x
image
ილია მარტყოფლიშვილი
დედოფლისწყაროში თვითიზოლაციაში მყოფი პირების ოდენობა 16-დან 30-მდე გაიზარდა
image


დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები კახეთის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორებთან ერთად სოფლებში საზღვარგარეთიდან ახლადჩამოსული მოქალაქეების აღრიცხვასა თუ მათი ჯანმრთელობის კონტროლს განაგრძობენ. მათი განმარტებით, დღეს მუნიციპალიტეტში ათზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთა აღრიცხვასაც სპეციალისტებმა მთელი დღე მოანდომეს.


დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, რაიონის მთავარი ეპიდემიოლოგი ლალი ალადაშვილი ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.


დღეისთვის დედოფლისწყაროს უკვე ჰყავს 30 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ისინი ძირითადად შემოსულები არიან რუსეთდან, თურქეთიდან და საბერძნეთიდან. ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ისინი სამთაწყაროში, ქევმო ქედში, ზემო ქედსა და არხილოსკალოში ცხოვრობენ.



ალადაშვილის განმარტებით, მათი მდგომარეობა არის სტაბილური, არ აღენიშნებათ არანაირი გართულება, არ აქვთ სიცხე და აღნიშნავენ, რომ არ ჰქონიათ შეხება ვირუსით დაავადებულ ადამიანთან. თუმცა, მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ქალბატონმა ლალიმ მათ მისცა შესაბამისი რეკომენდაციები და გააფრთხილა, რომ მკაცრად დაიცვან 14 დღიანი იზოლაციის წესები. მისგანვე შევიტყვეთ, რომ დღეს კიდევ ერთ მოქალაქეს მოეხსნა თვითიზოლაციის შეზღუდვა. ასეთი ჯამში 15 მოქალაქეა, რომლებიც ცხოვრების ჩვეულ რეჟმს დაუბრუნდნენ იზოლაციის შემდეგ.


დედოფლისწყაროს ტელევიზია მთავარ ეპიდემიოლოგს, ლალი ალადაშვილს ესაუბრა:


-ქალბატონო ლალი, იქნება თუ არა შეზღუდვები ორგანიზაციების მუშაობაში, რა უნდა ქნას იმ მოსამსახურე პერსონალმა?


-ცხადია აგრძელებენ, ეს არ არის მწვავე კარანტინი, საგანგაშო არაფერია, მაგრამ გვაქვს დავალება, რომ მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელმა სამსახურებმა იმუშაონ. დანარჩენი მოსამსახურეები დარჩნენ სახლში და იმუშაონ დისტანციურად. ვფიქრობ, რომ ეს ყველა სამსახურმა უნდა დაიცვას.


-ძალიან გვინდა გვიამბოთ იმ პირზე, რომელიც პოლიციამ იძულების წესით წაიყავანა თელავში მდებარე საკარანტინე ზონაში. რა მოხდა მაშინ, რატომ დაფიქსირდა დაუმორჩილებლობის შემთხვევა?


-ამ პოროვნებაზე მე პირადად გამოვხატე ძალიან დიდი აღშფოტება, ის ზღვარს გადავიდა და ჩემი ძალიან დიდი განერვიულება გამოიწვია. მან ჩაიდინა ისეთი ქმედება, რაც გაფრთხილების შემდეგ არანაირიად არ უნდა დაერღვია. თუმცა, გავიგეთ, რომ რაიონიც კი დატოვა და ის კარდენახში ნათსავებთანაც კი წავიდა. წარმოიდგინეთ რამდენად საშიში აღმოჩნდა და რამდენი ადამიანის სიცოცხლეს დაემუქრა საფრთხე მისი გაუფრთხილებლობით. რაც რა თქმა უნდა პოლიციის ძალით აღვკვეთეთ.


-ქ-ნო ლალი, როდესაც მიდიხართ ახალჩამოსულ მოქალაქესთან ბინაზე, როგორ ამოწმებთ მათ ჯანმრთლობას, ანალიზები უკვე გაკეთებული აქვთ ამ პირებს, თუ რა რეკომენდაციებით შემოიფარგლებით?


-პირველ რიგში ვამოწმებთ ტემპერატურას, ყელის ტკივილს, ხველებას, აუცილებლად ვეკითხები, ხომ არ ჰქონდა კონტაქტი დაინფიცირებულ ავადმყოფთან. ვაფრთხილებთ ასევე, თუ რაიმე საეჭვო ნიშანი შენიშნა ჯანმრთლობის გაუარესების კუთხით, ან დაეწყო სიცხეები, აუცილებლად მოგვმართოს უპირველეს ყოვლისა ჩვენ და ვაძლევთ ტელეფონის ნომრებს, ჩვენ მხოლოდ ერთჯერადად არ ვაკითხავთ მოქალაქეებს, მათ თითქმის ყოველ ორ დღეში ერთხელ ვაკონტროლებთ თითოეულს.


-თუ მოქლაქეს აღმოაჩნდა ცალკეული სიმპტომები, ანდა დაეწყო ხველება და სიცხე, მაშინ ვინ ადგენს მისი ვირუსის რაობას? აქვე კეთდება ანალიზები, თუ სად უნდა წავიდეს მოაქლაქე?


-ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვქონია, მაგრამ თუ გამოვლინდა მაშინვე ვაგზავნით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, სადაც ხდება გამოკვლევების ჩატარება.


-საინტერესოა, ძირითადად, რა კატეგორიის მოქალაქეები არიან რისკის ქვეშ?

-პირველ რიგში პნევმონიით დაავადებულებს, სუსტი ფილტვების მქონე ადამიანებს ერევა ადვილად, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გაიძლიერონ იმუნიტეტი.


-იმუნიტეტზე მინდა გკითხოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ თითოეული მოქალაქე, რით ავიმაღლოთ იმუნური სისტემა, რა საკვებშია ახლა ვიტამინები, რა მივიღოთ ხშირად და რა ვიტამინებს გვირჩევდით?


-გაზაფხულია და ცე ვიტამინი აუცილებელია მიიღოთ, ძალიან კარგია მწვანე მწვანილეულობის, ახალი ხახვის მიღება, ვაშლი უკვე დაძველებული ხილია ამიტომ მწვანილში მოიპოვება ახლა ბევრი ვიტამინი, კარგად გარეცხეთ და მიიღთ ყველა სახის მწვანილეული.


-რამდენად დაცული ხართ მოქალაქეებთან ვიზიტისას და რამდენად გაქვთ აღჭურვილობა, რადგან ფიზიკურად აფთიაქებში ნიღბებიც კი არ მოიპოვება.


-კი გვაქვს მოქალაქეებთან სრულიად აღჭურვილი მივდივარ თავიდან ფეხებამდე, პოლიციელებიც პირბადით დაგვყვებიან, მაგრამ მათ არ ვაძლევ უფლებას რომ გადმოვიდნენ, თუ განსაკუთრებულად საჭირო არ გახდა მათი დახმარება. გვაქვს აღჭურვილობა, მაგრამ მალე გვექნება კრიზისში თუ არ მოგვაწოდეს, თუმცა დღეს შემოვიდა ინფორმაცია, რომ ხვალ ზეგ მოგვაწვდიან ახალი აღჭურვილობას, ინვენტარს.


-ითქვა, რომ მრავალი ქვეყანა მზადაა დაგვეხმაროს, რომ ყველა მოქალაქეს მიეცეს შესაძლებლობა, გაიკეთოს კორონა ვირუსის ანალიზი.


-კი, საბედნიეროდ ძალიან კარგად მუშაობს ჩვენი მთავრობა, ითვალისწინებენ მსოფლიო გამოცდილებას და ყველა სიახლე, ყველა ნიუანსი კარგად გაითალისწინეს და ტექნოლოგია ისე განვითარდა მსოფლიოში, რომ მალე კორონას ანალიზიც ხელმიუწვდომელი აღარ იქნება.


-მე პირადად არ მომეწონა იდეა უბნის ექიმების გადამზადება და უბნის ექიმების ჩართვა ამ მძიმე დაავადებაში, რადგან ეს ინფექციური დაავადება წვეთოვანი გზით გადაეცემა და ავადმყოფის უბნის ექიმის მეშვეობით მოვლა, საშიშროებას ქმნის საზოგადოებისთვის. ადვილი დასაშვებია ვირუსი ექიმმაც მიიღოს.


-კი, არც მე ვეთანხმები, თუმცა ჩანს დაცული იქნება ყველა პირობა და ეს მსუბუქი ფორმის შემთვევაში იქნება დასაშვები.


-მადლობა, რომ გამონახეთ დრო და მაინც მოგვაწოდეთ ინფორმაცია აუცილებელი ინფორმირებულობისთვის. მადლობა თქვენ იმ გმირობისთვის, რასაც ჩვენი დაცვისთვის აკეთბთ.


-მე კი მინდა მადლობა გადავუხადო მთიანად მთავრობას, ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომ პატარა, ისეთი გაჭირვებული ქვეყანა, როგორიც ჩვენ ვართ, ამ დონის მოწოდების სიმაღლეზე დადგა, ერი გაერთიანდა. როგორ შეგვკრა ერთ მუშტად ამ პანდემიამ, როგორ გაგვაერთიანა, როგორ დაგვანახა ერთმანეთის ძალა და სიყვარული. მადლობა მთიანად ჩვენს სახელმწიფოს, რომელიც თურმე საბერძნეთისთვის, იტალიისთის და ბევრი ქვეყნისთის სამაგალითო ვყოფილვართ ჩვენი ერთსულოვანი და მაღალი შეგნების მიდგომებით.


ესაუბრა ლალი მეხრიშვილი

..

* * *

უკვე გაუქმდა დედოფლისწყარო-თბილისის რეისები, ხოლო კაფე-ბარები მხოლოდ კვების პროდუქტის გაყიდვით შემოიფარგლებიან. რა სიტუაციაა ამ მხრივ დედოფლოსწყაროში რამდენიმე ორგანიზაციის მფლობელს გავესაუბრეთ.


"მიუხედავად იმისა, რომ არანაირი წინაპირობა არ გვაქვს ჩვენს რაიონში ეპიდემიის არსებობის და სიტუაცია კონტროლირებადია, მე მაინც ვშიშობ, პირადად ჩემს კაფეში ბევრი ახალგაზრდა დადის-ხოლმე. ვიცავ ყველა წესს, ქლორით, სადეზინფექციო ხსნარით ვამუშავებთ და მუდმივ დეზინფექციას ვატარებთ, მაგრამ მაინც ვშიშობ, სწორედ ამიტომ კლიენტების მიღება შევწყვიტეთ და მხოლოდ ტკბილეულის გაყიდვით შემოვიფარგლებით"- ამბობს ჩენთნ საუბარში კაფე "კაპუჩინოს" მეპატრონე ირინა მერაბიშვილი.


- "გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ასე რომ ჩერდება ბიზნესი, როგორ გადავიხადოთ კომუნალური გადასახადები? იქნებ მოხდეს მათი გადანაწილებაც.... საშიში არაფერია, თუმცა ვფრხთილობთ, სამაგიდე მომსახურებას აღარ გავწევთ, მაგრამ ნამცხვრეულის გაყიდვა მაინც გვექნება, რა ვქნათ, ჩვენც არ ვიცით.". - ამბობს ჩვენთან საუბარში "შოკოლადის" მეპატრონე თათია ბენაშვილი.


იგივე ხდება სამოქალაქო რეესტრის დედოფლისწყაროს ფილიალშიც. დედოფლისწყაროს სერვისცენტრში, სადაც ასევე მაღალი რისკის ქვეშ არიან მოსამსახურეები, რადგან მოქალაქეთა დიდი რაოდენობა აკითხავს:

-" ნაწილი თანშომლებისა ვმუშაობთ, ნაწილი არა, ხალხი მაინც დადის, კარანტინი ჯერ არ გამოცხადებულა, ნუ მკითხავ როგორ ვუმკლავდებით. ორზე მეტს ვერ ვუშებთ. რიგი რომ არ დადგეს.


- "დავიწყეთ დისტანციური სწავლება და სიმართლე გითხრათ, ძალიან ვღელავ რამდენად სწორად მოეკიდებიან ამ პასუხისმგებლობას ბავშვები და მშობლები, რთულია ნამდვილად, თუმცა ინგლისური ენის სწავლისთვის სოციალურ ქსელში ყოველთვის მსუყე მასალა მოიპოვებოდა, მთვარი მითითებების კარგად შესრულებაა. იმედი მაქვს ამ რთულ პროცესში მშობლების მხარდაჭერის, "- ამბობს ინგლისური ენის პედაგოგი ეკა სეფიაშვილი.

ესაუბრა ლალი მეხრიშვილი


.

შეგახსენებთ, დედოფლისწყაროში აჟიოტაჟი იყო იტალიიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც შესაძლოა საფრთხის შემცველი ყოფილიყო სხვა ადგილობრივებისთვის. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ირწმუნება, რომ იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეზე დაკვირვება მიმდინარეობდა, არაერთი კვლევა ჩაუტარდა და ის თავს კარგად გრძნობს, არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება.


ამ შემთხვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ოჯახის და მედიკოსების განმარტებები ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ აქ


.


ამავე თემაზე: „ვინ დაბრუნდა იტალიიდან და არსებობს თუ არა კორონას გავრცელების საფრთხე დედოფლისწყაროში?

0
157
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0