x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
იაპონელი მამაკაცი,რომელმაც განზრახ გადადო სხვებს კორონავირუსი, გარდაიცვალა

image

კორონავირუსით ინფიცირებული იაპონელი COVID-19-ით გამოწვეული პნევმონიით გარდაიცვალა. ამის შესახებ იტყობინება იაპონური გამოცემა Kyodo News.


მან უარი თქვა თვითიზოლაციაზე და გადაწყვიტა განზრახ წასულიყო ბარში, რომ სხვებისთვისაც გადაედო ვირუსი.

57 წლის იაპონელი გარდაიცვალა ქალაქ გამაგორის საავადმყოფოში(აიტის პრეფექტურა) .


ექიმებმა იაპონელ მამაკაცს კორონავირუსი მარტის დასაწყისში დაუდგინეს, მამაკაცის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში დაწოლა ვერ მოხერხდა, ამიტომ მას სთხოვეს სახლში დარჩენა.

ექიმების თხოვნის მიუხედავად, იაპონელებმა არ დაიცვა კარანტინი და მინიმუმ ორ ბარს ეწვია. სახლიდან გასვლამდე ინფიცირებულმა ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ "აპირებდა კორონავირუსის გავრცელებას".

ერთ – ერთ ბარში იაპონელმა საკუთარ ავადმყოფობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც, დაწესებულების თანამშრომლები დაუკავშირდნენ პოლიციას და ჯანდაცვის სამსახურებს.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცმა, მიუხედავად იმისა, რომ განზრახული ჰქონდა მრავალი ადამიანის დაინფიცირება, მხოლოდ ერთი ადამიანის დაავადება შეძლო.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირებულია 882 ადამიანი. 29 გარდაიცვალა, 144 განიკურნა.

0
684
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
684
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0