x
image
გემი დალანდი
18 იშვიათი ბუნებრივი მოვლენა, რომელთა შესახებ ბევრს არ სმენია
image

იმისთვის, რომ დედამიწას გარშემო შემოუფრინოთ-50 საათია საჭირო, მაგრამ დედამიწის ყველა ღირსშესანიშნაობა რომ ნახოთ-მთელი ცხოვრება არ გეყოფათ. სწორედ ამიტომ მადლობა იმ ფოტოგრაფებს, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად გვამოგზაურებენ ასეთ უცნობ და ლამაზ ადგილებში.

ამჯერად ისეთ ბუნებრივ მოვლენებს წარმოგიდგენთ, რომელთა შესახებ შესაძლოა არც კი გსმენიათ:

1.პეპელა მონარქი ყოველ წელს ასრულებს გადაფრენას სამხრეთით. მათი გუნდი იმდენად დიდია, რომ შესაძლოა ერთ ხეზე 100 000-მდე პეპელა დაითვალოთ.


image

2.ეს ტბა კანადაშია. ზაფხულობით წყალი ქრება და მარილის წრეები უცხოპლანეტელების მიერ დატოვებულ კვალს მოგაგონებთ.

imageimage

3.ეს სანახაობა კი ავსტრალიაშია და “სანაპიროს კაპუჩინოს" უწოდებენ. ქაფის შემადგენლობაში ზღვის წყალი, წყალმცენარეები და ფსკერის ნალექი შედის.

imageimage

4.ტროპიკული ტყე, რომელიც ჩამქრალი ვულკანის კრატერში გაიზარდა

image

5.ორმხრივამოზნექილი ღრუბლები შტორმის მომასწავებელია

image

6.მარილის დამშრალი ტბა ბოლივიაში წვიმების სეზონზე უზარმაზარ სარკედ გადაიქცევა ხოლმე.

imageაქ კალიუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს და ლითიუმს მოიპოვებენ. ან სულაც ლამაზ ფოტოებს იღებენ.

image

7.გაზაფხულის დადგომისთანავე იაპონიაში მოცეკვავე ციცინათელების სეზონი იწყება.

image

8.ჰავაის მწვანე პლაჟი. ქვიშას მწვანე შეფერილობას ნახევრადძვირფასი ქრიზილოტი ანიჭებს.image

9.წყალქვეშა ლოლო იგივე ბრაინიკლი მაშინ წარმოიქმნება, როცა ნაკლებმარილიანი წყალი ოკეანის წყალს ერევა. ფსკერზე დაშვებული ბრაინიკლი გზად ყველა სულიერს ყინავს.

image

10.ფოტოგრაფი იოსემიტის პარკს 5 წლის განმავლობაში სტუმრობდა, რომ ეს მომენტი აღებეჭდა.

imageფოტოზე ხანძარი არ გეგონოთ.ეს ყვავილის მტვერია, რომელიც ჩამავალი მზის სხივებზე ელვარებს.


11.ყინულის შტორმის შემდეგ ერას ტბასთან სახლები 30 სმ-იანი ყინულის ფენით დაიფარა.image

12.ყინულის მღვიმეებში დამდნარმა წყალმა უცნაური გასასვლელები წარმოქმნა.

imageimage

13.მთვარის რკალი მაშინ წარმოიქმნება, როცა ყინულის კრისტალების შემცველი ღრუბლები ცის უდიდეს ნაწილს ფარავენ.

image

14.წესიერი ექვსკუთხედის ფორმის ბაზალტის სვეტები მაშინ წარმოიქმნება, როცა ლავა ცივდება და ასეთ სვეტებად ეშვება.

image

15.მდინარე კანიო-კრისტალესი ზაფხულში 5 ფრად იღებება:ყვითლად, მწვანედ, ცისფრად, შავად და წითლად. ამ შეფერილობას წყალს წყალმცენარეები აძლევენ.

imageimage

16.მარსის პეიზაჟი არ გეგონოთ. ისლანდიის ჩამქრალი ვულკანებია.

image

17.ტბა კაინდას წყალქვეშა ტყე. ეს ტა მიწისძვრის შედეგად გაჩნდა და ახლა უზარმაზარი ხეები მის ფსკერზეა მოქცეული.

image

18.ყინულის რგოლები-იშვიათი ბუნებრივი მოვლენა, რომელიც ნელი დინების მქონე მდინარეებში გვხვდება.

image



0
538
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
538
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0