x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ზიარების არსი ქრისტიანისთვის

image

თუ ადამიანს უნდდა გაიგოს ზიარება რატომ არის მნიშვნელოვანი აუცილებლად სახარებას უნდა გაეცნოს .და რა წერია ბიბლიაში? როცა პასექის დღესასწაულზე შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან ერთად სერზე. (მათ 26.26 -28 როცა ისინი ჭამდენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დამტვრია, მისცა მოწაფებს და თქვა, . აიღეთ .ჭამეთ ., ეს ჩემი სხეულია. აიღო სასმისი მადლობდა და მისცა მათ და უთხრა.. ყველამ დალიეთ აქიდან. ვინაიდან ესარი ჩემი სისხლი ( ახალი ) ახთქმისა, მრავალთათვის რომ იღვრება ცოდვების მისატევებლად) პავლე მოციქული იზახის (კორ 11.26 რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით ) ამიტომ პირველი საუკუნის ქრისტიანები (საქმე 3, 42 გამუდმებით მკვიდრობდნენ მოციქულთა მოძღვრებაში ზიარებაში პურის გატეხასა და ლოცვაში) ამიტომ ჩვენც მათ მსგავსად სახარების კითხვაში ზიარებაში და ლოცვაში ვატარებტ ამ მარხვას, რადგან არმოვაკლდეთ მადლს უფლისას რომითაც ვცოცხლობთ ( რომ 14.8 ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ - უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით - უფლისათვის ვკვდებით. და ამიტომ ვცოცხლობთ თუ ვკვდებით - უფლისანი ვართ.) ჩვენ მუდამ ვიაზრებთ უფლის სიტყვები როცა სთქვა (ივან 6.48 -52 მე ვარ პური სიცოცხლისა.თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცოდნენ. ესარი პური ჩამომავალი ზეციდან. რათა მისი მჭამელი არა მოკვდეს. 51 მე ცოცხალი პური ვარ. ზეციდან ჩამოსული ამპურის მჭამელი საუკუნედ იცოცხლებს.) ამიტომ არის რომ მუდამ ვესწრაფებით ზიარებას რათა არმოვაკლდეთ სიცოცხლეს. რადგან ისეც თქვა უფალმა ( იოან 6, 53. ჭეშმარიტად ჭეშმარიტად გეუნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ ხორცს და არ შესვამმთ კაცის ძის სისხლს არგექნებათ სიცოცხლე თქვენში) და აქ მყოფს, განა ვინმეს სურს სიცოცხლის გარეშე ერთი წუთით ყოფნა. როცა გვიკრძალავენ ზიარებას და გვეუნებიან მან შეიზლება მრავალი მოკლას ვირუსის გადატანითო, მაგრამ ის არესმით მათ რომ ზიარების გარეშე ვართ ჩვენ მკვდრები და უსიცოცხლოები, და მხოლოდ ზიარებით ვცოცხლობთ და ერთობა გვაქვს ქრისტესთან, და რწმენა და იმედი ქრისტესი უფრო მეტია ჩვენში ვიდრე წუთისოფლის.რადგან ვიცით რომ (იერემია 17.5 დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს და ხორციელში ეძებს შემწეობას, გულით კი შორდება უფალს) როგორ მოვიტყუო, როცა სიცოცხლე მაქვს ხელში და ვთქვა არმაქვს თქო, ან როგორ შეიძლება სიცოცხლეს ვეზიარებოდე და შვილებს უმალავდე რომ თითქოს არც გამეგოს სიცოცხლეზე რამე. ჩვენ აზრები იმიტომ განსხვავდება რომ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ხორციელება ჩვენთვის კი სულიერება, რადგან (იოან 6.63 სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები ) და მსგავსად თქვენსავით კამათობდნენ იუდეველნი მაშინაც როცა ქრისტე მოუწოდებდა ზიარებისკენ ყველას. თქვენსავით (52.იუდეველებმა დაიწყეს კამათი ერთმანეთში, და ამბობდნენ“როგორ შეუძლია თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელად?? ) ვერ აღიქვავდნენ სიტყვებს ზიარებისას, და ამის გამო მრავალი დაბრკოლდა და თქვენც გსურთ დაგვაშოროთ და დაგვაბრკოლოთ ქრისტეს გზაზე. თქუენც არა მიდიხართ და მიმავალთაც აყენებთ. რადგან არგწამთ ქრისტეს სისხლის და ხორცის მადლმოსილების, და მაშინაც მრავალი იყო თქვენსავით გულქვანი და გაუგონარნი, რის გამოც ბევრი ( 66 ჩამოშორდა და აღარ მისდევდა მას.) და რადგან უფალი არ ძალადობს ადამიანზე არამედ თავისუფალს ხდის მეტან რწმენაში, ( 67.მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: ( მოწაფეს ) თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?.68ხოლო სიმონ-პეტრემ მიუგო: უფალო, ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.69.ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა.) და ჩვენ ამ რწმენით დავდივართ, ( გალა 2.20 ქრისტესთან ერთად ჯუარ-ცუმულ ვარ.და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ) და თუ მე ქრისტე არმეყოლება არც ვიცოცხლო მაშინ.

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:აკოაკო700
აკოაკო700
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0