x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
როგორ უნდა ვებრძოლოთ კორონავირუსს ანუ როგორი ირმები მიჰყავთ მგლებს
მგელი

ჩემი ღრმა რწმენით, ეკონომიკური აქტივობების გაყინვა და ქვეყნის “გამორთვა” გაურკვეველი ვადით – ანუ ის, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, არის წარმოუდგენელი სიგიჟე და ყველაზე დამღუპველი რაღაც. დაუშვებელია, რომ ის რეჟიმი, რა რეჟიმითაც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ – გადაადგილების შეზღუდვა, საზოგადოებრივი თავშეყრის აკრძალვა და მსგავსი ზომები განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდეს.


ჩემი აზრით, იმისათვის, რათა ეკონომიკა ბოლომდე არ დაიქცეს და 90-იანების დასაწყისის კოლაფსამდე ხელახლა არ მივიდეთ, აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება:


მოსახლეობამ ზუსტად უნდა იცოდეს, თუ როდის დამთავრდება საგანგებო რეჟიმი. საამისოდ გონივრული ვადა მაქსიმუმ 14 დღეა – სწორედ ამდენი დრო სჭირდება ვირუსის ინკუბაციას და გამოვლენას. თუ ამ დროის გასვლის შემდეგაც გაგრძელდა საგანგებო რეჟიმი, ეს დაანგრევს ჩვენს ისედაც მყიფე ეკონომიკას. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერ მივიღებთ ზედმეტად მკაცრ ზომებს და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება უპრეცედენტო ზომების გატარების შემდეგაც უძლურები აღმოვჩნდეთ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.



სამყაროში უამრავი საფრთხეა. მხოლოდ კოსმოსური გამა-გამოსხივების ზემოქმედების შედეგად, რომელიც გალაქტიკის შორეული სიღრმეებიდან აღწევს ჩვენს პლანეტაზე, წელიწადში 600 ათას ადამიანს ემართება კიბო და აქედან 33 % ანუ დაახლ. 200 ათასი ადამიანი – იღუპება. უამრავი ადამიანი იღუპება მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. ბაქტერიები, ვირუსები და სოკოებიც მილიონობით ადამიანს კლავს. უფრო მეტსაც გეტყვით: ყოველწლიურად დედამიწაზე იღუპება 2, 4 მილიონამდე ძალიან ახალგაზრდა, 40 წლის ასაკს მიუღწეველი ადამიანი ისე, რომ სიკვდილის მიზეზი გვამის გაკვეთის და საგულდაგულო შესწავლის შედეგადაც კი ვერ დგინდება. 4 მილიონამდე ადამიანი წელიწადში გლობალური დაბინძურებისგან გამოწვეული ალერგიული რეაქციებით იღუპება. ასე რომ, კორონავირუსი არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები კვდებიან. ახალი, უცნობი ვირუსები პერიოდულად ვრცელდება და ბოლოს უღებს ადამიანებს. ჩვენ არ ვცხოვრობთ სამოთხეში. კოსმოსში მობოდიალე მიწის რაღაც ნაგლეჯზე ვსახლობთ და დღეში მილიარდი საფრთხის მოგერიება უწევს ჩვენს ორგანიზმს.


საუბრისას ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა, კბილების გამოხეხა და მსგავსი ზომები საჭიროა კორონავირუსთან საბრძოლველადაც და ჰელოკობაქტერიასთან საბრძოლველადაც. საქართველოში წელიწადში ქალების 0, 8 % იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რასაც პაპილომა ვირუსის ინფექცია იწვევს. უზარმაზარი ციფრია, მაგრამ რატომღაც ამაზე არავინ არ საუბრობს. და არც იმაზე არ საუბრობს არავინ, რომ ყოველ მერვე ქალს ქვეყანაში სკრინინგზე სიარულის კულტურის არარსებობის გამო მკერდის კიბო ისეთ სტადიებში უდგინდება, როცა შველა უკვე დაგვიანებულია.


ჩვენ მოკვდავები ვართ. ამის გამო არ ღირს სექსისგან, ღვინის სმისგან, შოპინგებზე სიარულისგან, მოგზაურობისგან და სხვა ამქვეყნიური სიამოვნებებისგან თავის შეკავება.


ჩვენი ცხოვრების ყოველი წამი სიცოცხლისთვის ბრძოლაა. სწორედ ამიტომ, 2 აპრილს ხელახლა უნდა ამუშავდეს ქვეყანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკურად გავჩანაგდებით და რა მნიშვნელობა აქვს, შიმშილი მოგვკლავს თუ კორონავირუსი?


კორონავირუსი


ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი გახარია გამოვიდეს და თქვას, რომ 2 აპრილს საგანგებო ზომები შეწყდება. ამაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის კი ლარის კურსი, რომელიც ჩვენთვის არასასურველ ნიშნულებს იმის გამო აღწევს, რომ მთავრობა არაეფექტურად მუშაობს და ზუსტი თარიღების დასახელების ნაცვლად სადღეგრძელოების რიტორიკით საუბრობს.


ბუნდოვანება და აბსტრაქტული საუბრები ასეთ დროს ყველაზე დამღუპველია. რადგან ეკონომიკა ზუსტი მეცნიერებაა. ის ვერ იტანს გაურკვევლობებს.


ვიღაცები 2 აპრილის შემდეგაც გააგრძელებენ ხელების დაბანას. ვიღაცები კი არ დაიბანენ ხელებს და დაიღუპებიან. სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ. ბუნებრივი გადარჩევა ასე მუშაობს. მგელს იშვიათად მიჰყავს ჭკვიანი ირემი. მგლის საკბილო ყველაზე სულელი ირემია თითქმის ყოველთვის, ხოლო ასეთ ფაქტებზე მეტისმეტი დარდი არ ღირს.

0
304
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0