x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სექსი კორონავირუსის პანდემიის დროს: ყველაფერი, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ
კორონავირუსი


პრაქტიკულად შეუძლებელია დისტანციის დაცვა სექსუალური პარტნიორებისგან. დამეთანხმებით, იმაზე უფრო დიდი ფიზიკური სიახლოვე, ვიდრე სექსია, არც არსებობს. მაგრამ მაინც როგორია რისკი იმის, რომ კორონავირუსი სექსის მეშვეობით გადმოგვედოს? ამაზე ექსპერტების თვალსაზრისს შემოგთავაზებთ, რაც “გარდიანმა” გამოაქვეყნა.


დოქტორი ჯესიკა ჯასტმანის ცნობით, არ არსებობს მტკიცებულება იმის, რომ კორონავირუსი გადადის უშუალოდ სქესობრივი აქტის მეშვეობით. როგორც ცნობილია, კორონავირუსის გადაცემა ხდება სასუნთქი გზებიდან გამოყოფილი წვეთების გზით, ხოლო დავირუსებულ ზედაპირთან კონტაქტი მხოლოდ გადაცემის მეორეული გზაა.


დოქტორი კარლოს როდრიგეს-დიასი განმარტავს, რომ არ არსებობს ვაგინალური ან ანალური სექსის მეშვეობით კორონავირუსის გადაცემის არცერთი დადასტურებული შემთხვევა. თუმცა, რადგან კოცნა ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა სექსის დროს, ვირუსი შეიძლება იოლად გადმოგვედოს ნერწყვის მეშვეობით. სწორედ ამიტომ ვირუსით დასნებოვნება კოცნის მეშვეობით სრულიად რეალურია. გარდა ამისა, ასევე არსებობს კორონავირუსის გადაცემის შემთხვევები პერორალურ-ფეკალური გზითაც.



აქედან გამომდინარე ისმის შეკითხვა: სწორია, დავკავდეთ სექსით კორონავირუსის პანდემიის დროს?


დიქტორი ჯასტმანი გვირჩევს, რომ თუ თქვენ ან თქვენს პარტნიორს გაქვთ Covid-19, ერთმანეთისგან თავი რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროთ. იგივე რჩევა არსებობს ასევე იმ შემთხვევაში, თუ გქონდათ კონტაქტი კორონავირუსის მქონე პაციენტთან და რისკ-ჯგუფში იმყოფებით.


მაგრამ თუ კონტაქტი კორონავირუსის მქონე ადამიანთან არ გქონიათ, რისკ-ჯგუფებს არ განეკუთვნებით და სტაბილურად ცხოვრობთ ერთ ან რამდენიმე პარტნიორთან, რომლებიც ასევე ჯანმრთელები არიან, სექსი განტვირთვის, ნერვების დაწყნარების, იმუნიტეტის გამყარების და თავის შექცევის მშვენიერ შესაძლებლობად შეიძლება იქცეს ამ სტრესულ დროში.


კორონავირუსი


ახალ სექსუალურ კავშირებს რაც შეხება, ექსპერტები მათგან უახლოესი კვირების მანძილზე თავის შეკავებისკენ გვირჩევენ, თუ დარწმუნებულები არ ვართ, რომ ადამიანს კორონავირუსი არ სჭირს. თუმცა ეროტიკული მასალის კითხვა, მასტურბაცია და კიბერსექსი შეიძლება ალტერნატივად განვიხილოთ.


ექსპერტები ახალი სექსუალური კავშირების წამოწყებისგან თავის შეკავებას ურჩევენ მათ, ვისაც ჯერ არ ჰყავს სტაბილური პარტნიორები. დოქტორი ჯესიკა ჯასტმანის აზრით, ჯობს, უახლოესი კვირები განსჯას და იმის გარკვევას დავუთმოთ, თუ რა გვინდა ამ ცხოვრებისგან და რა ტიპის ურთიერთობები გვინდა, ვიდრე დავამყაროთ ახალი კავშირები, რადგან ამჟამად თავის შეკავება სასიცოცხლოდ აუცილებელია დედამიწაზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის და ჩვენივე საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად.

0
430
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0