x
image
რუსო ჩარექიშვილი
"როდესაც ქალს ვუყვარვართ ის გვპატიობს ყველაფერს. ხოლო როდესაც – არა, იგი ნდობას არ გვიცხადებს და ჩვენს სათნოებასაც კი უგულვებელყოფს"- ბალზაკი
"ვნებები უნივერსალური ჰუმანურობაა. რელიგიის, ხელოვნების, რომანიკისა და ისტორიის გარეშე ის უსარგებლო იქნებოდა."

"არავის არ გვიყვარს ქალი იმის გამო, რომ ის ლამაზია ან მახინჯი, სულელი თუ ჭკვიანი. ჩვენ გვიყვარს ისინი იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს ისინი."

"როდესაც კანონი ხდება დესპოტიზმი, მაშინ მორალი მოდუნებულია, ხანდახან კი პირიქითაც ხდება."image

"ნამდვილი სიყვარული არასოდეს მთავრდება, ის დაუსრულებელია და ყოველთვის ინარჩუნებს თავის სახეს.სიყვარული ყოველთვის თანასწორი და წმინდაა – ყოველგვარი ძალადობრივი გამოვლინების გარეშე – ნამდვილი სიყვარული შეიძლება თეთრ თმებთან ერთად დაინახოთ და იგი ცოცხლობს გულში, რომელიც მუდმივად ახალგაზრდაა."


"ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ სხვის ბედნიერებაში უფრო მეტი ბედნიერებაა, ვიდრე საკუთარში."

"როდესაც ქალს ვუყვარვართ ის გვპატიობს ყველაფერს. ხოლო როდესაც – არა, იგი ნდობას არ გვიცხადებს და ჩვენს სათნოებასაც კი უგულვებელყოფს."

"ვინც ხარჯავს სწრაფად, ის არასდროს იქნება მდიდარი."

"სათნოება, შესაძლებლობები, ეს ყველაფერი უბრალოდ ზრდილობიან სულზე მიგვანიშნებს."

"ჩვენი ყველაზე დიდი შიში მოლოდინში იმალება."

"დედის გული დიდი უფსკრულია, რომლის წიაღშიც ყოველთვის იპოვნით პატიებას."

"მარტოობა კარგია, მაგრამ შენ გჭირდება ვინმე ისეთი, ვინც გეტყვის, რომ მარტოობა მართლაც კარგია."

"ბედნიერება ჩვენს გამბედაობასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული."

"ისევე უაზრობაა თავის მოტყუება, რომ კაცს არ შეუძლია მუდმივად ერთი ქალი უყვარდეს, როგორც იმის თქმა, რომ კარგ მევიოლინეს რამოდენიმე ვიოლინო სჭირდება იმისათვის, რომ კომპოზიცია დაუკრას."

"შეიძლება თანასწორობის იდეა ნამდვილად სწორი რამეა, მაგრამ არ არსებობს ქვეყნად ძალა, რომელიც მას ფაქტად აქცევს."

"სულმოკლე ადამიანები თავის გრძნობებს – კარგსაც და ცუდსაც, წვრილმანი საქციელით იკმაყოფილებენ."

"ადვილია დაჯდე და დააკვირდე, აი ადგომა და მოქმედება კი ძნელია."

"სიმართლე მწარე წამალია – არ გესიამოვნება, მაგრამ მოგარჩენს!"

"პატიოსნება ნაწილ-ნაწილ არ იყოფა.ის ან გაქვს, ან საერთოდ არ გაგაჩნია."

0
189
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0