x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა  მოვიმარაგოთ?  რაციონალური  სავაჭრო  სია  გაუთვალისწინებელი სიტუაციისთვის
image





პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეპიდემიის ან სტიქიური უბედურების საშიშროებისას მოსახლეობა პანიკაშია და იწყებს ყველაფრის შესყიდვას, რასაც თვალით ხედავს მაღაზიის თაროებზე. მათ შორის, სრულიად არასაჭირო ნივთებისაც.


შევეცადეთ შეგვედგინა ოპტიმალური სავაჭრო სია გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის- ისეთი შემთხვევისას, როდესაც საჭიროა თვითიზოლაცია. არავითარი პანიკა, მხოლოდ რაციონალური მიდგომა.




ერთი კვირის სამყოფი პროდუქტები




საკვები პროდუქტების აუცილებელი მარაგი განისაზღვრება – ოჯახში არსებული პირის რაოდენობა გამრავლებული დღეების იმ სავარაუდო რაოდენობაზე, რა დროც მიუწვდომელი იქნება სავაჭრო მაღაზია.




მაგალითად, საშუალო წყალდიდობამ ან თოვლის ზვავმა შესაძლოა მოგწყვიტოთ გარე სამყაროსგან ერთი- ორი კვირით. სერიოზული სტიქიური უბედურება კი მოითხოვს ერთი თვის მარაგს, ხოლო ომები ან კატაკლიზმები რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე.



image




ინფექციური დაავადებების გავრცელებისას საჭიროა პროდუქტების მომარაგება იმისთვის, რომ ზედმეტი აუცილებლობის გარდა არ მოგიწიოთ მაღაზიებში დიდი რაოდენობის ადამიანებთან ურთიერთობა.




მაგალითად, გერმანიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა აუცილებელი ნივთების და პროდუქტების სია COVID-19-ის გაავრცელებასთან დაკავშირებული 10 დღიანი კარანტინისთვის. პროდუქტების ჩამონათვალი შედგენილია ზრდასრული ადამიანის ყოველდღიური მოხმარების ( 2200 კკალ) საფუძველზე.


თითოეული ადამიანისთვის რეკომენდებულია მოიმარაგოს: 20 ლ სასმელი წყალი, 2.5 კგ თხილეული და დაკონსერვებული ბოსტნეული, 3.5 კგ ბრინჯი ბურღულეული, კარტოფილი, მაკარონი, 4 კგ დაკონსერვებული ხილი და ჩირი, 1.5კგ კვერცხი, კვერცხის ფხვნილი, თევზი, ხორცი, 2.6 კგ რძე და რძის პროდუქტები, 0.4 კგ მცენარეული ზეთი.




image




ყველა პროდუქტს შეძლებისდაგვარად უნდა ჰქონდეს შენახვის დიდი ვადა მაცივრის გარეშე. არავითარი ისეთი ნახევარფაბრიკატები და გაყინული პროდუქტები, რაც გაფუჭდება ელექტრო ენერგიის გამორთვისას.




გადავინაცვლოთ სიაში უფრო დაწვრილებით



1. წყალი



image


წყალი საჭიროა ორგანიზმისთვის, საჭმლის მოსამზადებლად და ჰიგიენისთვის. სტიქიური უბედურების დროს კი წყალი შეიძლება საერთოდ არ იყოს, ან იყოს ბინძური, ჭუჭყიანი, დასალევად უვარგისი.






2. თხილი




image




თხილის თითოეული სახეობა ფლობს სასარგებლო ნივთიერებების, ვიტამინების და მინერალების მარაგს. თხილის, მზესუმზირის, ჩირის ნაზავიც ძალიან კარგია. დიდხანს არ ფუჭდება და მშვენივრად აკმაყოფილებენ შიმშილის გრძნობას, გვმუხტავენ რა ენერგიით.







3. ხორცის და თევზის კონსერვები



image


უმჯობესია თინუსის კონსერვების მომარაგება. თინუსის ხორცი არის ცხიმოვანი, წვრილი ძვლების გარეშე და მიჩნეულია, როგორც ცილის ყველაზე მაღალი შემცველობის თევზი.

„ზღვის ხბოს ხორცი“, ასე უწოდებენ შეფ-მზარეულები თინუსს. ის ფლობს განსაკუთრებულ გემოს და შეიცავს 120 კილოკალორიას 100 გრამ პროდუქტზე.



4. ბურღულეული



image



ბურღულეული- საუკეთესო მეგობარია თავის გასატანად. მათი შენახვა რეკომენდებულია პლასტმასის ბოთლებში ან ქილებში.

საკმაოდ მისაღები ფასი და მაღალი კვებითი ღირებულება ბურღულეულის საერთო ფონზე გამოყოფს პარკოსნებს და თეთრ ბრინჯს, რომლებიც ჰერმეტულ ქილაში 30 დღე ინახება.

სხვა ბურღულეული კი კვებითი ღირებულების დაკარგვის გარეშე შედარებით ნაკლები დრო ინახება.





5. დაკონსერვებული ხილი და ბოსტნეული


image



დაკონსერვებულ ბოსტნეულს ვარგისიანობის დიდი ვადა აქვს და არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, რის გამოც ის წარმატებულ არჩევანს წარმოადგენს მძიმე დროს.



6. მშრალი რძე




მართალია ყველაზე გემრიელ პროდუქტს არ წარმოადგენს, მაგრამ სწორედ მას ვსვამთ, როდესაც პაკეტის რძეს ვყიდულობთ. უპირატესობას მივაკუთვნოთ ის, რომ რძის ფხვნილი ჰერმეტულ შეფუთვაში წლობით ინახება.



კარანტინის დროს პროდუქტების გარდა ასევე რეკომენდებულია მოვიმარაგოთ მინიმალური ძირითადი წამლები, სანთლები, ფანარი, გაზის ქურა, ელემენტები, სადეზინფექციო საშუალებები.



იხილეთ ასევე:



კორონავირუსის პანდემიამ ახალი სიტყვები შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. ერთ-ერთი მათგანია - თვითიზოლაცია: კარანტინი სახლში. მრავალ მოქალაქეს მოუწევს თვითიზოლირება იმისთვის, რომ შეანელოს დაავადების გავრცელება, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. მოსკოვში კი თვითიზოლაციის რეჟიმის


ბევრი სხვა ჭრილობა არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ქაღალდის ფურცლით გაჭრილი თითი. ხშირად ამ ჭრილობის შემჩნევა თითზე შეუძლებელიც კია და არც სისხლი გამოდის. რა იწვევს მაშინ ასეთ ძლიერ ტკივილს? ბასრი დანით მიყენებული ჭრილობა თანაბარია და მიუხედავად იმისა რომ ტკივილს იწვევს, ეს უსიამოვნო შეგრძნება რამდენიმე წუთში ქრება.


ყველაზე ხშირად მსფლიოში რომელი ხალხია დაკავებული სექსით? რამდენი შვილი ყავდა ყველაზე ნაყოფიერ ქალს რუსეთში? როგორაა დაკავშირებული ერთმანეთთან სექსი და ვარდისფერი ფერი? სექსი გაჩნდა დაახლოებით 385 მილიონი წლის წინ. სიყვარულზე და სექსზე პასუხისმგებელი არის ტვინის სრულიად სხვადასხვა ნაწილი. XVIII საუკუნეში


გამოცანები უყვართ არა მხოლოდ ბავშვებს _ მაგრამ ბევრს ეს ავიწყდება. თქვენს ყურადღებას მივაქცევ 15 თავსატეხ ამოცანას. მე რამდენიმე მათგანი ვერ ამოვხსენი, და როცა პასუხები ვნახე, შოკში ჩავვარდი ყველაფერი ძალიან მარტივი ყოფილა. (იფიქრეთ... და არ ჩაიხედოთ პასუხებში თავიდანვე.) 1. მდინარესთან მიდის ორი ადამიანი. ნაპირთან


ითვლება, რომ ადამიანები _ ინტელექტუალური არსებები არიან, შეუძლიათ ფიქრი, ფაქტების გაანალიზება და რთული გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ სინამდვილეში ადამიანებს არ შეუძლიათ თავიანთი სიცოცხლის რისკების შეფასებაც კი. მათ ეშინიათ გახდნენ ტერორისტების მსხვერპლი, მაგრამ მშვიდად ეწევიან სიგარეტს. ეშინიათ თვითმფრინავით ფრენის, მაგრამ არ ერიდებიან საჭესთა...



1
425
5-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
425
  
2020, 21 მარტი, 2:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1