x
image
დავითი ჩუთლაშვილი
როგორ ებრძვიან კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ კრიზისს ამერიკასა და საქართველოში?
1000 დოლარი


ამერიკის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევს, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ამერიკელებს 1 ტრილიონი დოლარი (3 ტრილიონი ლარი) დაურიგოს. აქედან, ყველა ამერიკელი 1000 დოლარს (3000 ლარს) მიიღებს დაუყოვნებლივ. თუმცა, დეტალები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვინ უნდა მიიღოს აღნიშნული თანხა, რა კატეგორიის ადამიანებმა და აუცილებლად გადასახადის გადამხდელები და ამერიკის მოქალაქეები უნდა იყვნენ თუ არა ისინი, ჯერ კიდევ განიხილება.


1 ტრილიონი დოლარი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს დაახლოებით 50-ჯერ აღემატება და თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა.


ამერიკის ხელისუფლება გეგმავს ასევე ავიაკომპანიების და სასტუმროების დახმარებას, რადგან ისინი მეტისმეტად დაზარალდნენ კორონავირუსის შედეგად.



გარდა ზემოაღნიშნულისა, ამერიკის მთავრობა 90 დღით გადაუვადებს გადასახადების გადახდას ადამიანებს.


დონალდ ტრამპი ასევე ინიციატივით გამოვიდა, შეამციროს სახელფასო გადასახადი, თუმცა ეს ინიციატივა ჯერ კიდევ განიხილება.


1000-დოლარიან ჩეკებს ამერიკელები უახლოესი 2 კვირის მანძილზე მიიღებენ, რასაც ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომისტი, ჯეისონ ფურმანი მიესალმება. მას ეკუთვნოდა კიდეც ეს იდეა. სპეციალისტი იზიარებს იმ აზრს, რომ მსგავსი გლობალური კატაკლიზმების დროს სახელმწიფო აქტიურად უნდა ამოუდგეს მხარში მოქალაქეებს.


აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მყისიერი შედეგი მოიტანა საფონდო ბირჟებზე, სადაც ორიოდე დღით ადრე შეინიშნებოდა მოახლოებული ეკონომიკური კრიზისის ნიშნები. ინვესტორების ნდობა ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც წამყვანი ეკონომიკის მიმართ გამყარდა.


და რა ხდება ამ დროს საქართველოში?


ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ გეგმავს არავითარი ზომების გატარებას კორონავირუსის შედეგად ადამიანებისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. ერთადერთი მეტნაკლებად მნიშვნელოვანი და ხელშესახები ინიციატივა კერძო სექტორს – "საქართველოს ბანკს" და "თი ბი სი ბანკს" ეკუთვნის, რომლებმაც 3 თვით გადაავადეს სესხების გადახდა. “ქართული ოცნება”, რომელიც საკუთარ თავს სოციალ-დემოკრატიული ორიენტაციის პარტიას უწოდებს, სრულიად გულგრილი აღმოჩნდა მოსახლეობის სასიცოცხლო პრობლემების მიმართ. სოლიდარობის აბსოლუტურად არანაირი ინიციატივა არ გააჩნია ასევე პარტია “ლელოს”, სადაც ეგრეთ წოდებული მემარცხენეები არიან მიკედლებულები.


1000 დოლარი


საქართველოში მოქმედი პოლიტიკოსების აზრით, აუცილებელი არ არის, რომ სახელმწიფო დაეხმაროს მოქალაქეებს. ამ არსებებს სოლიდარობის არანაირი გრძნობა არ ამოძრავებთ. შედეგი კი ისაა, რომ ქვეყნის მიმართ ინვესტორებს არავითარი ნდობა არ გააჩნიათ და ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება. ინვესტორები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სოლიდარობის ელემენტარული კულტურა, კორონავირუსის კრიზისი სოციალურ აფეთქებას და დესტაბილიზაციას გამოიწვევს, პოტენციურად არასტაბილურ და ფეთქებადსაშიშ გარემოში კი ფულის ჩადება არავის სურს.


გასაგებია, რომ საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით დაახლოებით 10-ჯერ უფრო ღარიბია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 80-ჯერ უფრო პატარა. ამიტომ 1 ტრილიონის შოვნას და ხალხისთვის დარიგებას ხელისუფლებას არავინ არ სთხოვს. მაგრამ მთავრობას სრულიად თავისუფლად შეეძლო, თითოეული ადამიანისთვის ერთჯერადად 300 ლარი მიეცა და სხვადასხვა სახის თანადგომა გაეწია საბანკო კრედიტების და კომუნალური გადასახადების გადახდის კუთხით, ერთ სულ მოსახლეზე 1000 ლარის ფარგლებში. მაგრამ ეს ხომ ქვეყანა არც არის. აქ სანამ თავზე არ დაემხობათ ყველაფერი, მანამდე არ გამოფხიზლდება არავინ.

5
203
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
203
  
2020, 21 მარტი, 2:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 19 მარტი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 18 მარტი, 20:17
სიმართლეა. ყველა გადასახადის გადამხდელი შემდეგი ორი კვირის განმავლობაში მიიღებს 1000 დოლარს :) ჩავფულიანდი :), გადასახადებსაც შემიმცირებენ წლის ბოლოს და თუ ცოცხალი გადავრჩი მანამდე ვიყიდი ერთ კვარტალს საბურთალოზე :))) (ეს ხუმრობით, არ ვაპირებ).
კიდევ ერთიც მინდა დავამატო, აშშ ყველგან ლიბერტალიანელობას "ქადაგებს და ყველას "ურჩევს" (ყველანაირი მეთოდით), რომ ბაზარი თავისუფალია და დარვინიზმის პრინციპით, კონკურეტუნარიანი გადარჩება, სახელმწიფო არ უნდა დაეხმაროს ბიზნესს, თუმცა თავის მსხვილ ბანკირებსა და ნავთომმაგნატებს ყოველთვის აფინანსებს საჭიროების შემთხვევაში. არა მარტო ტრამპი, 2008 ეკ.კრიზისის დროს, ჯერ ლიბერტალიანელმა ობამამ, წასვლამდე, 800 მილიონით სადაზღვევო კომპანიები(როკფელერი და ა.შ) და 100-100 მილიონით კრაისლერი და ფორდის ავტომაგნატები დააფინანსა, შემდეგ ბუშმა, მოსვლისთანავე პირველივე ბრძანებით 4 მილიარდი გამოუყო "კრიზისში" მყოფ იმავე სადაზღვევოებს. და აქ, სახელმწიფომ რომ რომელიმე მძლავრი ჰესის აქციების საკონტროლო პაკეტი ვაუჩერებად დაურიგოს მოქალაქეებს, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი "გასკდნენ შუაზე" -ეგო სახელმწიფოსძალადობაა კერძო ბიზნესზეო. არადა ორივე მათგანის უკან ზუსტადაც ის სადაზღვევო კომპანიები დგანან - ეეე, სადაა მამაძაღლობა
დავით, ამჯერად სრულად გეთანხმებით, ნუ დახმარების სახესა და რაოდენობაზე შესაძლოა ქოცები შემოგედავონ.
მეც, ვაცნობიერებ რა სახელმწიფოს სიდუხჭირეს, ვთვლი რომ პანდემიის პერიოდში გადასახადების (თუნდაც საშემოსავლო) განულება თუ არა, განახევრება მაინც და კომუნალურის ანულირება თუ არა დაგადაწევა მაინც, დიდ შეღავათს მოგვცემდა. ამასთან ერთად, კორონასთან როგორც იბრძვის ჩვენი მთავრობა, დამეთანხმეთ, მსგავსად ეკონომიკის გამოწვევებსა და რუსეთს (ანუ ჩვენი ქვეყნის გამთლიანების მოწინააღმდეგეებს) რომ ებრძოლოს, ძალიან მაგარ სახელმწიფოს მივიღებდით...
0 1 5