x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"პირადად ვუხდი ბოდიშს ყველა ადამიანს, ვინც შეცდომაში შევიყვანეთ"- ნახეთ, რისთვის მოუხადა ბოდიში ინგა გრიგოლიამ საზოგადოებას

image


"ტვ პირველის" გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტელეკომპანიის ფეისბუქგვერდზე ატვირთული ფოტოს გამო საზოგადოებას საჯარო ბოდიშს უხდის. გრიგოლიას თქმით, ფოტოზე რომელზეც ავტობუსის გაჩერებაზე მომლოდინე უამრავი ადამიანია ასახული, ისე აიტვირთა რომ ქვეყანა მითითებული არ იყო, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. სწორედ ამ ფოტოზე დაყრდნობით მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ჩათვალა რომ მსგავსი რამ საქართველოში ხდებოდა: "რა უბედურებაა ეს დირექტორობა, მაგრამ რას ვიზამთ)))) მეგობრებო, დღეს ჩვენი ტელეკომპანიის ფბ გვერდზე აიტვირთა ფოტო, რომელსაც არ ჰქონდა მითითებული, რომელი ქვეყანა იყო( საუბარია ავტობუსის გაჩერებაზე ), ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს იყო საქართველო.. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ატვირთა. მე, როგორც კომპანიის დირექტორი, პირადად ვუხდი ბოდიშს ყველა ადამიანს, ვინც შეცდომაში შევიყვანეთ ამ ფოტოს გავრცელებით. ძალიან ვწუხვარ და ვიღებ პასუხისმგებლობას. რაც კორონავირუსის ამბავს ვაშუქებთ, მაქსიმალური სიფრთხილით ვეკიდებით ყველა ინფორმაციას, მაგრამ მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი შეცდომა. ძალიან დიდი ბოდიში!!!!!!!P.s-აი, ამ ფოტოზეა საუბარი" – დაწერა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში და საკუთარ პოსტს სწორედ ის ფოტო დაურთო, რომელმაც მოსახლეობაში სრული გაურკვევლობა გამოიწვია.


image



0
914
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
914