x
მეტი
  • 02.04.2020
  • სტატია:100900
  • ვიდეო:345610
  • სურათი:463569
ინდოეთში ჩამოახრჩვეს 4 მამაკაცი,რომლებმაც 2012 წელს სტუდენტი გააუპატიურეს და მოკლეს
image

20 მარტს, ინდოეთის დედაქალაქში, ტიხარის საპყრობილეში ჩამოახრჩვეს 4 მამაკაცი, რომლებიც 2012 წელს ავტობუსში ინდოელი სტუდენტი, 23 წლის ჯოტი სინგხი ჯერ ჯგუფურად გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს.

image

ეს იყო ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული დანაშაული, რომელიც "რინბჰაიას საქმით" არის ცნობილი.ამ საზარელმა დანაშაულმა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, რა დროსაც კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ამ ქვეყანაში სექსუალური ძალადობის შემაშფოთებელ მაჩვენებლებზე და ქალთა მძიმე ხვედრზე, ინდოეთში ყოველდღიურად საშუალოდ 95 გაუპატიურებაზე შედის განცხადება.



სიკვდილით დასჯის წინ ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი აქტივისტი შეიკრიბა.


დილით ადრე გამოვიდა ციხის უფროსი სანდილ გოენი და განაცხადა:

"ყველა, ოთხივე მსჯავრდებული ჩამოვახრჩეთ 5:30-წუთზე"



ციხის წინ შეკრებილებმა ზეიმით აღნიშნეს მსჯავრდებულების ჩამოხრჩობა.


"კვაყოფილები ვართ იმით, რომ როგორც იქნა 7 წლის შემდეგ ჩემი ქალიშვილის მიმართ სამართალმა იზეიმა"-აღნიშნა ჯოტის დედამ, აშა დევიმ.

image

"მხეცები ჩამოახრჩეს"


"დღეს ყველა ინდოელი ქალისთის სამართლიანობამ იზეიმა"-განუცხადა AFP-ს მინა შარმამ დელიდან, რომელსაც თან ხელში ინდოეთის დროშა ეჭირა.



" აქ მოვედი დაახლოებით დილის 3 საათზე.ველოდებოდი, რადგან დღეს დიდი დღეა ჩვენთვის" .

image

2012 წლის 16 დეკემბერს სამედიცინო კოლეჯის სტუდენტი, 23 წლის ჯოტი სინგხი მეგობართან ერთად კინოთეატრიდან გამოვიდა და ჩაჯდა ავტობუსში, ფიქრობდნენ, რომ სახლში მიიყვანდა, თუმცა ავტობუსში მჯდომ 6 მამაკაცს სულ სხვა აზრები აწუხებდათ, ჯერ ის და მისი მეგობარი გონების დაკარგვამდე სცემეს, შემდეგ სინგხი ავტობუსის უკანა სავარძელზე რიგ-რიგობით გააუპატიურეს, ბოლოს კი ორივე ავტობუსიდან მოისროლეს, სინგხი საავადმყოფოში 13 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ფიგურანტი, 2013 წელს დაააკავეს და ჩამოახრჩვეს, მეორეს 17 წლის არასრულწოვანს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა.საქმის დანარჩენი 4 ფიგურანტი კი 7 წლის შემდეგ ჩამოახრჩვეს.

დაპატიმრების შემდეგ ერთ-ერთმა დამნაშავემ ასეთი ფრაზა წამოისროლა:"პატიოსანი გოგო საღამოს 9 საათზე ქუჩაში არ უნდა დადიოდეს"

0
221
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0