x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"პანდემიის დროს, საერთო კოვზზე უარის ართქმა, გაუგებარია" - გიორგი მარგველაშვილი
image

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„ქრისტიანობა განათლების, თანამედროვე ცივილიზაციის შემქმნელი რელიგიაა. პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არ შეცვლა, საერთო კოვზზე უარის ართქმა, გაუგებარია. მახსენდება: „ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს" (მათე 23:26)"


"როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა... შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი (მათე 6:5-6)- წერს მარგველაშვილი.


image

შეგახსენებთ, გუშინ 20 მარტს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანგებოდ გამართულ სინოდის სხდომაზე ახალი კორონავირუსი-COVID – 19-ზე მიიღო განჩინება, რის მიხედვითაც, ზიარების დროს მორწმუნეები კვლავ საერთო კოვზს გამოიყენებენ.

" ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია“, - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.

1
141
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
141
  
2020, 21 მარტი, 12:27
თუ არ გჯერა,მაშინ არ მიხვიდე ტაძარში.
0 1 1