x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103440
  • ვიდეო:347729
  • სურათი:467718
პაციენტი 31. - როგორ დააინფიცირა მხოლოდ ერთმა ადამიანმა ათასობით კორეელი?

კორონავირუსის წინააღმდეგ სამხრეთ კორეა მაქსიმალურ ზომებს ყოველდღიურად უფრო ამკაცრებს, თუმცა მხოლოდ ერთი პაციენტის გამო ქვეყანაში ვირუსის გაკონტოლება ვერ ხერხდება. დღეს ვისაუბრებთ 31. პაციენტზე, რომელმაც არასერიოზულად შეაფასა ვირუსი და ამის გამო ათასობით ადამიანი დააინფიცირა! - აი რატომ უნდა ვიყოთ ყურადღებით... როცა შეგვიძლია ერის გადარჩენა, საპირისპიროდ არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოვიქცეთ!

image





მიუხედავად მიღებული ზომებისა სამხრეთ კორეაში ინფიცრებულია 8236 ადამიანი, ხოლო ფატალურად დასრულდა 75 შემთხვევა.


პირველი შემთხვევა სამხრეთ კორეაში 2020 წლის 20 იანვარს დაფიქსირდა. პირველი ინფიცირებული ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან დაბრუნებული 35 წლის ჩინელი ქალი იყო. 1 თვის განმავლობაში ათასობით ადამიანს ჩაუტარდა ტესტი და კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევა მხოლოდ 30-ს შეადგენდა. სიტუაციას ქვეყანა უკვე აკონტროლებდა იქამდე, სანამ პაციენტი 31. გამოჩნდებოდა...


image





ეგრეთწოდებული "პაციენტი 31." იყო ქალი, რომელმაც ვირუსი საიდან აიკიდა არავინ იცის. ცნობილი მხოლოდ ის იყო, რომ ვირუსის ნიშნებმადე რამოდენმე დღით ადრე მან იმოგზაურა სამხრეთ კორეის უდიდეს ქალაქებში. მონაწიელობა მიიღო წვეულებებზე, გაერთო მეგობრებთან ერთად და დატკბა წუთისოფელით...



"პაცინეტი 31." 15 თებერვალს ერთ-ერთ კლინიკას ეწვია, მას სხეულის ტემპერატურა მომატებული ჰქონდა, თუმცა კორონავირუსის ტესტირებაზე უარი განაცხადა. მეორე დღესვე მეგობრებთან ერთად კვლავ ივენთებს დაესწრო და რესტორანში ივახშმა. ასე გრძელდებოდა 17 თებერვლამდე, როდესაც ქალბატონი სიცხემ და სისუსტემ შეაწუხა და კიდევ ერთხელ მიმართა კლინიკას. ამჯერად მან კორონავირუსის ტესტი ჩაიტარა, რამაც პოზიტიური შედეგი აჩვენა.


image





31. პაციენტამდე შემთხვევები არ ემატებოდა, თუმცა მას შემდეგ, იგივე რეგიონიდან ათასობით ადამიანმა მიაშურა კლინიკებს იგივე სიმპტომებით. ასე გავრცელდა ვირუსი სამხრეთ კორეაში, რომელიც უკონტროლო გახდა. დღეს უნიკალური სწრაფი ტესტის საშუალებით კორეაში რეაგირება ეფექტურად მიმდინარეობს, თუმცა 31. პაციენტის ჩადენილი საზოგადოებრივი დანაშაული ისევ გამოუსწორებელია. ვირუსის სრული გაკონტოლება ვეღარ ხერხდება...


image





ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თვითიზოლაციის წესი არცერთმა მოქალაქემ არ უნდა დაარღვიოს. თქვენ საკუთარ თავს არ ავნებთ! თქვენ პირველ რიგში თქვენთვის საყვარელ ადამიანებს და შემდეგ მთელ ერს საფრთხის წინაშე აყენებთ. გაითვალისწინეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები... არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები... თუ გავერთიანდებით ამ პანდემიასაც ერთად გადავლახავთ!



image




















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



როგორ ახერხებს სინგაპური კორონავირუსის დამარცხებას? - 8 მაგალითი სინგაპურისგან მსოფლიოს!

image





დროა კარგი ამბებიც მოვისმინოთ! - იმედის მომცემი სიახლეები კორონავირუსთან დაკავშირებით!

image





34 კადრი 23 ქვეყნიდან - კორონავირუსის მძიმე სურათი!

image




ცნობილები, რომლებიც პირადი დაცვის გარეშე იშვიათად გადიან ქუჩაში

image





კანადური კომპანია პენტაგონის დაფინანსებით : კორონავირუსის ვაქცინა მზადაა!

image





1
1354
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
1354
  
18 მარტი, 16:07
ეს გამავრცელებელი ქალი ადგილზე უნდა დაეხვრიტათ.ჩრდილოეთ კორეაში ასეც იქნებოდა.
0 1 1