x
image
მანანა თურმანიძე
ატომური ბომბი თუ ვირუსი - ბილ გეითსის წინასწარმეტყველება
Image result for bill gates

შემდეგი აფეთქება? ჩვენ არ ვართ მზად! რა იწინასწარმეტყველა ბილ გეიტსმა 2015 წელს ებოლას ეპიდემიის შემდეგ!

Image result for nuclear weapon

როდესაც ბავშვი ვიყავი, ყველას გვეშინოდა ატომური ბომბის. მახსოვს, სარდაფში ყველას გვქონდა დიდი კონტეინერები, სავსე კონსერვებით და წყლით, რადგან ვიცოდით, რომ ატომური აფეთქების შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავით სარდაფში და იქ დავრჩენილიყავით გარკვეული დროის განმავლობაში. დღეს გლობალური კატასტროფების რისკი ასე აღარ გამოიყურება.

Image result for nuclear explosion

მას ახლა სოკოს კი არა, ვირუსის ფორმა აქვს და ასე გამოიყურება:

image

ვფიქრობ, რომ თუ შემდგომი რამოდენიმე დეკადის განმავლობაში 10 მილიონ ადამიანზე მეტს რაიმე მოკლავს, ეს ყველაზე დიდი ალბათობით, მაღალი ინფექციურობით გამორჩეული ვირუსი უფრო იქნება, ვიდრე ომი. დღეს საშიშროება არა ბომბებში, არამედ მიკრობებშია! ამის მიზეზი ნაწილობრიც ისიც არის, რომ ჩვენ დიდი თანხები ჩავდეთ ატომური ბომბისგან თავის დასაცავად, მაგრამ ძალიან ცოტა ინვესტიცია გავიღეთ სისტემაში ეპიდემიისგან თავის დასაცავად. ჩვენ არ ვართ მზად შემდეგი ეპიდემიისთვის!

image

მოდით შევხედოთ ებოლას შემთხვევას, ჩვენ არ გვყავდა მომზადებული ეპიდემიოლოგების გუნდი, რომლებიც შეისწავლიდნენ გავრცელების მასშტაბებს, მათი ანგარიშები ქაღალდზე იწერებოდა, ძალიან არაზუსტი იყო და დიდი დაგვიანებით ხვდებოდა ონლაინ რეჟიმში, რის გამოც ძნელდებოდა მათი გაანალიზება. "მედისინს სან ფრონტიერეს"-მა დიდი შრომა გასწია და მოხალისეების მობილიზება მოახდინა. თუმცა, ჩვენ ძალიან დავიგვიანეთ, სინამდვილეში, თუ ეპიდემიის მასშტაბებს გავითვალისწინებთ, უნდა გვყოლოდა ასიათასობით მომზადებული პერსონალი, რომლებსაც გავგზავნიდით ამ ქვეყნებში. არავინ იყო, ვინც დიაგნოსტირების და მკურნალობის მიდგომებს შეისწავლიდა, არავინ იცოდა რა მექანიზმები უნდა გამოეყენებინა. ძალიან ბევრი რამ გამოგვრჩა და ეს გლობალური მარცხი იყო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსდება ეხება ეპიდემიის მონიტორინგს, მაგრამ არა იმ ყველაფერს, რაზეც მე ვისაუბრე. სამაგიეროდ ჰოლივუდს ჰყავს ეპიდემიოლოგების გუნდი, მუდამ მზადყოფნაში ბლოკბასტერებისთვის (ხუმრობა).


image


ებოლას შედეგად 10, 194 ადამიანი გარდაიცვალა 428 დღის განმავლობაში. სამი მიზეზი არსებობს, თუ რატომ არ გავრცელდა ეპიდემია უფრო მეტად. პირველი - ძალიან დიდი და გმირული შრომა ჩაიდო მედიცინის მუშაკების მხრიდან; მეორე - ვირუსის ხასიათი, ებოლა არ ვრცელდებოდა ჰაერით; მესამე - ის არ გავრცელდა ურბანულ ადგილებში და ეს იყო წმინდა წყლის გამართლება, რადგან ის რომ გავრცელებულიყო ურბანულ ადგილებში, შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა. შემდეგში შეიძლება ასე არ გაგვიმართლოს, როგორც ეს იყო მაგალითად 1918 წლის პანდემიის დროს.

1918 წლის პანდემიამ, ე.წ. „ისპანკამ“, ანუ ესპანურმა გრიპმა მსოფლიოს მოსახლეობის 1/3 დააავადა და დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი შეიწირა (ავტ.)

image

დღეს ჩვენ განვითარებული ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, რაც ჩვენი პრივილეგიაა. ჩვენ გვაქვს სმარტფონები და გვაქვს მეტი კონტაქტისა თუ მონიტორინგის საშუალებები, ჩვენ გვაქვს წინსწასული მეცნიერება, ლაბორატორიები, რომლებსაც შეუძლიათ ვაქცინების შემუშავება, გვყავს მომზადებული ჯარი, ნატოს ჰყავს მობილური ბრიგადები, რომლებიც შესანიშნავად ერკვევიან რადიო-სიხშირეებში და შეიძლება მათი გამოყენება. ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება, რომ უკეთ მოვემზადოთ ეპიდემიებთან და პანდემიებთან საბრძოლველად. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემები ღარიბ ქვეყნებში, სადაც დედებს შეეძლებათ უსაფრთხო მშობიარობა, ბავშვებს ჩაუტარდებათ აცრები და სადაც ჩვენ შეგვეძლება ეპიდემიების აფეთქების დაფიქსირება ადრეულ ეტაპზე. ჩვენ უნდა გვყავდეს კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი, როგორც ექსპერტიზის კუთხით, ასევე ლოჯისტიკურად, რომლებიც, სამხედრო ძალებთან ერთობლიობაში, მუდამ მზადყოფნაში იქნებიან ასეთი აფეთქებებისას სწრაფი რეაგირებისთვის.


ჩვენ უკეთ უნდა მოვემზადოთ დიაგნოსტირების, ვაქცინების და ზოგადად სამეცნიერო კვლევისთვის. არ ვიცი ზუსტად რა დაჯდება ასეთი ინვესტიცია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბიუჯეტი საკმაოდ მოკრძალებული უნდა იყოს, პოტენციურ საფრთხეებს თუ შევადარებთ. მსოფლიო ბანკის გათვლებით ეპიდემიების შედეგად მსოფლიო კაპიტალი შეიძლება შემცირდეს 3 ტრილიონი დოლარით და ამავე დროს ჩვენ შეიძლება მივიღოთ მილიონობით დაღუპული ადამიანი მსოფლიოში.

ასეთი ინვესტიციები გააძლიერებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემას და ეს, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტური პრიორიტეტია დღეს. ჩვენ სარდაფში ჩასვლა აღარ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ქმედება, რადგან დრო არ ითმენს. თუკი შეიძლება რაიმე პოზიტიური ვიპოვოთ ებოლას ეპიდემიაში, ეს არის ის, რომ ახლა ჩვენ შეგვიძლია უფრო მომზადებულები შევხვდეთ შემდეგ აფეთქებას. მთავარია დროულად დავიწყოთ მზადება.

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0