x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წიწაკა, საპონი და წყალი: მამამ შვილს საპნით ხელის დაბანის მნიშვნელობა აუხსნა
ვირუსული ინფექციების დროს ჯანმრთელობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არც თუ ისე რთულია: ხელის რეგულარულად დაბანა, დაცემინების დროს იდაყვის აფარება, სხვა ხალხთან კონტაქტის და სახეზე ხელის შეხების თავიდან აცილება. ეს ყველაფერი განსაკუთრებულ უნარებს არ მოითხოვს, თუ ჩვევების შეცვლა გჭირდებათ. სწორი ჰიგიენის წესების ბავშვებისთვის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია.


image

აი, რეალური ექსპერიმენტი, რომელიც ფინეთში ერთ-ერთმა მამამ ჩაატარა, რომ შვილისთვის ხელის რეგულარულად დაბანის მნიშვნელობა ეჩვენებინა.


ვირუსებთან ბრძოლის ექსპერიმენტი


მან თასი წყლით აავსო და მასში შავი წიწაკა ჩაყარა.

პირველი ეტაპი - წიწაკიან წყალში თითი ჩადეთ. ამ შემთხვევაში სანელებლების ნაწილაკები თითს მიეკვრება ისე, როგორც მიკრობები და ბაქტერიები. ისინი თითზე სიამოვნებით დასახლდებიან და ორგანიზმზე თავის ნეგატიურ გავლენას დაიწყებენ.


image


მეორე ეტაპი - თითი ჯერ თხევად საპონში ჩადეთ და შემდეგ კვლავ წიწაკიან წყალში. ახლა, როგორც ჯადოსნობა, შავი წიწაკა საპონს გაურბის, ხოლო თითი სუფთა დარჩება, რადგან ვირუსების მსგავსად მასაც საპონი არ მოსწონს.


ხშირად დაიბანეთ ხელები და ჯანმრთელად იყავით!

image

რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება მხოლოდ ვიზუალურად არის საინტერესო. მხოლოდ საპნის წვეთით ვირუსებს ვერ დაამარცხებთ. ამ ექსპერიმენტს სკოლებში ფართოდ იყენებენ, რომ წყლის ზედაპირის დაძაბულობა თვალსაჩინოდ წარმოაჩინონ. ამ მარტივი და საინტერესო ექსპერიმენტით შეგიძლიათ ბავშვებს საპნის მნიშვნელობა აუხსნათ.


ასევე დაგაინტერესებთ:

9 ძალიან მაგარი სამეცნიერო ექსპერიმენტი ბავშვებისთვის

image

7 რამ, რასაც ბავშვი მემკვიდრეობით მამისგან იღებს

image

რა კლავს ბაქტერიებს: ფოტოები სადეზინფექციო საშუალების და საპნის გამოყენების შემდეგ განსხვავებას დაგანახებთimage

ექიმები მოგიწოდებენ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ტკბილეულის გაყიდვა აკრძალოთ

image

კომპონენტი, რომელიც ბავშვის გონებაზეა პასუხისმგებელი, დედის რძეში იპოვეს

image


0
170
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
170