x
#დარჩისახლში - თვითოზოლაციის დღიურები, დღე I

imageგამარჯობა, მოკლედ გაგაცნობთ ჩემ თავს, მე მარი ვარ, 21 წლის, მყავს ტყუპი, პატარა ძმა და კიდევ უფრო პატარა წიწილა დაიკო, სულ ოთხნი ვართ

image

თუ არ ჩავთვლით კურდღელ პუკას და ყველაზე დინჯ კუს, სახელად კუკური.

imageსახლიდან გასვლა არასდროს მყვარებია, არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომთვითიზოლაციას საკუთარი ცხოვრების სტილად გავიხდიდი, რომ არა ჩემი უსაყვარლესი მეგობრები, შემოვიკრებდი პატარა სახლში და სამუდამო კარანტინს გამოვაცხადებდი მათთან ერთად .

მიუხედავად ამ ცოტა საშიში სურვილისა, ჩვეულებრივ, უმოქმედოდ ყოფნა მაინც არ გამომდის ხოლმე, აქ ჩემი კლასის ფოტოს დავდებდი, მაგრამ მათი უფლებების დარღვევა გამომივა, ამიტომ, სიტყვაზე მენდეთ, უსაყვარლესი ბავშვები მყავს, რომლებსაც ყოველ დღე ვხვდებოდიხოლმე 4 - დან 7 - მდე გახანგრძლივებულის დროს.

რადგან მათი ჩვენება არ გამოვა, ჩემს ბავშვობის ფოტოს გაჩვენებთ

image

არ მეგონა ოცდამეერთე საუკუნეში თვითიზოლაციაში ყოფნა თუ მოგვიხდებოდა, საბჭოთაკავშირიდან და 90-იანებიდან გამოსვლის შემდეგ ისევ თუ დავსხდებოდით მთელი ოჯახი ახლაუკვე ელექტრო გამათბობელთან და არა შეშის ღუმელთან და ვისაუბრებდით ძველამბებზე, ავაწყობდით ფაზლს და ვუყურებდით ფილმებს. რაღაც დადებითიც არის ამაში.

ეს ჩემი ოჯახია

image

ხვალ ჩემს ქალაქს ვუბრუნდები, ყველაზე ლამაზს, ყველაზე პატარას და ყველაზე სუფთას და დედაქალაქის თვითიზოლაციიდან ბათუმურ იზოლადიციაზე გადავდივარ

უკვე გადმოვაწყვე ჩემი, ობმოდებული, წაუკითხავი წიგნები, იმედი მაქვს, ახლა მაინც გამოვნახავ დროს და ისევ მტვრისთვის არ გავიმეტებ

image

ისე, ვისაც კითხვა გიყვართ, მათთვის ძალიან კარგი შემოთავაზება აქვს "საბას." შეგიძლიათ გადმოწეროთ აპლიკაცია და კორონა ვირუსის პერიოდში უფასოდ გამოიყენოთ ბიბლიოთეკის პედეეფ ვერსიები.

image

სახატავი საშუალებებიც მოვამზადე

image

დღეისათვის სულ ეს იყო, საკუთარი თავის წარდგენას მოვრჩი, დღეიდან ვეცდები ყოველ დღე შემოგთავაზოთ პატარა ჩანაწერები, მოგიყვეთ ისტორიებს, რომელიც შეიძლება თქვენთვის საინტერესო, ინფორმაციული ან ემოციური იყოს და მოგაწოდოთ იდეები, თუ როგორ გაიყვანოთ დრო თვითიზოლაციის პირობებში

თუ გექნებათ სურვილი, რომ შემომიერთდეთ, დააკომენტარეთ და გამიზიარეთ თქვენ რას საქმიანობთ სახლში და როგორ ირთობთ თავს

ჰო, ის კარგია, რომ სახლი გვაქვს, ამიტომ #დარჩისახლში

0
126
შეფასება არ არის
ავტორი:მრნ
მრნ
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0