საზოგადოება პროფესორი, რომელმაც შეისწავლა რეგიონები, რომლებიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად მოიცვა ამბობს როგორი ტემპერატურის პირობებში ვრცელდება ყველაზე მეტად COVID-19 2020, 19 მარტი, 13:01 შეაჩერებს თუ არა სითბო კორონავირუსის გავრცელებას? - ეს პანდემიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი კითხვაა. არსებობს ვარაუდი, რომ მაღალი ტემპერატურის პირობებში ვირუსი დასუსტდება, თუმცა ეს ვარაუდი ასევე მოიცავს იმ ფაქტორსაც, რომ ადამიანები ზაფხულობით ერთმანეთისგან მეტ დისტანციას იჭერენ და გადაცემის შემთხვევათა რაოდენობის შემცირებაზე, სხვა შესაძლო მიზეზებთან ერთად, ესეც უნდა აისახოს. ტემპერატურა ერთ-ერთი მთავარი საკითხია მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორის, მოჰამედ საჯადის უახლეს კვლევაში, სადაც ნავარაუდევია, რომ COVID 19-ის გავრცელებას გარკვეული ტემპერატურა და ტენიანობა უწყობს ხელს. მან შეისწავლა ის რეგიონები, სადაც კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელდა და შეამჩნია, რომ ინფექციის ეპიცენტრი ჩრდილოეთ განედის 30-დან 50-ე პარალელამდე მოექცა და მოიცვა შემდეგი ქვეყნები: სამხრეთ კორეა, იაპონია, ირანი და ჩრდილოეთ იტალია, შემდეგ კი აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთი, ესპანეთი და საფრანგეთი. თუ შევადარებთ ერთი მხრივ, 2020 წლის იანვარში, ქალაქ უხანში დაფიქსირებულ ტემპერატურასა და ტენიანობას, ხოლო მეორე მხრივ, ამავე მონაცემებს თებერვალში, იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი ფართოდ გავრცელდა, თვალში მოგვხვდება ის, რომ ორივე შემთხვევაში ტემპერატურა საშუალოდ 5-11 გრადუს ცელსიუსს, ხოლო ტენიანობა - 47-84%-ს შეადგენდა. მეცნიერი აღნიშნავს, რომ უხანის მსგავსი სურათის შექმნას და კორონავირუსის განსაკუთრებით მაღალ აქტივობას უფრო სამხრეთ აზიაში, განსაკუთრებით ბანგ-კოკში ელოდნენ, რომელსაც ჩინეთთან გეოგრაფიული სიახლოვე და მნიშვნელოვანი სამოგზაურო ურთიერთობები აკავშირებს, თუმცა, ეს ასე არ მოხდა. ყურადღებას იქცევს ის, რომ ტაილანდში 2020 წლის იანვარსა და თებერვალში ბევრად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა. ამავე პერიოდში, ოფიციალური მონაცემებით, COVID 19-მა გავრცელება ვერ მოახერხა ვერც უშუალოდ ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებში - რუსეთსა და მონღოლეთში, და ვერც - ჩინეთის სამხრეთით. სამხრეთ აზიაში პაციენტებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ზემოთ ჩამოთვლილ, უფრო ზომიერი კლიმატის მქონე რეგიონების ანალოგიურ მონაცემებს. აღნიშნული რეგიონები ერთი თვის ინტერვალში, ტემპერატურისა და ტენიანობის შედარებითი სტაბილურობითაც გამოირჩევა. არც ერთ მათგანში ტემპერატურა 0 გრადუს ცელსიუსის ქვემოთ არ დაცემულა, რაც, როგორც კვლევაშია მითითებული, იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ კორონავირუსის გავრცელებისთვის "მყარ ნიადაგს" შეიძლება, მინიმალურ ზღვარი ჰქონდეს. მერილენდის უნივერსიტეტის დოქტორის კვლევაში საუბარია იმაზეც, რომ ამ შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლებელია ვარაუდების გაკეთება, მსოფლიოს რა ნაწილებშია მოსალოდნელი კორონავირუსის გავრცელება უახლოეს კვირებში. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ქალაქების ჩამონათვალი325 3-ს მოსწონს
|