x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ესპანეთში ზოგიერთმა საგზაო ჯარიმამ შეიძლება 6000 ევროს მიაღწიოს
გვგონია, რომ საზღვარგარეთ უფრო მეტი წესრიგია. სინამდვილეში, მართლაც ასეა. მაგალითად, ევროპულ გზაზე უფრო ნაკლები საგზაო შემთხვევა ხდება. ამის მიზეზი ის კი არაა, რომ აქ ბუნებით უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანები ცხოვრობენ, უბრალოდ აქ ჯარიმების მკაცრი სისტემაა. მაგალითად, ესპანეთში საგზაო წესების დარღვევის გამო შეიძლება მსხვილ თანხას დაემშვიდობოთ.


ყველაზე მსხვილი ჯარიმები

image

სჯობს ყველაზე მსხვილი ჯარიმებით დავიწყოთ. აი, რა შემთხვევაში დაჯარიმდებით ესპანეთში ოთხნიშნა თანხით:

1. თუ რომელიმე მძღოლს ზღვასთან ახლოს მისვლა და პირდაპირ სანაპიროს ქვიშაზე მანქანის გაჩერება მოუნდება, ასეთი თავხედობისთვის 6000 ევროს გადახდა მოუწევს.


2. ავტომობილის სალონში მუსიკის ხმამაღლა მოსმენის მოყვარულს, საავადმყოფოსთან ჩავლის დროს ხმის დაწევა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში 2400 ევროს ოდენობის ჯარიმას მიიღებს.

3. თუ ქვეითი, რომელიც ალკოჰოლის და აკრძალული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ საავტომობილო ავარიაში მოხვდება, (თუ სიტუაცია კარგად დასრულდება) მას 1000 ევროთი დააჯარიმებენ.

4. უმიზეზოდ სწრაფი დამუხრუჭება 500 ევროს ზომის ჯარიმას ითვალისწინებს.


ჯარიმების 200 ევროს ოდენობით

200 ევროს ჯარიმას საკმაოდ ბევრი დარღვევა ითვალისწინებს. აი, რამდენიმე მთავარი:

1. ავტომობილით ბავშვის გადაყვანა სპეციალური სავარძლის გარეშე. თუ სავარძელი გაქვთ, მაგრამ ის სერტიფიცირებული არაა ან მისი ზომა ბავშვის პარამეტრებს არ შეესაბამება, იგივე ოდენობის ჯარიმას მიიღებთ.

2. გზის სავალზე ნებისმიერი ნივთის გადაგდება, იქნება ეს პლასტმასის ბოთლი, ქაღალდის ფურცელი, ჯოხი ან სხვა ნაგავი, რომელიც მანქანაში დევს.

3. გზის სავალ ნაწილზე ყურსასმენით ველოსიპედის ტარება.


image

4. შინაური ცხოველების გადაყვანა სპეციალური აქსესუარების გარეშე.

5. საჭესთან შეღებვა. საცობში ყოფნის დროსაც ქალებმა სჯობს მაკიაჟის გაკეთებაზე არ იზრუნონ.

6. მაისურის ან პერანგის გარეშე (ანუ შიშველი) ავტომობილის ტარება. ცხელ კლიმატშიც კი აკრძალვის გამართლებად არ ჩაითვლება.


image

7. მანქანის ტარება პოსტერით ან სტიკერით, რომელსაც აქვს წარწერა „იყიდება“.

8. მოძრაობის მარცხენა ზოლში წრის გაკეთება ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

9. ბამპერის არ არსებობა. ცოტა ხნის წინ ავარიაში მოხვედრაც საკმარისი საპატივცემულო მიზეზი არაა, რომ გზაზე მანქანა შეუსაბამო ფორმით გამოიყვანოთ.

10. საჭესთან ჭამა ან დალევა.


image

11. ნისლ საწინააღმდეგო ნათურების გამოყენება კარგი ხილვადობის დროს.


ჯარიმები, რომლებიც 200 ევროზე ნაკლებია

200 ევრომდე ჯარიმა შეიძლება საკმაოდ რბილად მიიჩნიოთ, თუმცა ესეც საფულეზე დიდ დარტყმას აყენებს. აი, რამდენიმე დარღვევა, რის გამოც 200-ზე ნაკლები ჯარიმის გადახდა მოგიწევთ:

1. თუ ტარების დროს საყვარელი სიამოვნებით გატაცება გსურთ, ეს შეიძლება დაახლოებით 150 ევრო დაგიჯდებათ.

2. ღია ფანჯრიდან ხელის ან თუნდაც იდაყვის გამოშვერა - ეს დანაშაულია, რომელიც 100 ევროს ჯარიმას ითვალისწინებს.


image

3. თუ ფეხმავალი გზას არასწორ ადგილზე გადაკვეთს, ამის გამო 80 ევროს გადახდა მოუწევს. ამავე ოდენობის თანხის გადახდა მოუწევს, თუ ზებრა გადასასვლელს ძალიან ნელა გადის, ან სმარტფონის ეკრანს უყურებს.


image

4. მანქანის შევსების დროს მობილურ ტელეფონზე საუბარი - მინუს 91 ევრო ოჯახური ბიუჯეტიდან.

5. თუ მძღოლი მანევრის შესრულების დროს მოხვევის ციმციმას არ ჩართავს, მას 80 ევროთი დააჯარიმებენ.


image

6. სხვა მძღოლისთვის უხამსი ჟესტის ჩვენება ასევე 80 ევრო ღირს.

7. კლაკსონის უმიზეზოდ გამოყენება ასევე 80 ევრო დაგიჯდებათ.


image

8. მოუთმენელ მძღოლს, რომელიც ნარინჯისფერ შუქნიშანზე გადაკვეთს, 80 ევროს გადახდა მოუწევს.

9. თუ მანქანის ტარების დროს საჭეს ხელს აუშვებთ, 80 ევრო თქვენს ბიუჯეტს მოაკლდება.


image

ასეთი სისტემა სწორია?

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მოქალაქის ცნობიერებაზე დაყრდნობა საჭირო არაა. მხოლოდ საფულეზე დიდი დარტყმა აიძულებს ადამიანს, რომ წესები მკაცრად დაიცვას. შეიძლება ითქვას, რომ ჯარიმების მკაცრი სისტემა მძღოლების კულტურას ავითარებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

ქალი "მაზდის" გასაწმენდად მივიდა: თანამშრომლებს ამისთვის 7 საათი დასჭირდათ

image

იაპონიაში მძღოლებს საჭესთან მობილურზე საუბრის გამო 12 თვემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

image

წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი მანქანაში: რატომ შეიძლება იყოს სასიკვდილოდ სახიფათო

image

6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ

image

მაქსიმალური ეკონომია: ავტოსახლი მზის ბატარეებზე

image

0
179
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
179