x
image
დავითი ჩუთლაშვილი
წარმატების ქრონიკა: როგორ დაამარცხა პატარა იტალიურმა ქალაქმა კორონავირუსი
image


ვენეციიდან არც ისე შორს მდებარე კომუნა ვო ეუგანეოში, რომელიც იტალიის ჩრდილოეთში მეღვინეობით არის განთქმული, კორონავირუსს მთელი ქვეყნისგან არსებითად განსხვავებული მეთოდით შეებრძოლნენ: აღმოჩნდნენ რა ეპიდემიის გავრცელების ეპიცენტრში, კომუნის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყო მოსახლეობის აქტიური ტესტირება. თემის უკლებლივ ყველა 3, 4 ათასი მცხოვრები, მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა სიმპტომები, შეამოწმეს კორონავირუსზე. ის, ვისაც Covid-19 დაუდგინდა, გაგზავნეს მკაცრ კარანტინში. კარანტინში მოათავსეს ასევე ისინი, ვისაც დაავადებულებთან ჰქონდა კონტაქტი.


10 დღის შემდეგ ყველას განმეორებით ჩაუტარეს ტესტი და გაირკვა, რომ აქტიური ღონისძიების შედეგად დაავადებულთა რაოდენობამ 90 %-ით იკლო.


ვოში, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 22 თებერვალს დაფიქსირდა, ჯანდაცვის ადგილობრივმა ორგანოებმა სრულად მოახერხეს კორონავირუსის გავრცელების შეჩერება.



ანალოგიური რეკომენდაცია აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. უწყების განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური სტრატეგია დაავადებაზე მოსახლეობის საყოველთაო და მასობრივი შემოწმებაა. WHO-ში წარმატებული შემოწმების მაგალითად ტაივანს და სამხრეთ კორეას ასახელებენ. ვო კი ამ მხრივ კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია.


საინტერესოა, რომ ვოში კორონავირუსი მოსახლეობის 3 %-ს აღმოაჩნდა. განსაცვიფრებელია, მაგრამ სიმპტომების მქონე თითოეულ პაციენტზე ვირუსის 10 ისეთი მატარებელი მოდიოდა, რომელსაც სიმპტომები არ ჰქონდა. მათი გამოვლენა მხოლოდ საყოველთაო შემოწმებით მოხერხდა.


image


აღნიშნული პრაქტიკის დანერგვას უკვე ვენეტოს მთელ რეგიონში აპირებენ, სადაც დღეში 11 ათას ადამიანს შეამოწმებენ.


ოთხშაბათს იტალიაში კორონავირუსით 3000 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანად ქვეყანაში კი დაავადების 36 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 4000 პაციენტი გამოჯანმრთელდა. იტალია მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა. აქ საყოველთაო კარანტინი 9 მარტიდან მოქმედებს, თუმცა დაავადებულთა რიცხვი მაინც სულ უფრო იზრდება.

0
180
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0