x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კორონავირუსის შიშით თბილისის მეტროში მამაკაცმა თავზე კანისტრა დაიხურა
ადამიანი-კანისტრა


დღეს მგზავრები თბილისის მეტროში უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ: მათ შეამჩნიეს ტყავის ყავისფერ ქურთუკში გამოწყობილი მამაკაცი, რომელსაც თავზე 20 ლიტრის მოცულობის პლასტმასის მწვანე ფერის კანისტრა ჰქონდა ჩამოცმული.


მამაკაცი მეტროს პირველი ხაზით გადაადგილდებოდა და ცდილობდა, დანარჩენი მგზავრებისგან შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ყოფილიყო დისტანცირებული.


20 ლიტრის მოცულობის კანისტრა, რომელიც მამაკაცმა დიდი ალბათობით კორონავირუსისგან თავდასაცავად გამოიყენა, ძირში იყო შემოჭრილი, შიგნით მამაკაცს თავი გქონდა შეყოფილი, ხოლო გარშემო ყელსახვევი ჰქონდა შემოხვეული.



უკანასკნელ დღეებში თბილისის მეტროში აირწინაღებით მოსიარულე მგზავრებიც დააფიქსირეს, მაგრამ კანისტრა მაინც რაღაც ახალია.


მამაკაცმა სავარაუდოდ, გაითვალისწინა ექიმების რეკომენდაციები, რომლებიც სამედიცინო ნიღბების არაეფექტურობაზე საუბრობენ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში და ახალი “ეფექტური” დამცავი საშუალებით აღიჭურვა.


ადამიანი-კანისტრა


ფოტოებმა, რომლებზეც კანისტრით მოსიარულე მამაკაცია აღბეჭდილი, უკვე დაიპყრო სოციალური ქსელები.


მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანები სულ უფრო ორიგინალურ მეთოდებს მიმართავენ კორონავირუსისგან თავდასაცავად. ამასწინათ იაპონიაში დააფიქსირეს ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებსაც სახეები ქალის საცვლებით ჰქონდათ დაფარული.


ნათქვამია, სული ტკბილიაო.

3
548
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
548
  
2020, 19 მარტი, 17:18
ქრონიკული ასთმა აქვს სოფიო :(
2020, 19 მარტი, 17:13
გული დამწვა რაღაცნაირად, იქნებ როგორი პრობლემა აქვს : (
2020, 19 მარტი, 15:44
დავით, ამ ადამიანს ასთმა აწუხებს და რისკ-ჯგუფში შედის...
0 1 3