x
image
_K_
Mediator image
როგორ დავტოვოთ კარგი პირველი შთაბეჭდილება - 7 მარტივი ხერხი ექსპერტებისგან
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილება დიდხანს ამახსოვრდება ადამიანს. გასაოცარია ფაქტია, რომ ამას საერთო არაფერი აქვს ადამიანის რეალურ თვისებებთან. პირველი შთაბეჭდილება დამოკიდებულია არავერბალურ ნიშნებზე, ჟესტებზე, მიმიკებზე და არა - თქვენს რეალურ ღირსებებზე.


სტატიაში რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ საერთაშორისოდ ცნობილი კომუნიკაციის ექსპერტის ლეილ ლოუნდესისგან, რომელიც ადამიანზე კარგი პირველი შთაბეჭდილების დატოვებაში დაგეხმარებათ.






1. გაიღიმეთ ცოტაოდენი შეყოვნების შემდეგ.

ყველამ ვიცით, რომ კარგი კომუნიკაციისთვის ღიმილი აუცილებელია. თუმცა, იმ ღიმილს არ ვგულისხმობთ, რომელიც, უბრალოდ, ზრდილობას გამოხატავს. ლეილ ლოუნდესი გიზიარებთ ხერხს, როგორ დატოვოთ უკეთესი შთაბეჭდილება: პირველ რიგში, შეხედეთ ადამიანის სახეს, დაიცადეთ რამდენიმე წამი და შემდეგ გაიღიმეთ. ეს პაუზა თქვენს ღიმილს უფრო გულწრფელს გამოაჩენს.

image






2. არ დაამყაროთ თვალებით კონტაქტი ძალიან დიდხანს.


კვლევაზე დაყრდნობით, ლოუნდესი ამბობს, რომ როცა ერთი კაცი მეორესთან დიდხანს ამყარებს თვალებით კონტაქტს, ეს ხშირად მეორის მიერ აგრესიად აღიქმება. ექსპერტი გირჩევთ, ამის მაგივრად ვიზუალური კონტაქტი გაზარდოთ, როცა პირველად ხვდებით ვინმეს. 60/40-ის წესი ამ სიტუაციაში გამოსადეგია - დაამყარეთ თვალებით კონტაქტი დროის დაახლოებით 60%-ის განმავლობაში. ამავე რჩევას მოგცემდით ქალსა და კაცს შორის ურთიერთობაზე.

image






3. ყურადღება მიაქციეთ სხეულის პოზას.

დააკვირდით წარმატებულ სპორტსმენებს და პოლიტიკურ ფიგურებს - ვერასდროს დაინახავთ მათ ჩამოშვებულ მხრებს ან დახრილ თვალებს. ისინი ყოველთვის იდეალურ პოზაში დგანან და იღიმიან, ამით თავდაჯერებულობას გამოხატავენ და ყველას აწონებენ თავს. ექსპერტი გირჩევთ, რომ კარგი პირველი შთაბეჭდილების დასატოვებლად თქვენც იგივე გააკეთოთ.

image






4. გამოიჩინეთ ინტერესი.

ახალი ადამიანის გაცნობისას ყველა ორ რამეს ფიქრობს: "მომეწონა?" და "მოვეწონე?" ასე რომ, კარგი პირველი შთაბეჭდილების დასატოვებლად უნდა გამოიჩინოთ ინტერესი ახალგაცნობილის მიმართ, სხვა შემთხვევაში ქედმაღალი გამოჩნდებით, - წერს ლოუნდესი თავის წიგნში.


ამის გასაკეთებლად საუკეთესო გზა არავერბალური სიგნალების გამოყენებაა, როგორიცაა ღიმილი, ახალგაცნობილისკენ მთელი სხეულით გადახრა და სხვა. ყურადღება მიაქციეთ ყველა ბარიერის მოხსნას თქვენ ორს შორის: ჩანთები, ხელები, სათვალეები - დახურული არაფერი უნდა იყოს.

image






5. მოიშორეთ მშფოთვარე ჟესტი.

არ არსებობს ერთი კონკრეტული არავერბალური ნიშანი, რომელიც ამბობს, რომ იტყუებით. თუმცა, არაერთი სტატია იწერება იმის შესახებ, რომ მოუსვენარი ხელის ჟესტი მიუთითებს, თითქოს რაღაცას მალავთ. არაერთ ადამიანს სჯერა ამ ცრურწმენის, ამიტომ გაითვალისწინეთ და ვინმესთან საუბრისას არ შეეხოთ საკუთარ კისერს, სახეს, ყურებს ან თმას.

image






6. იყავით ემპათიური.

ადამიანის მიმართ ინტერესის არავერბალური ნიშნებით გამოხატვის გარდა, მის ქცევას უნდა დააკვირდეთ და შესაბამისად მოიქცეთ. ეს მზრუნველი და სანდო ადამიანის შთაბეჭდილებას შეგიქმნით. როგორც ექსპერტი ამბობს: "როცა დაიწყებთ ფიქრს, რომ ვიღაც მოგწონთ, ის მართლა მოგეწონებათ".

image






7. წინასწარ მოახდინეთ შეხვედრის ვიზუალიზაცია.

თუ შეხვედრამდე ცოტა დრო გაქვთ, გაიარეთ რეპეტიცია. სარკის წინ წარმოიდგინეთ, თითქოს იმ ადამიანს ესაუბრებით, გაიღიმეთ, მიიღეთ შესაბამისი პოზა და დააკვირდით თქვენს ჟესტებს. ლოუნდესი ამბობს, რომ შეხვედრის წინასწარ ვიზუალიზაციით ყოველთვის უკეთეს შედეგს მიიღებთ.

imagep.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ დავიწყოთ დღე ენერგიულად - ჯანსაღი დილის 13 საიდუმლო

image


2. 15 ფსიქოლოგიური ხერხი, რომელთა დახმარებით ყველანაირ უხერხულ სიტუაციას აიცილებთ თავიდან

image


3. 10 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელთა დახმარებით ნებისმიერ ინტერვიუზე მოხიბლავთ დამსაქმებელს

image


4. როგორ ვუპასუხოთ ინტერვიუს 10 ყველაზე პოპულარულ კითხვას

image


5. ეს 16 ხერხი დაგეხმარებათ, გამოიცნოთ, რას ფიქრობენ ადამიანები

image

0
163
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0