x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ მიატოვეს ადამიანებმა მთვარე და რატომ ღირს მასზე დაბრუნება

«აპოლონ 11»-ის ასტრონავტები მთვარეზე 1969 წლის ივლისში დასხდნენ და მას შემდეგ, იქ გამგზავრების მცდელობაც კი აღარ ყოფილა. «მთვარის მისიაზე», იმ მომენტისთვის, 110 მილიარდი დოლარი უკვე დახარჯული იყო და ამერიკელებს ყველაფერი ჰქონდათ საიმისოდ, რომ თანამგზავრზე ფრენები გაგრძელებულიყო და უფრო მეტიც, – მისიის ფარგლებში, მთვარეზე ბაზების შექმნაც კი იგეგმებოდა...


image


მაგრამ, უცბად, ყველაფერი შეაჩერეს. უფრო სწორედ, დაფინანსება შეწყდა და პროექტი დაიხურა. როგორც დღეს NASA – ს წარმომადგენლები აცხადებენ, იმ დროს, ასტრონავტებს განსაკუთრებული მომზადება გავლილი არ ჰქონიათ და მათ მხოლოდ ის ევალებოდათ, რომ მთვარეზე დამსხდარიყვნენ და უკან დაბრუნებულიყვნენ – რაც გააკეთეს კიდეც. ხოლო, მთვარის შემდგომი ათვისებისთვის, არც მოტივაცია არსებობდა და არც ფინანსური შესაძლებლობა.

ეს «მთვარის მისიის» შეჩერების ოფიციალური ვერსიაა, თუმცა არსებობს არაოფიციალურიც. მაგ., ის, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში, ორი ზესახელმწიფო ერთმანეთს კოსმოსის ათვისებაში ეჯიბრებოდა: ჯერ სსრ კავშირმა გაუშვა კოსმოსში პირველი ადამიანი, ხოლო როდესაც ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე დასხდნენ, – ანგარიში გათანაბრდა. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი პოპულარული ვერსია, რომლის თანახმად, ამერიკელმა ასტრონავტებმა მთვარეზე რამე ან ვინმე ნახეს და ამის გამო, იქ გამოჩენის სურვილი, თუ საშუალება აღარ ჰქონდათ.
ამჟამად, როგორც NASA, ისე როსკოსმოსი, მთვარის ზედაპირზე ბაზების შექმნას გეგმავს. მაგრამ, ეს საქმე ძალიან ნელი ტემპებით მიდის. თან დიდ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება და უამრავი კვლევაა ჩასატარებელი.

ახლა კი, იმის შესახებ, ღირს, თუ არა, მთვარეზე დაბრუნება და მისი ათვისება? პასუხი ამ კითხვაზე, ერთმნიშვნელოვნად, – დადებითია. მაგ., კომპიუტერების, პროცესორების და სხვა ელექტრო მოწყობილობების საწარმოებლად, გამოიყენება ლითონები, რომლებიც დედამიწაზე იშვიათი წიაღისეულის კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო მთვარეზე, ეს ლითონები დეფიციტს არ წარმოადგენს.

ასე, რომ, თუ დავფიქრდებით, მთვარიდან ლითონის ჩამოტანა, ბევრად უფრო მომგებიანი უნდა იყოს, ვიდრე თავის დროზე, სანელებლების გამო, მოწყობილი საზღვაო ექსპედიციები.

imageimageარხის სხვა სიახლეები:
image

imageimage1. მტერს «სახეზე» უნდა ვცნობდეთ – ჯანმრთელობისთვის სახიფათო სახლის მცენარეები და თავდაცვის წესები

2. აღმოჩენილია დინოზავრის დნმ-ი – უნდა ველოდოთ «იურული პერიოდის პარკის» შექმნას?

3. უკვე ცნობილია, რატომ არის მამაკაცის სიცოცხლე ქალის სიცოცხლეზე ხანმოკლე

4. 10 რამ რაც მამაკაცების უმრავლესობას ქალის გარეგნობაში მოსწონს

5. «ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ»: 35 წარმოუდგენლად ლამაზი კადრი ადამიანების და ცხოველების ცხოვრებიდან

6. რეალურად არსებული გარემოს 15 უცნაური და საში ფოტო

0
1609
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1609
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0