, თქვენს შვილს საწოლიდან ადგომაც უფრო გაუჭირდება.

image

p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ დავიწყოთ დღე ენერგიულად - ჯანსაღი დილის 13 საიდუმლო

image


2. მშობლების 8 შეცდომა, რამაც შეიძლება ბავშვს მომავალი დაუნგრიოს

image


3. ეს 18 წესი ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, რათა ქუჩაში თავი უსაფრთხოდ იგრძნოს

image


4. 13 სიტუაცია, როცა მშობლები გაუცნობიერებლად ზიანს აყენებენ შვილებს

image


5. 12 რამ, რასაც კარგი მშობლები შვილებისთვის აკეთებენ

image

0
968
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
968
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0