x
image
მაია 24
"ჩამოვედი უმნიშვნელოვანესი პროექტის დასაწყებად, რომელიც ეხება იმ გართულებების მკურნალობას, რასაც COVID-19 იწვევს" - იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი საქართველოშია
image


იტა­ლი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, ბერ­გა­მოს სა­ა­ვად­მყო­ფოს ბავ­შვთა კარ­დე­ო­ლო­გი, და­ვით მა­თი­აშ­ვი­ლი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთავ­ზობთ:


"ბევ­რი მწერს და ერთი პოს­ტიც მი­ვუ­ძღვნათ!


1. I am ok, თბი­ლის­ში ვარ, სახ­ლში. იტა­ლი­ი­დან პა­რიზ­ში გავფრინ­დი სო­სოს თა­მაშ­ზე და შემ­დეგ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტის და­სა­წყე­ბად ჩა­მო­ვე­დი. ამა­სო­ბა­ში სა­ზღვრე­ბიც ჩა­კე­ტა ლომ­ბარ­დი­ამ. ჩვე­ნი პრო­ექ­ტი ზუს­ტად იმ გარ­თუ­ლე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას ეხე­ბა რო­მელ­საც COVID-19 იწ­ვევს, და არა მარ­ტო. დიდი იმე­დი მაქვს, რომ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ხელს არ შე­უშ­ლის ჩვე­ნი პრო­ექ­ტის და­წყე­ბას.


2. ჩემი პოს­ტი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, და ბევ­რიც ღლი­ცი­ნით და ნიშ­ნის მო­გე­ბით რე­მარ­კებს მი­კე­თებს, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ზუს­ტი იყო იმ მო­მენ­ტის­თვის. ყვე­ლა­ზე ცოტა 20 ათა­სი ადა­მი­ა­ნი დამ­შვიდ­და (რო­გორც თვი­თონ წერ­დნენ) და არ აყვა პა­ნი­კის იმ პირ­ველ ფა­ზას, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში ვირუ­სის აფეთ­ქე­ბის ერთ-ერთი პირ­ველ მი­ზე­ზად შეგ­ვიძ­ლია მი­ვიჩ­ნი­ოთ.


3. დღე­საც მჯე­რა, რომ პა­ნი­კა სრუ­ლი­ად დამ­ღუპ­ვე­ლია. დღე­საც მჯე­რა, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თუნ­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვს უნდა დარ­ჩეს სახ­ლში და იმ­კურ­ნა­ლოს სახ­ლის პი­რო­ბებ­ში. შე­უძ­ლე­ბე­ლია ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის სერ­ვი­სებ­მა გა­უძ­ლონ ყვე­ლა მსუ­ბუქ­სიმპტო­მი­ან პა­ცი­ენტს. აქ შე­მო­დის ჩვე­ნი, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის როლი. გა­ვუფრ­თხილ­დეთ ბა­ბუ­ებს, ბე­ბი­ებს, დე­დებს და მა­მებს და სხვა რისკ ჯგუ­ფებს, რად­გან დღეს ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა მათი ჯან­მრთე­ლო­ბა.


4. ახალ­გაზ­რდო­ბა არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ია­რა­ღი, რი­თიც იტა­ლია ებ­რძვის ვირუ­სის ყვე­ლა­ზე რთულ გა­მოვ­ლი­ნე­ბებს. ჩემი მე­გობ­რე­ბი და ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გე­ბი (გა­მოც­დი­ლი ექი­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით) 12-14 სა­ა­თი­ა­ნი ცვლებ­ში მუ­შა­ო­ბენ სკა­ფან­დრე­ბის გა­უხ­დე­ლად. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, რომ არ ვარ იქ და ვერ ვეხ­მა­რე­ბი, მაგ­რამ რა­საც ვუ­ყუ­რებ არის საფრ­თხე, რომ სა­ქარ­თვე­ლოც მივა იმა­ვე სტა­დი­ამ­დე (იმე­დი მაქვს, რომ არა, მაგ­რამ მზად უნდა ვი­ყოთ for the worst), რო­დე­საც მარ­თლა დას­ჭირ­დე­ბა მედ­პერ­სო­ნა­ლის თავ­და­დე­ბა, და ამ დროს მირ­ჩევ­ნია აქ ვიყო, ვიდ­რე სხვა­გან. ამას­თა­ნა­ვე შევ­ქმე­ნით ჯგუ­ფი სა­ხე­ლით: “ახალ­გაზ­რდა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი COVID 19-ის წი­ნა­აღ­მდეგ“, სა­დაც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა ექიმს, მედ-სტუ­დენტს, მედ-დასა თუ სა­ნიტ­რებს შევ­კრებთ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სწრაფ და ეფექ­ტურ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას მო­ვა­ხერ­ხებთ.


5. რაც შე­ე­ხე­ბა ტაშს, ტაში ყვე­ლას, ვინც სი­ტუ­ა­ცი­ი­ის პრე­ვენ­ცი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ მო­დუ­ნე­ბა ჯერ ად­რეა, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ჯერ კი­დევ წინ არის.


სახ­ლში ვინც ვართ კი, არ ავ­ყვეთ პა­ნი­კას, არ გა­დავ­ტვირ­თოთ სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბი 36.9 "სი­ცხის" გამო და enjoy quality time! Peace".



ასევე ნახეთ:


კორონოვარუსისგან დასაცავი და იმუნიტეტის ასამაღლებელი რეცეპტი ასტროლოგისგან - ამის მომზადება სახლში შეგიძლიათ


ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა უფრთხილდნენ კორონავირუსს - ვის აქვს დაინფიცირების ყველაზე ნაკლები შანსი


2020 წლის ივლისისთვის ვირუსი სრულად მართვადი გახდება - ცნობილი ასტროლოგები კორონავირუსის მიზეზებზე და გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს


"კორონავირუსი უკან დაიხევს და მარტის ბოლომდე არავითარი პანიკის მიზეზი არ იქნება" - ასტროლოგი რამაზ გიგაური


"ცვლილებები სასიკეთო იქნება" - რას წერს ასტროლოგი, როდის დასრულდება კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში?


მარტის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური თარიღები და მოვლენები - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით სერიოზული ცვლილებები



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
725
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
725
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0