x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 უჩვეულო ნივთი, რომლის ყიდვაც მხოლოდ ჩინეთში შეგიძლიათ

image

1. ცოცხალი კიბორჩხალა აპარატიდან.

image

2010 წლიდან ჩინეთში ნებისმერ მეტრო სადგურთან დგას აპარატები, რომლის საშუალებითაც ცოცხალი კიბორჩხალას ყიდვაა შესაძლებელი. კიბორჩხალა 5 გრადუს ცელსიუსში ცოცხლობს და აპარატში შეიძლება ითქვას, რომ სძინავთ. ამდაგვარი იდეა კიბორჩხალების მომწოდებელ ერთ-ერთ კომპანიას გაუჩნდა, სპეციალურად იმ ხალხისთვის, ვისაც ლაშქრობები უყვარს, რაც მთავარია, 1 ცალი კრაბი სულ რაღაც 2 დოლარი ღირს.

2. “პანდას ჩაი"

image

რატომ პანდას ჩაი? იმიტომ რომ ის სწორედ პანდას ექსკრემენტებისაგან მზადდება. ეს ჩაი ყველაზე ძვირადღირებულია მსოფლიოში და 1 კილო 77 000 დოლარი ღირს. თვლიან, რომ პანდა შეჭმული ბამბუკის მხოლოდ 30 % ს ამუშავებს, დანარჩენი კი ფეკალიებთან ერთად გამოდის. ბამბუკს კი ბევრი სასარგებლო ანტიოქსიდანტები აქვს, რომლითაც სიმსივნეს მკურნალობენ. გარდა ამისა ჩაის წონაში კლებისთვისაც იყენებენ.

3. საკვები, რომელსაც ამუშავებენ, ამზადებენ და მოგართმევენ რობოტები

image

2011 წელს ჩინელმა მეცნიერმა ააწყო რობოტი-მზარეული, რომელსაც სულ რაღაც 3 წუთში შეუძლია ჭურჭლის დარეცხვა, ოჯახური ლაფშის მომზადება და მიწოდება. გარდა ამისა, ჩინეთში არსებობს რესტორნები, სადაც მომუშავე პერსონალს რობოტები შეადგენენ.

4. დაკონსერვებული ჰაერი

image

თუკი ჩინეთში სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მოგინდათ, ის მხოლოდ 5 იუანი ღირს. ერთი მხრივ, ეს მხოლოდ სარეკლამო ხრიკია, მეორე მხრივ კი ნათლად აჩვენებენ ჰაერის დაბინძურების მწვავე პრობლემას ჩინეთში, რადგანაც ჰაერი იქ ისეთი ბინძურია, რომ არსებული შეგროვებული სმოგი კოსმოსიდანაც კი ჩანს.

5. დუბლიორი, რომელიც საცობში შეგცვლით

image

დიდი მეგაპოლისის მთავარი პრობლემა ხალხისთვის სწორედ რომ დიდი საცობებია, რომელიც შეიძლება საათობით გაგრძელდეს. მსგავსი სამსახური შემოიღეს ახლა უკვე განთქმულ უჰანში. მაგალითად, თუ საცობში ხართ და სამსახურში გეჩქარებათ, შეგიძლიათ ამ სამსახურში დარეკოთ, მოგაკითხავთ 2 ადამიანი მოტოციკლით, ერთი მათგანი თქვენს მაგივრად დაჯდება საჭესთან, მეორე კი მოტოციკლოთ წაგიყვანთ სამსახურში.

6. ექსკურსია “ჯუჯა" ადამიანებთან

image

ჯუჯა ადამიანების სამეფო, ეს ერთგვარი თემატური პარკია, სადაც ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ. პარკი 5261 ჰექტარზეა გაშენებული, მათი მცხოვრებლები კი ამაყად ატარებენ ექსკურსიებს თავიანთ სამეფოში.

7. “შემწვარი წიწილა ობამასგან"

image “ქეი ეფ სი"ს ანალოგი პეკინში 2011 წელს გაიხსნა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

8. ცოცხალი ქვეწარმავლებიანი საკიდები

image

პატარა კუები ან ხვლიკები ასეთ მომცრო პაკეტებში არიან მოთავსებული, რომლებიც სავსეა მკვებავი სითხით. ცხოველთა დამცველები დიდი ხამია ასეთ საქონელს აპროტესტებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი კარგად იყიდება. მოთავსებული არსებები მათში 3-4 თვე ძლებენ, შემდეგ კი იღუპებიან. ხალხი მათ ან წარმატების გამო ყიდულობს, ან სიბრალულის გამო, რის შემდეგაც მათ ათავისუფლებენ.

9. “თეთრი ადამიანები"

image

ჩინეთში რა თქმა უნდა არ შეიძლება ადამიანების ყიდვა, თუმცა შეიძლება მათი დაქირავება. ამიტომ ჩინელი ბიზნესმენები ხშირად ქირაობენ თეთრკანიან ადამიანებს, რათა შეხვედრებზე მათ გვერდით იდგნენ, რადგანაც უცხოელი “პარტნიორი" ერთგვარ პრესტიჟს მატებს მათ.

10. ქალწულების ტუჩებით შეგროვებული ჩაი

image

რა თქმა უნდა ეს ყველაზე უჩვეულოდ შეიძლება ჩაითვალოს. ჩაის პლანტაციის კომპანია სამსახურში იღებს მხოლოდ ქალწულებს, ისიც 3 ნომერი მკერდის ზომით. რაც მთავარია, ჩაის კრეფისას ისინი ხელებს არ იყენებენ, ფოთლებს პირით კრეფენ და კალათებში ყრიან.

0
324
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0