x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აეროპორტში შემოწმება იყო ისეთი როგორიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ყოფილა, მეამაყება ჩვენი ქვეყანა" - ანიტა რაჭველიშვილი

image


რამდენიმე დღის წინ, საქართველოში დაბრუნებული ცნობილი, ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში სამადლობელო პოსტს აქვეყნებს და საკუთარი ოჯახის სახელით, ყველას, ვინც კი მათ უსაფრთხო დაბრუნებაში თუნდაც პატარა წვლილი შეიტანა დიდ მადლობას კიდევ ერთხელ, საჯაროდ უხდის. ცნობილი მეცო - სოპრანოს თქმით, აეროპორტში ისეთი შემოწმება იყო, როგორც არც ერთ სხვა ქვეყნაში არ ყოფილა, რის გამოც ის თავს ამაყად თვლის. რაჭველიშვილის აზრით, ქვეყანა 21- ე საუკუნის ამ საშინელ გამოწვევას სერიოზულად და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა: "We are home, all healthy in Self quarantine! Everything is going to be ok! Take care my dear friends and stay home ! უკვე სახლში ვართ და ძალიან ბედნიერები ვართ რომ სამშობლოში დაბრუნება მოვახერხეთ. აეროპორტში შემოწმება იყო ისეთი როგორიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ყოფილა და მეამაყება რომ ჩვენი ქვეყანა ასე სერიოზულად მოეკიდა ამ საკითხს! გულდასმით ამოწმებდნენ ყველას! ექიმები, აეროპორტის თანამშრომლები და მესაზღვრეები, ყველა ვინც იქ მუშაობდა იყო უკიდურესად გადაღლილი და მაინც არ იშურებდნენ ძალ-ღონეს რომ მაქსიმალურად გაეკონტროლებინათ სიტუაცია. უზარმაზარი რიგი იყო და ამ რიგში ბევრი ადამიანი ვინც ამ სიტუაციას არ აღიქვამდა სერიოზულად და ლანძღავდა ამ საოცარ თავდადებულ ხალხს! ამ მომენტში მეტი ადამიანობა უნდა გამოვიჩინოთ და ყველას შრომა დავაფასოთ ისე როგორც არასდროს!
თვითიზოლაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ რეგულაციის დარღვევა არის დაუშვებელი! ადამიანები ვინც ამ სიტუაციაში ცდილობენ მაქსიმალური პროფესიონალიზმით გაუმკლავდნენ ყველაფერს ჩემთვის არიან გმირები! ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში Teona Jorbenadze-ს რომელმაც გვიპატრონა ბოლომდე და გვერდში გვედგა. Nikoloz Rachveli რომელიც ასევე ზრუნავდა ჩვენს სახლში დაბრუნებაზე. უდიდესი მადლობა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ამირან გამყრელიძეს და მის პასუხისმგებლიან თანამშრომლებს ნინო მამუკაშვილს და გვანცა გასვიანს! ძალიან დიდი მადლობა ყველას მოქალაქეობრივი ვალის შესრულებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობისთვის. თავს გაუფრთხილდით მეგობრებო და ჯანმრთელობას გისურვებთ! ოთო, ანიტა და ჩვენი ოჯახი! ფრენკიტოც რა თქმა უნდა" - დაწერა მომღერალმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა, თუმცა მანამდე, 30 იანვარს "ჯანმო"- მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა. დღესდღობით, მსოფლიოში სულ კორონავირუსით 201 530 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 82 034 განიკურნა, 8 007 ადამიანი კი გარდაიცვალა.




0
135
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
135