x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვინ იყო ეგვიპტის ყველაზე გამოჩენილი ქართველი გამგებელი?

image

ალი ბეი ალ–ქაბირი ეგვიპტის მმართველი იყო 1757 წლიდან. დაბადებულა საქართველოში, ქართველი მღვდლის ოჯახში 1728 წელს. მისი თავდაპირველი სახელი იოსები ყოფილა. ტყვედ გატაცებული მცირეწლოვანი ბავშვი უყიდია ქურთ ვაჭარს და ეგვიპტეში ასევე წარმოშობით ქართველ მამლუქ ქაჰაია იბრაჰიმისთვის მიუყიდია.

ალი-ბეი 25 წლის ქაიროს დივანის (მამლუქებისა და ბეგების მთავარი საბჭო) სრულუფლებიან წევრს წარმოადგენდა. მალე მან ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა, 1763 წელს აბდარახმანს მმართველობა საერთოდ ჩამოართვა და ეგვიპტიდან გააძევა. ხოლო "შეიხ ელ-ბალადის" თანამდებობა თვითონ მიითვისა. მიუხედავად ამისა, 4 წლის განმავლობაში მრავალი სასტიკი ბრძოლის გადახდა დასჭირდა, რათა ეგვიპტის საჭეს ნამდვილად დაჰპატრონებოდა.

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველგან შედარებითი სამართლიანობა დაამყარა. პროვინციები ავაზაკებისგან გაწმინდა, კორუმპირებული ბიუროკრატიისა და სასულიერო არისტოკრატიის თავნებობა აღკვეთა, მოსახლეობის დიდი ნაწილი აუტანელი გადასახადებისაგან გაათავისუფლა, მომთაბარე არაბი ბედუინები უდაბნოში გადარეკა, საშინაო და საგარეო აღებ-მიცემობის გასავითარებლად ეროვნული ფულის ერთეული მოჭრა. ქვეყნის 18 პროვინციიდან 11-ში ქართველი ბეგები დანიშნა. ეგვიპტეში განლაგებული ოსმალური ჯარების რაოდენობა ერთიორად შეამცირა.

ალი-ბეის ქართველმა სარდლებმა ისმაილ-ბეიმ და ჰასან-ბეიმ მოახერხეს მთელი არაბეთის ნახევარკუნძულის დაკავება. აიღეს მექა და მედინაც.

ეგვიპტელებმა “ორი ზღვის ყაენი” უწოდეს ქართველ მამლუქს. ეს პატივი არავის რგებია არც მანამდე და არც მის შემდგომ… ძლიერ მმართველობაზე დაფუძნებული ტახტი ედგა ალი-ბეის კაიროში. ზემო და ქვემო ეგვიპტეს მის დროს ორ ათეულამდე ბეგი განაგებდა, რომლებიც სულთანს მორჩილებდნენ. ბეგთა უმრავლესობა ქართველი მამლუქები იყვნენ. ჰოდა, სწორედ ქართველი მამლუქი – მუჰამედ აბუ-ზაჰადი, ალი-ბეის თანამებრძოლი და ახლობელი ჩაუდგა სათავეში შეთქმულებას ორი ზღვის ყაენის წინააღმდეგ. აბა, რას იფიქრებდა ალი-ბეი, რომ მის მიერვე აღზევებული და შვილივით ნაპატრონები თვისტომი მოუსწრაფებდა სიცოცხლეს…

ალი-ბეის აღსრულების შემდეგ ეგვიპტის მმართველობა ისევ ქართველებს ერგოთ.

1
627
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
627
  
2020, 21 მარტი, 2:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1