x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ამერიკელმა 9 000 დოლარი "ჩაი" დაუტოვა რესტორნის თანამშრომლებს კორონავირუსის გამო

image

აშშ-ში, ქალაქ ჰიუსტონში(ტეხასის შტატი) მდებარე ერთ-ერთ რესტორანში(IRMA S) სტუმარმა 9, 4 ათასი დოლარი "ჩაის" სახით დატოვა, თან დასძინა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო თუ რესტორანი დაიკეტება და მისი თანამშრომლები უმუშევრები დარჩებიან, ეს ფული მათ მოხმარდეს, იტყობინება გამოცემა UPI.




დაწესებულების სტუმარმა, რომლის სახელი უცნობია, ქვითარზე ასე მიაწერა: "აი თქვენ "ჩაი", რომ უახლოეს კვირებში გადაუხადოთ პერსონალს."

image


მან ეს გააკეთა მას შემდეგ, როდესაც რამდენიმე საათის შემდეგ, ჰარისის ოლქის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების გამო ბარის და ღამის კლუბების დაკეტვის ბრძანება გასცა



რესტორანში აცხადებენ, რომ ისინი ჯერჯერობით აგრძელებენ მუშაობას, საჭმლის გარეთ ხელზე გაცემის პრინციპით, თუმცა ზოგიერთი თანამშრომელის სახლში გაშვება მაინც მოუწიათ, თუ მოთხოვნა არ იქნება საკმარისი, საბოლოოდ დაკეტავენ კიდეც.


დაწესებულების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თანამშრომლებს თანაბრად გაუნაწილებენ "ჩაის", რა დროსაც თითოეულს შეხვდება 300 დოლარი. რესტორანმა "ფეისბუქზე"მადლობა გადაუხადა ქველმოქმედ კლიენტს.

image

0
158
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0