x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 უცნაური ფაქტი მზის სისტემის შესახებ, რომელსაც სკოლაში არ ასწავლიან

მზის სისტემა, თითქოს, კარგად არის შესწავლილი: მაგ, . ცნობილია რომ, მას შემდეგ, რაც პლუტონი «ჩამოაქვეითეს», ვარსკვლავის ირგვლივ, 8 პლანეტა მოძრაობს, ასტეროიდთა სარტყლის არსებობა და სხვა წვრილმანები... შედგენილია სისტემის და მასში შემავალი, ცალკეული პლანეტის დეტალური რუკები.
თუმცა, აღმოჩენების გაკეთება ყოველთვის შესაძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე კოსმოსს ეხება. აქ სწორედ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს წარმოგიდგენთ, მზის სისტემის შესახებ და ზოგიერთი მათგანი, შეიძლება, ბევრისთვის აღმოჩენაც იყოს.


image


1. ახლოს — არ ნიშნავს უფრო ცხელს


მზესთან ყველაზე ახლოს მერკური მდებარეობს. დღე იქ მართლაც რომ ძალიან «ცხელა» — ტემპერატურა +427 °C–მდე ადის. სამაგიეროდ, ღამე — -173 °C–მდე ეცემა. მაგრამ, ყველაზე მეტად ვენერაზე ცხელა, რომელიც მზიდან, დაშორების მიხედვით, — მეორეა. სათბური ეფექტის გამო, ამ პლანეტაზე, მუდმივი ტემპერატურა, საშუალოდ, +462 °C ტოლია.


2. მზის სისტემის საზღვარი


აქამდე ითვლებოდა, რომ მზის სისტემის საზღვარი პლუტონის ორბიტაზე გადიოდა. თუმცა, კოიპერის სარტყელი, ტრანსნეპტუნური ობიექტებით, 55 ასტრონომიული ერთეულით (მანძილი დედამიწიდან მზემდე) «გაიქცა». ხოლო, ოორტის ღრუბელის გავრცელების არეალი 1000-ჯერ გაიზარდა.


3. დეფიციტი გალაქტიკაში


ჩვენთვის ჩვეული ისეთი ელემენტები, — როგორიც რკინა, მაგნიუმი, სილიციუმი, გოგირდი, ნატრიუმი, კალციუმი, ნიკელი, ალუმინი და ჟანგბადი არის — გალაქტიკური მასშტაბებით, დიდ იშვიათობას წარმოადგენს.



4. ყოფილი მეზობლები


პლუტონის გარდა, რომელსაც პლანეტის სტატუს ხან ანიჭებენ, ხან — ართმევენ, მზის სისტემას სხვა დანაკარგებიც ჰქონდა. მაგ., იმ ადგილზე, სადაც ამჟამად ასტეროიდთა სარტყელია, სავარაუდოდ, კიდევ ერთი პლანეტა — ფაიტონი უნდა ყოფილიყო. ხოლო, მზესა და მერკურს შორის — პლანეტა ვულკანი იყო. თუმცა, ამ პლანეტების წარსულში არსებობის ფაქტი, ჯერ-ჯერობით დამტკიცებული არ არის.


5. დედამიწაზე დიდი ოკეანე


იუპიტერი, თითქმის მთლიანად, წყალბადის და ჰელიუმისგან შედგება, რომელსაც მაღალი წნევის პირობებში, თხევად აგრეგატულ მდგომარეობაში შეუძლია გადასვლა. თხევადი ჰელიუმის შესაძლო ოკეანე, — ყველაზე დიდი იქნებოდა მზის სისტემაში. ხოლო, მისი სიღრმე, დედამიწის გარშემოწერილობის (დაახლოებით, 40000 კმ.) ტოლი იქნებოდა.


6. ჯუჯების თანამგზავრები


ადრე ითვლებოდა, რომ მხოლოდ პლანეტებს ჰყოფნიდათ გრავიტაცია, იმისთვის რომ, თანამგზავრი ჰყოლოდათ. თუმცა, 1993 წელს, ასტეროიდ იდას (ასტეროიდთა სარტყელში შედის) ირგვლივ მოძრავი თანამგზავრი აღმოაჩინეს, რომლის დიამეტრი, დაახლოებით, 0, 5 კმ-ა. ამის შემდეგ, თანამგზავრები, კიდევ 200-მდე ასტეროიდს და პლანეტოიდს (ჯუჯა პლანეტა) უპოვეს.


7. ჩვენ მზის შიგნით ვიმყოფებით


მზე – მხოლოდ ხილული ვარსკვლავი არ არის. მისი გარე ატმოსფერო — ჰელიოსფერო, დაახლოებით, 100 АЕ (16 მლნ. კმ) ვრცელდება. სწორედ მასში იმყოფება ყველა პლანეტა და მათ შორის, დედამიწა.


8. რგოლები მხოლოდ სატურნს არა აქვს


სატურნის გარდა, რგოლები პლანეტა გიგანტებსაც აქვთ. უბრალოდ, ნეპტუნის, ურანის და იუპიტერის რგოლები მტვრის და ქვის ნამსხვრევებისგან შედგება და ამიტომ, ისეთი მკვეთრი არ არის, როგორც ყინულოვანი ნაწილაკებით მოკიაფე სატურნის რგოლები.


9. ნაცნობი ატმოსფერო


სატურნის თანამგზავრია ტიტანი, რომელიც თითქმის მერკურის ხელაა — ერთადერთი ციური სხეულია, ატმოსფეროში აზოტის შემცველობით და რომელიც ამ მაჩვენებლით, დედამიწას ჰგავს. ამიტომ არის, რომ მეცნიერები, მასზე ორგანული სიცოცხლის არსებობით ინტერესდებიან.


10. მარსი ქვებს ისვრის


დედამიწაზე ნაპოვნი, ბევრი მეტეორიტის ანალიზი, მათ მარსულ წარმომავლობაზე მიუთითებს. შესაძლებელია, ეს მარსის ნამსხვრევებიც იყოს, რომლებიც პლანეტასთან დიდი ზომის ასტეროიდების შეჯახების შედეგად წარმოიქმნება.

imageimageimage* «მარსზე სიცოცხლე არსებობს და ჩვენ ამის შესახებ დიდი ხანია ვიცით» – განაცხადა NASA-ს მეცნიერმა
* 10 სამეცნიერო ფაქტი დედამიწის შესახებ, რომლიც ბევრმა არ იცის. ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის
* რა ელის დედამიწას უახლოესი 20 წლის მანძილზე

* პლანეტის 3 საიდუმლო, რომელიც მეცნიერებმა ამოხსნეს

* არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ხელოვნური წვიმა მოდის, რომელიც ბუნებრივისგან არაფრით განსხვავდება

0
710
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
710
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0