x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რა აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს ყველაზე მეტად
ჰოროსკოპის ზოგს სჯერა, ზოგს - არა. თუმცა, როცა საქმე პიროვნებების დახასიათებას ეხება, ძნელია ჰოროსკოპს არ დაუჯერო.

რას ვერ იტანენ ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნები?

1.ვერძი

ვერძებს მოსაწყენი, მონოტონური საქმე აღიზიანებთ. ამ ნიშნის წარმომადგენლები ვერ იტანენ, როცა მათ წვრილმანების გამო აკრიტიკებენ, თანაც სხვების თანდასწრებით. არ სიამოვნებთ, როცა სხვებს აქებენ მათ ნაცვლად.


ვერ იტანენ პასიურობას, სიზარმაცეს, უწესრიგობას.

image2.კურო

კუროები სერიოზულად და სკრუპულოზურად ეკიდებიან საკუთარ სამუშაოს, ამიტომ ნებისმიერი მოულოდნელობა აღიზიანებთ. არ უყვართ სისწრაფე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ეხება.

არასტაბილურობა, უპასუხისმგებლობა, უწესრიგობა და უზრდელობა-ამ ყველაფერს კურო მოთმინებიდან გამოჰყავს.

image

3.ტყუპები

ტყუპები მონოტონურ, მოსაწყენ საქმეს და თავზე დადგომას ვერ იტანენ. ეს მათ ძალიან აღიზიანებს. არ უყვართ პასიური და უინიციატივო ადამიანები. ფლეგმატური პიროვნებები მათ ძალიან აღიზიანებენ.

image

4.კიბო

ქედმაღალი და ფარისეველი ადამიანები - კიბოს ამ ორი რამის ატანა არ შეუძლია. თუ არ გინდათ მისი მრისხანება იწვნიოთ, ნუ ააჩქარებთ და ნუ მიუთითებთ მათ ნაკლზე.image

5.ლომი

ლომები თავდაჯერებულები არიან, ამიტომ მორიდებული ადამიანები აღიზიანებთ. ვერ იტანენ, როცა მათ სურვილებსა და მოთხოვნილებებში ზღუდავენ. მოუწესრიგებლობა?-ღმერთმა დაიფაროს, რომ ვინმემ ასეთი ნახოს!

image

6.ქალწული

არააკურატულობა, არაორგანიზებულობა, უწესრიგობა და ქაოსი - ეს ყველაფერი ქალწულს ძალიან აღიზიანებს. არ ღირს ასევე მათი დაუფიქრებლად გაკრიტიკება, შეიძლება დაუძინებელი მტერი შეიძინოთ. ვერ იტანენ დაუდევრობას და გულგრილობას.

image

7.სასწორი

შორს კონფლიქტი, სკანდალი და ყვირილი, თუ არ გინდათ, რომ სასწორის მრისხანება ნახოთ. სასწორი სიმშვიდეს და ჰარმონიას აფასებს. გარდა ამისა, არ უყვართ მარტოობაში მუშაობა და ვერც რუტინას და ერთფეროვნებას ეგუებიან.

image

8.მორიელი

მეორეხარისხოვანი როლები მორიელისთვის არაა. არ უყვართ, როცა სხვა ადამიანებზე არიან დამოკიდებულნი. პასიურ და სუსტი ხასიათის ადამიანებს ვერ იტანენ. ნუ ეცდებით საკუთარი აზრი თავზე მოახვიოთ ან გააკონტროლოთ.image

9.მშვილდოსანი

მშვილდოსნები პესიმიზმს და ცინიზმს ვერ იტანენ. არ უყვართ, როცა ახლობლები რამეს მათ გარეშე აკეთებენ და მათ გაკონტროლებას ცდილობენ.image

10.თხის რქა

თხის რქებს ლაყბობა და ფილოსოფია უშლით ნერვებს. ამასთან, ისინი ნამდვილი ესთეტები არიან. უგემოვნობა ისე აღაშფოთებთ, რომ მათი გაჩუმება ამ დროს შეუძლებელია.

image

11.მერწყული

სახლში ჯდომა და ერთფეროვნება მათთვის არაა. მერწყულებს თავისუფლება უყვართ, ამიტომ ვერ იტანენ, როცა სხვები უთითებენ თუ როგორ მოიქცეს. სკანდალი და ინტრიგა კი მას მოთმინებას აკარგვინებს.

image12.თევზები

თევზები-შემოქმედებითი ნატურაა.მათ მუდმივი განვითარება და ზრდა სურთ. ჩაკეტილი პრიოვნებები არიან და არ უყვართ, როცა ვინმე სულში უძვრებათ. ისინი ყველაფერს ითმენენ, მაგრამ ბოლოს თავის მრისხანებას ყველაზე შეუფერებელ მომენტში ამოაფრქვევენ ხოლმე.

image


0
699
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
699
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0