x
მეტი
  • 04.04.2020
  • სტატია:100937
  • ვიდეო:345646
  • სურათი:463667
ერექციის დარღვევა ქალებში. სად არის გამოსავალი?
ქალის ერექცია


ერექციის დარღვევა მამაკაცებშიც სერიოზული პრობლემაა, მაგრამ როგორც პრობლემა ის აღიარებულია და არსებობს მისი სამკურნალო ეფექტური მედიკამენტი – “ვიაგრა”. ქალის ერექციის დარღვევას რაც შეეხება, აქ თითქოს პრობლემა არც კი არსებობს. ქალის ერექციის დარღვევას საზოგადოება არ აღიარებს. მიჩნეულია, რომ ქალს ყოველთვის “შეუძლია”, მაგრამ ეს ძალიან არასწორი მიდგომა და ძალიან დიდი ჩამორჩენილობის გამომხატველია.


ქალი შეიძლება განიცდიდეს გაუსაძლის ტკივილს სექსის დროს, არ გააჩნდეს ორგაზმი ან სრულებით არ უნდოდეს სექსი. ეს ყველაფერი სექსუალური ფუნქციის დარღვევის გამომხატველია. მაგრამ სამწუხაროდ, ქალები ამაზე იშვიათად საუბრობენ. ქალები იმასაც კი ძნელად აღიარებენ, როცა ნაკლებად განიცდიან ვნებას. ეს დაადასტურა კვლევამ, რომელიც საქსონიაში 4500 ქალს ჩაუტარდა. ათიდან ექვსმა ქალმა ისაუბრა პრობლემებზე, რაც მათ სექსის დროს ჰქონდათ, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარმა ისაუბრა გინეკოლოგთან პრობლემის მოგვარების გზების შესახებ.


ტკივილს და სისხლდენასაც სექსუალური აქტის დროს ბევრი ქალი არ აღიარებს. ლიბიდოს დაქვეითებაზეც ქალები მხოლოდ მაშინ იწყებენ საუბარს, თუ ექიმი მათ ამას ჰკითხავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა ქალებს შორის ძალიან ფართოდ არის გავრცელებული.



სტატისტიკურად ქალების 25 %-ს აწუხებს ვნების და სექსუალური ჟინის არქონა.


ხშირად ქალების დიდ ნაწილს არასწორი მოლოდინები აქვს და მათში იმედგაცრუებაც იწვევს ლიბიდოს დაქვეითებას. მიზეზი სექსუალური გამოცდილების არქონაა. ბევრი მართლა ვერ ხვდება, რომ რეალური სექსი განსხვავდება ფანტაზიაში წარმოდგენილისგან და ამის გამო დიდ ფრუსტრაციას განიცდის. მეორე მიზეზი კი პარტნიორის მხრიდან სექსის დაძალებაა, რაც არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული.


ქალის ერექცია


გარდა ზემოთჩამოთვლილისა, ვნების გაქრობა შეიძლება ზოგიერთმა მედიკამენტმაც გამოიწვიოს (მაგ. ანტიდეპრესანტმა).


თუმცა, ერექციის ყოველი დარღვევა არც ქალებში და არც მამაკაცებში პრობლემაზე არ მიუთითებს. სტრესმა, დაღლილობამ და მსგავსმა ფაქტორებმა შეიძლება დროებით ერექციის შესუსტება გამოიწვიოს. ეს პრობლემად მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა სისტემატურ ხასიათს შეიძენს და გამუდმებით უცვლელი დარჩება. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ექიმს უნდა მიაკითხოთ.

0
550
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0