x
image
melody_inside
კოცნით გადადებული ვირუსი -  არ გაიმეოროთ მშობლების შეცდომა!
image



ექვსი თვის ბავშვი სასწრაფოდ გახდა საავადმყოფოში გადასაყვანი მას შემდეგ, რაც მისი სხეული წითელი ლაქებით და წყლულებით დაიფარა



ლაქებმა სრულიად დაფარა ბავშვის თავი და მარცხენა თვალიც კი. ექიმები და ახლობლები შიშობდნენ, რომ პატარა ოარლა მხედველობას დაკარგავდა.


ოარლა ჰერპესვირუსით დაავადდა იმის მიუხედავად, რომ მისი დედა ჰოლი კრუკშენკსი, არ რთავდა ნებას სტუმრებს ეკოცნა ახალშობილისთვის.



„როდესაც ეს დავინახე, შიშმა შემიპყრო. ვიცოდი, რომ ამას შეიძლება სიბრმავე მოჰყოლოდა. ეს აზრი ძალიან მაშინებდა“, -ამბობს ჰოლი.




image



საავადმყოფოში ოარლას გადასხმები გაუკეთეს და მეორე დღეს ანთება ჩაცხრა. ტესტმა აჩვენა, რომ მხედველობა არ დაზარალდა.



ჰოლი ამბობს, რომ როდესაც წაიკითხა დედების პოსტები ჰერპესის საშიშროებაზე ჩვილებში, თავადაც აღარ აძლევდა სტუმრებს ბავშვის კოცნის უფლებას. თვითონ კი მხოლოდ შუბლზე კოცნიდა.




„ძალიან შეშინებული ვიყავი. ხალხს ეგონა პარანოია მჭირდა, ოარლას კოცნის ნებას რომ არ ვაძლევდი, მაგრამ მე ნანახი მქონდა, რა შეიძლებოდა ამ კოცნას მოჰყოლოდა. მე ვერ ვიკავებდი თავს და ვკოცნიდი შუბლზე, მაგრამ მნახველებს არ ვაძლევდი ამის უფლებას“.




ჰოლიმ არ იცის, საიდან დაავადდა ოარლა. ექიმები ამბობენ, რომ ვირუსი გადადის შეხების გზით.


ოარლა უკვე 15 თვისაა და სრულიად განიკურნა. მაგრამ დედა ძველებურად არ იძლევა ბავშვის კოცნის უფლებას.

„არ გაგავიმართლა, რომ დაავადდა, მაგრამ ძალიან გაგვიმართლა, რომ გამოჯანმრთელდა“, - ამბობს ჰოლი.



ექიმი კეროლ კუპერი გვახსენებს, რომ ჰერპესის ვირუსი უკიდურესად გადამდებია. ითვლება, რომ მსოფლიოში ადამიანების 90% ამ ვირუსის მატარებელია, მაგრამ სიმპტომების პირველი გამოვლინება, როგორც წესი ყველაზე მძიმეა.

თუმცა, ახალშობილებში ის იშვიათად გვხვდება. ვირუსი კოცნით შეიძლება გადავიდეს მასზე ან ძუძუთი კვებისას იმ შემთხვევაში, თუ დედას აქვს ჰერპესი მკერზე.



„როდესაც ჩემი შვილები იყვნენ პატარები, მეც არ ვაძლევდი არავის მათი კოცნის უფლებას. თუ თქვენ რამით ხართ დაავადებული, მაშინ ბავშვების შეხება და კოცნა -საერთოდ ცუდი იდეაა“, - ამბობს ექიმი კუპერი.




ჰერპესი იწვევს მტკივნეულ წყლულებს. გადაეცემა კანზე კონტაქტით, სქესობრივი გზით და კოცნითაც კი.


თქვენ რა აზრის ხართ ჩვევაზე, რასაც სხვისი და საკუთარი ბავშვების კოცნა ჰქვია?

იხილეთ ასევე:


ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო დაავადებაა. მიუხედავად იმისა, რომ ის მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ვლინდება მხოლოდ რამოდენიმე თვეში ერთხელ, მაინც ბევრი უსიამოვნება მოაქვს ადამიანისთვის. ამ ინფექციის მთავარი თვისებაა-დამახასიათებელი გამონაყარი ტუჩზე (და არა მხოლოდ ტუჩზე), რომელიც არა მხოლოდ ქავილია, საშინლადაც გამოიყურება. ...


რატომ ვატარებთ ქვედა საცვალს? ვზრუნავთ ჯანმრთელობაზე, ჰიგიენის მიზნით თუ მოდურ ტენდენციებს მივყვებით, ასეა თუ ისე, ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება კულტურულ ცვლილებებს საზოგადოებაში. მიუხედავად ამისა, საცვლების თემა დღემდე იშვიათად ხდება განხილვის საგანი. შეიძლება ეს ხდება იმიტომ, რომ მათ შორის ყველაზე



ეს ადამიანი 15 წელია არდაბადებულ ბავშვებს სამუდამო განსასვენებელს ჩუქნის და იმ პატარებს უნარჩუნებს სიცოცხლეს, რომლებიც საკუთარი დედებისთვის საჭირო აღარ აღმოჩნდნენ. ვიეტნამელი ტონგ ფუოკ ფუკი _ საოცარი ადამიანია. ის აი უკვე 15 წელია რაც მთელ მსოფლიოში დემონსტრირებას აკეთებს, თუ რა არის ნ...


არ არსებობს ერთიანი კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს სექსი - საუბრობს ფილოსოფიის დოქტორი, ექსპერტი ქრისტენ მარკი. ამავე ლოგიკით, არ არსებობს საყოველთაოდ აღიარებული კონცეფციები ქალიშვილობის დაკარგვასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რამდენიმე ძირითადი მომენტის აღწერა, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს თითოეულმა გოგონამ....

0
398
6-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0