x
ფიზიკური აქტიურობა,ფიზიკური აქტიურობა,ვარჯიში და სწორი კვება-ჯანმთელობის გარანტია

image
გავრცელებულმა ვირუსმა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო და ჩვენი ცხოვრება. არ უნდა დავივიწყოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ფიზიკური ატიურობა და ვარჯიშ პირველ რიგში მდგრადი ჯანმრთელობისთვისაა საჭირო და მასზე ზრუნვაც იქამდე უნდა დავიწყოთ, სანამ პრობლემები იჩენს თავს. ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიში, სწორი კვება და წონის კონტროლი – დღესდღეისობით გავრცელებული მრავალი დაავადების პრევენციის საშულებაა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მომუშავავე სხვადასხვა ინსტიტუტები და ორგანიზაციები სისტემატიურად აქვეყნებენ ანგარიშებს, რომელთა მიხედვით გულ-სისხლძრღვთა დაავადებებს, სიმსივნეს, დიაბეტს, სასუნთქი სისტემის/ფილტვების დაავადებებს, ოსტეოპოროზს, ოსტრეოართრიტს, ხერხემლის დაავადებებს სტატისტიკურად მოწინავე პოზიცია უკავიათ ავადმყოფობის და უუნარობის გამომწვევ მიზეზებს შორის და ხშირად ნაადრევ სიკვდილს იწვევევენ. ამ კვლევების მიხედვით, აღნიშნული დაავადებების მაღალი რიცხვი განპირობებულია ყოველდღიური ფიზიკური აქტიურობის დაბალი დონით, არასწორი კვებით, ჭარბი წონით. აშშ-ს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლის ინსტიტუტები ცალსახად აღნიშნავენ ამ ფაქტორების უმნიშვნელოვანეს როლს ზემოაღნიშნული დაავადებების განვითარების საკითხში და იძლევიან რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება ამ დაავადებების პრევენცია და რისკის ფაქტორების შემცირება:
ფიზიკური აქტიურობა:
-ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს;
-ამცირებს გულის დაავადებებით გარდაცვალების რისკს;
-ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს;
-ამცირებს მაღალწნევიანობის განვითარების რისკს;
-ეხმარება მაღალწნევიანობის შემცირებას, მათ ვისაც უკვე აწუხებს აღნიშნული დაავადება;
-ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს;
-ამცირებს დეპრესიულ განწყობას და შიშებს;
-ეხმარება წონის კონტროლს;
-ეხმარება ჯანმრთელი ძვლების, კუნთების და სახსრების ქონას;
-აძლიერებს ხანშიშესულებს ფიზიკურად და ეხმარება იმოძრაონ დაცემის საფრთხის გარეშე;
-აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ განწყობას.

გარდა ამისა, აშშ-ს ჯანმრთელობის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩამოაყალიბა სამი მიმართულება:
ადამიანები, რომლებიც ეწევიან ფიზიკურად არააქტიურ ცხოვრებას, შეუძლიათ გაიმჯობესონ ჯანმრთელობის მდგომარეობა რეგულარული ზომიერი აქტიურობის საშუალებით.
ფიზიკური აქტიურობა არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას ჯანმთელობის მისაღწევად.
უფრო მეტი სარგებლის მიღებისათვის უნდა გაიზარდოს ფიზიკური აქტიურობა – ხანგრძლივობა, სიხშირე, ინტენსივობა.

მთავრია სწორი კვება რათა არ მოხდეს ნივთიერებატა ცვლა ჩვეს ორგანიზში და ავარიდოთ თავი სიმსუქნეს, რომელიც გამოწვეულია: უძრავი ცხოვრების წესის პროგრესირებასთან ერთად მოსახლეობის დიდ ნაწილს ჭარბწონიანობის და სიმსუქნის პრობლემა აწუხებს. სიმსუქნე დაკავშირებულია მრავალ დაავადების რაოდენობის ზრდასთან – მაღალწნევიანობის, ჰიპერლიპიდემიის, დიაბეტის, ართრიტის, სიმსივნის, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან. ჭარბწონიანები უფრო ხშირად ექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას, ვიდრე საშუალო წონის ადამიანები.

ცხოვრების სწორი წესი დაცვა საუკეთესო თავდაცვაა მრავალი დაავადებისაგან!გისურვებთ ჯანმთელობას!

0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:საერთაშორისო მედია სკოლა
საერთაშორისო მედია სკოლა
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0