x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რა შედეგები მოუტანა კორონა ვირუსმა სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებსა და ბავშვთა ბაღებს

image
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცისთვის, სასწავლო პროცესები შეწყდა, პრემიერ მინისტრის გაცხადებით ნაკლებად სავარაუდოა პროცესის განახლება 26 აპრილამდ. მიუხედავად ამისა, განათლების სამინისტრომ, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყო.
ტექნოლლოგიების ექსპერტები და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო (EMIS) წარმომადგენლები პედაგოგებს დაეხმარებიან სწავლების პროცესისათვის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში .მასწავლებლებსს შეეძლებათ ონლაინ გაკვეთილების ჩატარება სადაც შეძლებენ გამოაგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კორკრეტულ საკითხებზე . 600 000 ზე მეტ მოსწავლეს და 55 000 მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე აქვთ სადაც შეუძლიათ ისარგებლონ ონლაინ ინსტრუმენტებით, პროექტში მონაწილე სკოლები წარმატებულად გამოიყენებენ შეთავაზებული დისტანციული სწავლა-სწავლების ინსტრუმენტებს და დაეუფლებიან ამ ციფრული საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენების უნარებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უნივერსიტეტებს მოუწოდა, თუ აქვთ ტექნიკური საშუალება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, რასაც სასწავლებლების ნაწილი დათანხმდა.
ხოლო რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ფუნქციონირება ყველა საჯარო საბავშვო ბაღმა შეწყვიტა, თბილისის მერმა კი, ბავშვებს ოჯახებში თავიანთი წილი საკვები პროდუქტები გაუგზავნა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:საერთაშორისო მედია სკოლა
საერთაშორისო მედია სკოლა
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0