x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მითები და სიმართლე კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების შესახებ
კორონავირუსი


ბოლო დროს უამრავი ინფორმაცია ვრცელდება კორონავირუსის და მისი საწინააღმდეგო მედიკამენტების შესახებ ინტერნეტით და ტელევიზიით. ერთ-ერთი ასეთი გავრცელებული სიახლეა საუბარი იმაზე, რომ იბუპროფენის, ნუროფენის და მსგავსი პრეპარატების მიღება კორონავირუსის შემთხვევაში არ შეიძლება.


“ბი ბი სისთან” ინტერვიუში ექიმებმა დაადასტურეს, რომ კორონავირუსზე ეჭვის შემთხვევაში იბუპროფენის მიღება მართლაც არ არის სასურველი. თუმცა, თუ ადამიანი აღნიშნულ წამალს სვამდა კორონავირუსით დასნებოვნებამდე, მედიკამენტისთვის თავის დანებება მხოლოდ შესაბამის მედიკოსებთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს.


იბუპროფენი არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება. ის ეხმარება ადამიანს ტემპერატურის დაწევაში და ამსუბუქებს გრიპის ან სხვა ვირუსული ინფექციის სიმპტომებს. თუმცა, მას შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევაც, განსაკუთრებით ასთმის, გულის დაავადებების და სისხლის ცირკულაციის პრობლემების დროს.



გამოკვლევები იბუპროფენის თვისებების შესახებ Covid-19-ის ინფექციის დროს არ ჩატარებულა, თუმცა წინათ შეისწავლეს პრეპარატის გავლენა სხვა რესპირატორული ინფექციებით დაავადების შემთხვევებში. ამდენად, დამტკიცებულია, რომ მთელ რიგ შემთხვევებში იბუპროფენს ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესება შეუძლია. სპეციალისტები ეყრდნობიან იმ მოსაზრებას, რომ იბუპროფენში შემავალ ერთ-ერთ ნივთიერებას ძალუძს იმუნური სისტემის დასუსტება, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ვირუსული ინფექციების შემთხვევაში. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ იბუპროფენის მავნებლობა კორონავირუსიან პაციენტებთან მიმართებით დამტკიცებული არ არის, ადამიანებს სთხოვენ, მედიკამენტის მიღებისგან მაინც თავი შეიკავონ.



კორონავირუსი


განსხვავებული მოსაზრება აქვთ სპეციალისტებს პარაცეტამოლთან მიმართებით, რადგან აღნიშნულ პრეპარატს ნაკლები გვერდითი ეფექტები გააჩნია.


ოთხშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად მოუწოდა პაციენტებს, რომლებსაც აქვთ Covid-19, თავი შეიკავონ იბუპროფენის მიღებისგან.

0
168
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0